Connect with us

ყვავილები

ყვავილები ზამთრისთვის, რომლის გარეშეც ნაკვეთი უღიმღამოდ გამოიყურება

გაზაფხულზე, როცა ბაღში მუშაობას ბევრი დრო სჭირდება, 1–2 წლიანი ყვავილების დასარგავად დრო პრაქტიკულად არ რჩება. პრიორიტეტი ხომ სხვა საქმეს ენიჭება. სწორედ ამიტომ, ახლა საუკეთესო დროა დავფიქრდეთ, თუ რომელი ყვავილები დავრგოთ ზამთარში. ამ პერიოდში სხვა საქმეებისგან შეგიძლიათ დაისვენოთ და დრო ბაღს დაუთმოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ კარგი ბაღისა და კლუმბისთვის ნიადაგი მომზადებული უნდა გქონდეთ. ნიადაგი ყოველთვის მოვლილი და ნაყოფიერი უნდა იყოს. ასე, პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

რომელი ყვავილები დავრგოთ ზამთარში

ერთწლიანი ასტრა (Callistephus chinensis)

დაზამთრებამდე ასტრას დარგვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას სოკოვანი დაავადების მიღებით პრაქტიკულად არ რისკავს, რომლითაც, როგორც აღმოჩნდა, ძლიერ იტანჯება. გარდა ამისა, გაცილებით უფრო ადრე ყვავილდება, ვიდრე გაზაფხულზე დარგული.

ასტრას სჭირდება ფხვიერი ნიადაგი, ბაღის მზიანი ნაკვეთი.  წინა მცენარედ შეგიძლია ხავერდა ან გულყვითელა შეურჩიოთ, მაგრამ  არა ტიტა. ასევე აკრძალულია ახალი ნაკელით განაყოფიერება. სჯობს მაღაზიაში შეძენილი პრეპარატები გამოიყენოთ. თესლი 2 სმ სიღრმეში ჩარგეთ და ახალი მიწა მოაყარეთ. შესაძლებლობის მიხედვით მულჩირება გაუკეთეთ.

ფლოქსი დრუმონდი (Phlox Drummondii)

ამ ყვავილს ყინვაგამძლე თესლი აქვს და წინა საზამთრო დარგვისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ. აი, თესლიდან ამოსულ ნაზ, თხელ ღეროს ასეთი უნარი არ აქვს. სწორედ ამიტომ, თუ გაზაფხულზე დათბობა, შემდეგ ისევ ყინვებია მოსალოდნელი, სჯობს ახალგაზრდა მცენარე რაიმეთი დაფაროთ. მაგალითად, ცელოფან გადაფარებული ბოსტნეულის ყუთით.

თავად ყვავილები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა, რომელიც სწორი კომბინაციით ერთმანეთს კარგად ერწყმის. კლუმბზე ნამდვილი ცისარტყელა გაიზრდება, რომელიც თვალს ასიამოვნებს. 25 სმ–მდე სიმაღლის ბუჩქი იდეალურია ყვავილის მოწინავე პოზიციებისთვის. არსებობს მონოქრომული ვერსიებიც, ამიტომ მებაღის სხვადასხვა უპირატესობისთვის შესაფერისია.

ლავატერა (Lavatera)

ლავატერა ან როგორც უწოდებენ „ველური ვარდი“ ძალიან უპრეტენზიო, მაგრამ ლამაზი და ცნობილი ყვავილია. პრაქტიკულად, ნებისმიერ ადგილას იზრდება: კლუმბი, კონტეინერი, შიშველი ველი. იდეალურად უხდება მსუბუქი, ფხვიერი ნიადაგი და რაიმე სახის განათება. მინერალებით და სხვა მიკროელემენტებით გამოკვება მხოლოდ ძალიან ღარიბი მიწის შემთხვევაში სჭირდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მულჩირება გაუკეთოთ.

ლავატერას ნერგებს მიმაგრება არ სჭირდება. ველური ვარდი გვალვის მიმართ გამძლეა, მაგრამ ზოგჯერ მორწყვა მაინც სჭირდება. კვირაში ერთხელ ზრდასრულ მცენარეს და ცოტა უფრო ხშირად ახალგაზრდა მცენარეს. ლავატერას დაავადებები და მავნებლები იშვიათად აწუხებს, მაგრამ ბუგრების საწინააღმდეგოდ მებაღემ მაღაზიაში შეძენილი საშუალება უნდა მოამზადოს.

ლავანდა (Lavandula)

ყველაზე უპრეტენზიო ყვავილი ჩვენს ჩამონათვალში. საქმე იმაშია, რომ თუ მას გაზაფხულზე დარგავთ, ცოტა მეტი პრობლემა შეგექმნებათ. იმის გამო, რომ ლავანდას კარგად გასაზრდელად დაბალი ტემპერატურის გავლა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუმრობის გარეშე, რეკომენდებულია ცოტა ხნით მაცივარში შეინახოთ.

დასარგავად ნაყოფიერი, მშრალი მიწა შეარჩიეთ, რომელიც ქარისგან დაცული იქნება. მასში წყალი არ უნდა გუბდებოდეს და საკმარისი რაოდენობის მზის სინათლე უნდა ხვდებოდეს. თესლი 4 მმ სიღრმეში ჩარგეთ და ოდნავ ფხვიერი ქვიშა მოაყარეთ. აუცილებლად მულჩირება გაუკეთეთ. ყინვების დროს ნარგავებს თოვლი მოაყარეთ. თბილ ამინდში მცენარე ზომაზე მეტად არ მორწყათ. ნიადაგი სველი უნდა იყოს, მაგრამ არა დატბორილი.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მებაღეები ახლა ძალიან დაკავებულნი არ არიან და ცოტა დრო დარჩებათ იმისთვის, რომ ნაკვეთი ლამაზი და ფერადი ყვავილებით გააფორმონ. როგორც ხედავთ, ბევრი შრომა არ დაგჭირდებათ. ახლა თქვენი კლუმბი ახალი მცენარეებით და ლამაზი კომბინაციებით თავს მოიწონებს!

Advertisement
ყვავილები15 hours ago

იოდი გერანისთვის: როგორ გამოვიყენოთ უხვი ყვავილობისთვის

ტესტები15 hours ago

აირჩიეთ კარი რომელიც მოგწონთ და გაიგეთ რა მოხდება მალე

ჰოროსკოპი15 hours ago

ქალური და მამაკაცური ზოდიაქოს ნიშნები: ნახეთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გულქვა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ტესტები2 days ago

ის, რასაც პირველად დაინახავთ, გეტყვით, როგორ უმკლავდებით მარტოობას

ტესტები3 days ago

როგორი დიასახლისი ხართ? ამის შესახებ თქვენი წინსაფარი მოგვითხრობს

ჰოროსკოპი3 days ago

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი3 days ago

რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან გულწრფელობით და პატიოსნებით

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა დალიოთ თბილი, თაფლიანი წყალი გაღვიძებისთანავე

ჰოროსკოპი4 weeks ago

2020 წლის ნოემბერი – ცეცხლოვანი ღორის თვე. რას უნდა ელოდოთ ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

კულინარია4 weeks ago

ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ამ ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის ნოემბერში წარმატება ელოდებათ

ჰოროსკოპი4 days ago

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძლიერი ხარი კარდინალურ ცვლილებებს აჩუქებს

ჯანმრთელობა1 week ago

ვის არ ურჩევს მზრუნველი სპეციალისტი ხურმის ჭამას

ჰოროსკოპი4 weeks ago

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ნოემბერში წარმოუდგენლად გაუმართლებთ: ვასილისას პროგნოზი

ჰოროსკოპი4 weeks ago

პაველ გლობის ჰოროსკოპი 2020 წლის ნოემბრისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

დეკემბრის იღბლიანები: 4 ზოდიაქოს ნიშანს ყველაფერში გაუმართლებს

თავის მოვლა4 weeks ago

იაფი კოსმეტიკა, რომელთაც ჩვენ ზედაც არ ვუყურებთ, უცხოელები კი ყიდულობენ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ თაიგული და წაიკითხეთ კვირის შეტყობინება

ტრენდული