ჯანმრთელობა
ღვიძლის წმენდის 14 დღიანი პროგრამა მარტივი, იაფი და უვნებელი მედიკამენტით
ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები აბარია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი სათანადო მოვლა და გაწმენდა. დღეს გთავაზობთ ღვიძლის გაწმენდის 14-დღიან პროგრამას ალახოლის აბების გამოყენებით, რომელიც ასე გამოიყურება:
- პირველი დღე – 1 აბი დღეში სამჯერ
- 2 აბი დღეში სამჯერ
- 3 აბი დღეში სამჯერ
- 4 აბი დღეში სამჯერ
- 5 აბი დღეში სამჯერ
- 6 აბი დღეში სამჯერ
- 7 აბი დღეში სამჯერ
- 7 აბი დღეში სამჯერ
- 6 აბი დღეში სამჯერ
- 5 აბი დღეში სამჯერ
- 4 აბი დღეში სამჯერ
- 3 აბი დღეში სამჯერ
- 2 აბი დღეში სამჯერ
- 1 აბი დღეში სამჯერ
ალახოლი მხოლოდ და მხოლოდ ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ. ამასთან, ჭამაში იგულისხმება საკვების მცირე რაოდენობის მიღება. სანამ აბებს დელვდეთ, საკმარისია 1 ვაშლის, ბანანის ან ბუტერბროდის მირთმევა. არ შეიძლება ალახოლის მიღება მშიერ კუჭზე, რომელშიც საკვები საერთოდ არაა. აღნიშნული მოთხოვნა იმასთანაა დაკავშირებული, რომ პრეპარატი აძლიერებს კუჭში მარილმჟავას გამოყოფას. ანუ, თუ კუჭში საკვები არ იქნება, გამოყოფილი მჟავა დააზიანებს კუჭის ლორწოვანს, რაც წყლულოვანი დაავადების გამოწვევის საფრთხეს ქმნის.
სწორედ საკვების გადამუშავების გაუმჯობესებითა და ტოქსინების მოშორებით ხდება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია, შედეგად კი სხეულის მასაც მცირდება.
ალახოლის აბები მცენარეული წარმოშობის ნაღველმდენი პრეპარატია, რომელიც არეგულირებს ნაღვლის გამოყოფის პროცესს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ამცირებს ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის რისკს.
ღვიძლზე დადებითი გავლენის გარდა, პრეპარატი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ამცირებს ლპობით და მამჟავებელ პროცესებს, რის ხარჯზეც გაშორებთ ყაბზობასა და მეტეორიზმს.
ალახოლი გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა:
- ჰეპატიტი;
- ქოლანგიტი;
- ქოლეცისტიტი;
- სანაღვლე გზების დისკინეზია;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- ყაბზობა;
- ნაღველზე ან სანაღვლე გზებზე ქირურგიული ჩარევების შემდგომი პერიოდი.
კურსის მეშვიდე დღეს მოიმზადეთ ნაწლავების გამწმენდი “კოქტეილი”:
1 ჩ.კ. 10-გრამიანი მაგნიუმის სულფატი გახსენით სუფთა წყალში და შეურიეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენს. გახსენით მასა 100 მლ წყალში და დალიეთ საწრუპავის გამოყენებით. ღამის 12-დან დილის 9-მდე მშვიდად გეძინებათ, დღის განმავლობაში კი ელოდეთ კუჭის მოქმედებას ოთხჯერ.