Connect with us

კულინარია

ყველის ჩხირები სულ რაღაც 10 წუთში. მაღაზიის ჩიფსებსა და სუხარიკებზე ბევრად გემრიელი, თანაც უსაფრთხოა

თუ საღამოობით ჩიფსის ან კრეკერის ხრამუნი გიყვართ, სავარაუდოდ, მსგავსი სასუსნავის სახლში მოსამზადებელი რეცეპტი არა ერთხელ გიძებნიათ. რეცეპტის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ მათ შორის გემრიელის პოვნა რთულია.

დღეს ყველის ჩხირებს გთავაზობთ. არომატული ჩხირები ძალიან სწრაფად მზადდება. ის თქვენი საყვარელი კერძი გახდება.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ყველი ჩედერი
  • 110 გრ კარაქი
  • 200 გრ ფქვილი
  • 6 ს/კ ნაღები
  • 0,5 ჩ/კ როზმარინი
  • 0,5 ჩ/კ კვლიავი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადება:

  1. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და წვრილად დაჭრილ მწვანილებს აურიეთ. შემდეგ ცოტა ფქვილი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ბლენდერის დახმარებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ჩედერის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი ხმელი ყველი გამოიყენოთ.
  2. ნარევს დარბილებული კარაქი და ნაღები დაუმატეთ, ცომი მოზილეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი ფქვილი დაუმატეთ, ვიდრე ინგრედიენტშია მოცემული.
  3. ცომი გააბრტყელეთ და წვრილ ზოლებად დაჭერით. ზოლები პერგამენტის ქაღალდ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და დაახლოებით 10 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ.

სუფრაზე ყველის სასუსნავი გაგრილებული გაიტანეთ თავის სოუსთან და სასმელებთან ერთად. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.