Connect with us

სახლი და დიზაინი

ყველაზე ძველი ნივთიც კი იდეალურად თეთრი და ქათქათა რომ გახადოთ, ეს მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ

ალბათ, არ არსებობს სოდაზე უფრო უნივერსალური საშუალება: მისი გამოყენება შეიძლება კულინარიაში, სახლის დასუფთავებისას, კოსმეტიკაში, მედიცინაში.. ეს იაფი პროდუქტი უკვე მრავალი წლის განმავლობაში გვიმარტივებს საქმეს დიასახლისებს.

ამჯერად გადავწყვიტეთ, ამ საშუალების სახლის დასალაგებლად გამოყენების ხერხები გაგიზიაროთ. სოდით შეძლებთ ძველი ნივთების გათეთრებას, ჟანგისა და ნადების მოშორებას კაფელის ფილებიდან, ნიჟარის გაწმენდას და ა.შ.

როგორ გამოვიყენოთ სოდა

კაფელის ფილის, ნიჟარის, აბაზანისა და უნიტაზის გასაწმენდად, გამოიყენეთ ასეთი საშუალება: წყალში გახსნილი, ფაფისებრი კონსისტენციის სოდა გადაანაწილეთ დაბინძურებულ ზედაპირზე, დაელოდეთ, სანამ მასა გაშრება და მოწმინდეთ ღრუბლით, ჩამორეცხეთ ნარჩენები წყლით. ლაქები უკვალოდ გაქრება.

თუ ნადები ძალიან ძველია ან პირველ ჯერზე ვერ შეძელით მათი მოშორება, გაიმეორეთ პროცედურა. რეკომენდებულია ასეთი წმენდა რეგულარულად, ასე დაივიწყებთ არსებული პრობლემის შესახებ და უარს იტყვით ძვირადღირებულ მავნე ქიმიურ საშუალებებზეც.

ქსოვილების გასათეთრებლად, 5 ლ წყალში გახსენით 5 ს.კ. საკვები სოდა, დაუმატეთ 2 ს.კ. ნიშადურის სპირტი, მოათავსეთ ხსნარში გასათეთრებელი ნივთები, გააჩერეთ 4 საათით, რის შემდეგაც გარეცხეთ ჩვეულებრივად. თუ სიყვითლის მოცილება გსურთ, ჩალბობის შემდეგ ხარშეთ ნივთები 25 წუთით.

სოდისა და ძმრის შერევით, ჩვენ ვიღებთ გასაოცარ საშუალებას ნებისმიერი ზედაპირის გადასაწმენდად. მოაყარეთ სოდა დაბინძურებულ ზედაპირს, ჩაალბეთ ღრუბელი ძმარში და კარგად გახეხეთ.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული საშუალებები სავსებით უსაფრთხოა, მაინც გირჩევთ რეზინის ხელთათმანების გამოყენებას, რათა დაიცვათ ხელები გამოშრობისგან და არ გაიფუჭოთ მანიკური.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement