სახლი და დიზაინი
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
მაგალითად, ევროპაში ხშირად ნახავთ სახლს ყოველგვარი ღობის გარეშე. სადღაც ავტობანით მიდიხართ და იდეალურ სურათს უყურებთ: მწვანე გაზონები, მოვლილი პირუტყვი და ლამაზი სახლები. რა ღობე მეზობლებს შორის? ყველაფერი ლამაზი და ზღაპრულია. ხშირად ჩვენები კითხულობენ, რატომ არ შეიძლება ჩვენთან ასე?
სინამდვილეში, არანაირი პრობლემა არ არსებობს – თუ არ გსურთ სახლის შემოღებვა, თქვენი ნებაა. Alltime.ge–ს რედაქციას მიაჩნია, რომ ჩვენთან ღობის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება და ამის ობიექტური მიზეზები არსებობს. გაეცანით, იქნებ დაგვეთანხმოთ?
ღობე მეზობლებისგან გამოსაყოფად
აქ, ბევრი რამ შინაგან განწყობასა და მენტალიტეტზეა დამოკიდებული. მაგალითად, აიღეთ ჩვეულებრივი სასამართლო საქმე – აქ, მეზობელმა სხვას მიწის ნაკვეთი ჩამოაჭრა, იქ ნაკვეთი არასწორად მონიშნეს და ავტოფარეხი დააყენეს და ა.შ. საქმე ამაშიც არაა. აი, რისთვის არის საჭირო კარგი ღობე.
1. ძაღლები
და მათი მფლობელები. საქმე იმაშია, რომ ამ მხრივ არანაირი კულტურა არ გვაქვს. მეპატრონეები ძაღლებს მეზობლის ჭიშკართან ასეირნებენ და შემდეგ გაწმენდაზეც თავს არ იწუხებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ღობე საერთოდ არაა – რამდენად სწრაფად დაბინძურდება თქვენი ტერიტორია?
2. პარკინგი
ამ მხრივაც ყველაფერი რიგზე არაა – სხვადასხვა ადგილას ავტომობილის გაჩერებას მიჩვეულნი არიან, ნიშნებს ყურადღებასაც არ აქცევენ. მარტივად შეუძლიათ ეზოში შესასვლელი ჩაგიკეტონ, წავიდნენ და ტელეფონის ნომრის დატოვებაზეც თავი არ შეიწუხონ. ღობე თუ არ იქნება, ტერიტორია უბრალოდ მანქანებით გაივსება – ღობე არაა, ე.ი. მიწა არავისაა. მიდი და დამტკიცება სცადეთ.
3. მიწის აყრა
პარკირება კარგი, მაგრამ ვიწრო ქუჩების და ნაკლებად მყარი ზედაპირის პირობებში მძღოლები გზის პირს უყოყმანოდ გადადიან. 1–2–ჯერ ასე და უკვე ნაკვალევია, რომელიც თანდათან ფართოვდება, სანამ თქვენი კლუმბიდან არაფერი დარჩება. ასე რომ ღობის გარეშე არ შეიძლება.
4. თაღლითები
ღობეს სხვადასხვა ხალხის შეჩერება შეუძლია. როცა სახლი დაცული არაა, მუდმივად ვიღაცასთან ურთიერთობა გიწევთ. ხან ბოშასთან, რომელიც რაღაცას ითხოვს, ხან გამყიდველთან, რომელიც ცდილობს უსარგებლო ნივთი მოგყიდოთ, ან რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომელიც ცდილობენ ღმერთზე დაგელაპარაკონ. ასე მოსვენება არაა.
5. დასვენება
ღობის გარეშე საკუთარ ეზოში სათანადოდ დასვენებას ვერ შეძლებთ. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბევრი ცნობისმოყვარე მზერა არ მოგასვენებთ. მაგრამ ასეთი ხალხი ვართ. გვერდზე ჩავლა რთულია, აუცილებლად უნდა შეშურდეს, ასწავლოს, რჩევა მისცეს, რომელსაც არავინ ითხოვს. ასეთი პიკნიკი რთული წარმოსადგენია. იქნებ, უბრალოდ მე ვარ ასეთი ადამიანი, არასტუმართმოყვარე.
რედაქციისგან
აუცილებლად მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ და ღირს თუ არა ღობეზე უარის თქმა, როგორც ამას აშშ–ში ან ევროპაში აკეთებენ. კიდევ რას იტყვით ღობის დასაცავად თუ ემხრობით იდეას, რომ არანაირი ბარიერი საჭირო არაა? თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ.
პირადად, მე მეზობლებისგან გამოსაყოფად ღობეს დავტოვებდი. როგორც ამბობენ, ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა, ამიტომ დამატებითი დაცვა ზედმეტი ნამდვილად არაა.