ჯანმრთელობა
შეშუპება: რა შემთხვევაშია ის საშიში
შეშუპებას თითქმის ყველა ვაწყდებით, ეს ძირითადად ზაფხულში ხდება როდესაც სიცხეები და ატმოსფერული წნევის ცვლილებები იწყება. ზოგჯერ შეშუპების მიზეზი მოჭერილი ფეხსაცმელი ან ტასნაცმელია რომლის გამოც ორგანიზმში სითხის ნორმალური ცირკულირება აღარ ხდება. ყველაზე ხშირად შეშუპება ფეხის ტერფებზე და კოჭებში ხდება, თუმცა გვაქვს ხელების, სახის და მუცლის შეშუპების შემთხვევებიც. დღეს განვიხილავთ თუ რომელ შემთხვევებში შეიძლება იყო შეშუპება სახიფათო.
რომელ დაავადებებს შეუძლიათ შეშუპების გამოწვევა?!
შეშუპება შეიძლება სრულიად უწყინარი მიზეზით ჩნდებოდეს: ძალიან გაგიტაცათ მარილიანი საკვების ჭამამ, დალიეთ ბევრი ან პირიქით, ძალიან ცოტა წყალი, თქვენ რაციონში ცოტა ცილაა ან უბრალოდ დიდხანს იჯექით ერთსა და იმავე პოზაში. შეშუპება ორსულობის დროს ან მენსტრუალური ციკლის მოახლოებისას გვემართება. ეს ჩამონათვალი უწყინარ შემთხვევებს მიეკუთვნება, თუმცა ახლა ის შემთხვევბი განვიხილოთ როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს:
გულის უკამრისობა
ამ დავდების დროს შეშუპება ყველაზე ხშირად მუცლის არესა და ფეხებში ხდება. ეს იმის გამო ხდება, რომ გული ვერ უმკლავდება სისხლის გადატუმბვას, ის სისხძარღვებში ჩერდება და ჩნდება შეშუპება.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
შეშუპება შეიძლება ჰიპოთერეოზის დროსაც მოხდეს ( ჰიპოთერეოზი – მგომარეობა როცა აფრისებრი ჯირკვალი საჭიროზე ნაკლებ აქტიურად მუშაობს). შეშუპება ფარისებრი ჯირკვლის კიდევ ერთ დაავადებას, ხაშიმოტოსაც ახასიათებს. ამ შემთხვევაში შუპდება ან ნახევარი სახე ან ერთი ხელი.
ღვიძლის დაავდება
ღვიძლის მიერ გამოწვეული შეშუპების მიზეზად ყველაზე ხშირად ცეროზი და ჰეპატიტი გვევლინება. ნორმაში მყოფი ღვიძლი ორგანიზმს ჭარბი სიტხის გამოდევნაში ეხმარება, მაგრამ, თუ დაავდების გამო სათანადოდ ვეღარ მუშაობს, შეიძლება შეშუპება განვითარდეს.
ვენური უკმარისობა
თუ სისხლძარღვების კედლები ქვედა დაბოლოებებში ძალიან სუსტია ან დაზიანებულია, სისხლს ნორმალური ცირკულირება აღარ შეუძლია, რის გამოც შეშუპება ჩნდება. ეს უკანასკნელი შემთხვევა შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან თრმბის განვითარება შეუძლია.
თირკმლის დაავადებები
ამ შემთხვევაში შეშუპება თვალების გარშემო ჩნდება. ეს სიგნალია: თირკმელები ვერ უმკლავებიან სამუშაოს, მათ დახმარება ესაჭიროებათ!
დიაბეტი
ეს კიდევ ერთი ენდოკრინული დაავადებაა, რომელსაც შეშუპება ერთვის თან.
როდის არის ექიმთან მისვლა საჭირო
ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ შემდეგ შემთხვევებში:
- შეშუპება მოულოდნელად გაჩნდა და სწრაფად იმატებს
- გაქვთ ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში
- თავბრუ გესხმით ან/და თავი გტკივათ
- შეგიშუპდათ მხოლოდ ერთი ფეხი
ექიმს ასევე უნდა მიმართოთ თუ:
- შეშუპება დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა
- დაგეწყოთ ცხელება
- შეშუპების ადგილი გაწითლდა ან ცხელია