Connect with us

თავის მოვლა

შეინარჩუნეთ კანის სილამაზე და ახალგაზრდობა ამ 4 ზეთის დახმარებით

დღეისათვის, კანის გაწმენდისა და დატენიანებისთვის, საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ზეთი. რატომ? პასუხი მარტივია: ზეთები უზრუნველყოფს კანს საჭირო მიკროელემენტებით.

თითოეულ ზეთს თავისებური, განუმეორებელი შემადგენლობა აქვს, რომელიც სხვადასხვაგვარ გავლენას ახდებს კანზე. სწორედ ამიტომ, ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის მის სუფთა სახით გამოყენებაა დაშვებული, მეორეთათვის კი – მხოლოდ სხვა კოსმეტიკურ საშუალებასთან ერთად.

წარმოგიდგენთ 4 საუკეთესო ზეთს კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ესენია:

1. ლიმონის ზეთი

ლიმონისგან მიღებულ ეთერზეთს მდიდარი სტრუქტურა გააჩნია:

  • ასკორბინის მჟავა – ათეთრებს კანს და აძლევს ელვარებას;
  • ორგანული ნაერთები – ამარაგებს კანს ჟანგბადით;
  • განსაკუთრებული ნივთიერებები წმენს ფორებს, ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს;
  • არომატული მოლეკულები – იცავს კანის უჯრედებს და ხსნის ანთებას;
  • ბუნებრივი სპირტი, მფრინავი ეთერი – ამშვიდებს კანს.

ლიმონის ზეტი კოსმეტოლოგიაში ცნობილია თავისი სასარგებლო, გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი თვისებებით.

2. ყურძნის წიპწების ზეთი

ეს ზეთი შეიცავს მჟავას, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს აკნესთან და კანის სხვა პრობლემებთან ბრძოლაში, ხოლო წყლის შემაკავებელი თვისება გამოიყენება კანის სიმშრალისა და ქავილის მოსახნელად.
აქვე გვხვდება ანტიოქსიდანტები, რომლებიც მოქმედებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე პასუხისმგებელი ნივთიერების გამომუშავებაზე.
ყურძნის წიპწების ზეთის გამოყენება შეიძლება კანის დაავადებების დროს, რამდენადაც იგი გაშორებთ აქერცვლასა და ქავილს, აჩქარებს შეხორცების პროცესს. როცა კანი მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია, ეს ზეთი ამცირებს სიმპტომებს. მას დამარბილებელი ეფექტიც აქვს. ჭრის პიგმენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აღიავებს და ათანაბრებს კანის ფერს. გამოყენების შემდეგ ქრება კანის ჩამოწელილობა და მას უბრუნდება სიმკვრივე.

ყურძნის ზეთი დაიტანეთ კანზე წერტილოვნად ან ბამბის დისკის გამოყენებით. ეფექტის გასაძლიერებლად, მას სხვა ზეთებთან ერთად იყენებენ.

3. გარგრის ზეთი

ვიტამინების დეფიციტის ფონზე ჩნდება ტენის შემცირება და საკვები ნივთიერებების დეფიციტიც, რაც, შესაბამისად, კანის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამ ყველაფერთან გამკლავებაში დაგეხმარებათ გარგრის ზეთი. იგი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, რაც უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ზეთი იდეალურია მშრალი და გაუხეშებული კანისთვის, ასევე, უხდება გაუწყლოებასაც. გარდა ამისა, გარგრის ზეთის გამოყენება დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე, პრობლემურ და აკნესადმი მიდრეკილ კანზე.

4. ავოკადოს ზეთი

ზეთებს შორის ყველაზე გაჯერებული სწორედ ეს სახეობაა, რამდენადაც ავოკადოს ზეთი 12 სახის მიკროელემენტს შეიცავს. А ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ავოკადო შეიცავს, ანადგურებს მავნე ნაწილაკებს, რომლებიც კანზე გარემოდან ხვდება და გავლენა აქვს კანის ელასტიურობის შემცირებაზე. აქვე არსებული В ვიტამინი ეხმარება ცხიმების გამომუშავებისა და დაშლის პროცესებს შიგნიდან, ასევე, ანელებს კანის დაბერების პროცესს. ავოკადოს ზეთი მდიდარია თუთიითაც, რომელიც, თავის მხრივ, ხსნის ანთებას.

თქვენ რომელ ზეთს ანიჭებთ უპირატესობას კანისთვის?

Advertisement
ჯანმრთელობა6 hours ago

ლევომეკოლი – ძლიერი საშუალება, რომლის ამის შესახებ ექიმები არ გეტყვიან

ჯანმრთელობა6 hours ago

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოივლოთ პირი მარილიანი წყლით რეგულარულად

საკითხავი6 hours ago

9 სულიერი ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ზემოდან“ ვიღაც გიყურებს და გეხმარება

ტესტები8 hours ago

რა ფერისაა თქვენი საფულე? აი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს მისი ფერი

საკითხავი12 hours ago

დაჟინებით უნდა მოითხოვოთ თუ არა ცოლის სამსახურში მოწყობა

ჯანმრთელობა1 day ago

ვიტამინები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა1 day ago

გინეკოლოგები ირწმუნებიან: მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში ყველასთვის აუცილებელია

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ბალახი ქალურ დაავადებას სამუდამოდ მოგაშორებთ

საკითხავი1 day ago

ფენ-შუის მიხედვით, ყოველ ფერს თავისებური სამკურნალო ძალა აქვს

ყვავილები1 day ago

ფლორისტების რჩევები: ოთახის მცენარეები მუდმივად რომ ყვაოდნენ

ჯანმრთელობა2 weeks ago

ამ ნარევის დახმარებით ხელებსა და ფეხებზე სოკოს სრულიად მოიშორებთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

წყლის მიღების რეჟიმი წონაში დასაკლებად: საათობრივად და რეკომენდაციებით

ჯანმრთელობა2 days ago

ექთანმა მასწავლა, როგორ მოვიშორო გამოწეული ძვალი (ნიკრისის ქარი) ფეხზე. ნამდვილად მოქმედებს!

ჯანმრთელობა4 weeks ago

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

თავის მოვლა2 weeks ago

ჩვეულებრივი ასპირინი არა მხოლოდ სისხლს ათხელებს, არამედ სახეზე სიბერის ნიშნებს აქრობს

საკითხავი4 weeks ago

აი, როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად: ეს ხრიკი ერთმა ფერმერმა მასწავლა

თავის მოვლა1 week ago

ამ მეთოდით არასასურველ თმას, შავ წერტილებს და ფერიმჭამელებს მხოლოდ 15 წუთში მოიშორებთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

თუთის ფოთლების ჩაი 22-ჯერ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე

საკითხავი2 weeks ago

რატომ კბენს კოღო ზოგ ადამიანს უფრო ხშირად? მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია აღმოფხვრათ

ჯანმრთელობა3 weeks ago

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პიტნის ჩაის დალევთ

ტრენდული