Connect with us

ჯანმრთელობა

“ქლოროფილიტი” – ყველაზე იაფი ელექსირი. დროით დამოწმებული 15 უებარი რეცეპტი

ბავშვობაში ჩემი ყოველი გაციება ან ორი კვირით იწელებოდა, ან საავადმყოფოში მოთავსებით სრულდებოდა. რამდენი ანტიბიოტიკი ჩამიყლაპავს… ნემსები, მუდმივი გამოკვლევები, წამლები და სავლებები – ასე ჩაიარა ჩემმა ბავშვობამ.

ასაკთან ერთად, გამოკვლევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა გავთხოვდი. დედამთილმა, ჩემს დილისა და საღამოს რიტუალების შემხედვარემ, მომიტანა ფირუზისფერი ხსნარით სავსე ბოთლი და მითხრა: “სცადე და სამ დღეში უკეთ გახდები”. მეც ვცადე და, აი, რას გეტყვით, ძვირფასო მკითხველო – მადლობა ჩემს დედამთილს შესანიშნავი ქმრისა და იმისათვის, რომ მასწავლა “ქლოროფილიპტის” სპირტხსნარის გამოყენება.

ქლოროფილიპტის ხსნარი

მას შემდეგ, რაც ეს იაფფასიანი საშუალება ჩვენს აფთიაქებშიც გაჩნდა, მას ფირუზისფერ სასწაულს ვეძახით. წამლის ეფექტურობა შემოწმებულია არაერთხელ და არამხოლოდ ყელისა და პირის ღრუს დაავადებების დროს. ნატურალური ანტიბიოტიკი იდეალურად უმკლავდება დაჩირქებულ ჭრილობებს, ფურუნკულებსა და გამონაყარს. ზაფულშიც კი გამოგადგებათ მომატებულ ოფლიანობასთან და სპეციფიკურ სუნთან ბრძოლაში.

დღეს ჩვენ მოგიყვებით რთული ორგანული პრეპარატის შესახებ, რომელიც ევკალიპტისა და ქლოროფილის ნარევს შეიცავს. მრავალპროფილური ქლოროფილიპტი დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში.

ქლოროფილიპტი – ნატურალური ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც აქტიურია Staphylococcus ოჯახის ბაქტერიებთან მიმართებაში. ფარმაკოლოგიაში მას ანტისეპტიკებს მიაკუთვნებენ. არსებობს წამლის შემდეგი ფორმები: 1%-იანი სპირტხსნარი, 2%-იანი ზეთოვანი ხსნარი, საწუწნი აბები და სპრეი.

თვითონ დასახელება პრეპარატის ნატურალურობაზე მიუთითებს: შემადგენლობაში შედის მცენარე ქლოროფილისა და ევკალიპტის პიგმენტები. უნიკალური ანთებისსაწინააღმდეგო თვისების წყალობით, ევკალიპტი მედიცინაში ბუნებრივი ანტიბიოტიკის სახელითაა ცნობილი. ქლოროფილიპტში გამოყენებულია მცენარის ექსტრაქტი და დამხმარე საშუალებები(სპირტი, ზეთი და სხვა).

რამდენადაც პრეპარატი მცენარეულია, შესაძლო გვერდითი მოვლენებია სიწითლე, გამონაყარი, ქავილი და წვის შეგრძნება(აბების დაწუწნვის შემდეგ). ალერგიის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობიარობაზე. წამლის შინაგანად მიღებამდე კი გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

როგორ გამოვიყენოთ “ქლოროფილიპტი”

1. ყელის ტკივილი, მრდ, ფარინგიტი

1 ს.კ. სპირტხსნარი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ ამ მასით ყელი დღეში 4-5ჯერ, საკვების მიღებამდე ინტერვალებში. გამოვლებასთან ერთად, შეგიძლიათ საწუწნი აბებიც გამოიყენოთ.

2. სურდო

ბამბის მილაკი, ქლოროფილიპტის ზეთოვან ხსნარში ჩალბობილი, მოითავსეთ ნესტოში 10-15 წუთით.  გაიმეორეთ პროცედურა სრულ შვებამდე.

3. ოქროსფერი სტაფილოკოკი

თუ ხახისა და ცხვირის ღრუში Staphylococcus ოჯახის ბაქტერია გყავთ(სპეციალური ანალიზისა და დიაგნოზის მიხედვით), ნუ იჩქარებთ ანტიბიოტიკების მიღებას. წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი ბაქტერიოფაგების გარკვეული ჯგუფის მიმართ მგრძნობელობაზე. სანამ შედეგს ელოდებით, ჩაიწვეთეთ ცხვირში 2-3 წვეთი ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი და გამოივლეთ ყელიც.

4. აკნე

სპირტხსნარში ჩალბობილი ბამბის ჩხირით მოიწვით გამონაყარის კერები.

5. სტომატიტი, ღრძილების ანთება, ჰერპესი

გამოივლეთ ყელი შემდეგი ხსნარით: 1 ჩ.კ. სოდა და 1 ჩ.კ. სპირტხსნარი მოათავსეთ 1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ პირის ღრუ მაქსიმალურად ხშირად, აუცილებლად ჭამის შემდეგ. ჰერპესი ტუჩზე მიიწვით სპირტხსნარით.

6. ნახეთქები ქუსლებზე

საღამოს ჩაილბეთ ფეხები სოდიან აბაზანაში. შეძლებისდაგვარად გაიცალეთ გამაგრებული კანი ქუსლებიდან, გაიმშრალეთ ტერფები და დაიდეთ მთელი ღამით ზეთოვანი ხსნარის კომპრესი. სახვევის ზემოდან ჩაიცვით თბილი წინდები.

7. გამრუდებული ძვალი ფეხის დიდ თითზე და ქუსლის დეზი

შეურიეთ 3 მლ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი და 1მლ დიმექსიდი. ჩაალბეთ ხსნარში რამდენიმეჯერ გადაკეცილი ბინტი ან ბამბის ქსოვილი და მიიდეთ ფეხზე. ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პაკეტი, დაიმაგრეთ სახვევით და ჩაიცვით აუცილებლად შალის წინდები. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ტკივილი არ გაქრება.

8. ანტიბაქტერიული საპონი

2 ს.კ. ზეთოვანი ხსნარი შეურიეთ დამდნარ საპონს(იყიდება სპეციალურ მაღაზიებში). გადაასხით მასა სილიკონის ფორმაში და აცალეთ გაგრილება.

9. ჭარბოფლიანობა

3 ს.კ. სპირტხსნარი, 1 ს.კ. სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 150 მლ თბილი წყალი შეურიეთ. მიღებული მასა წაისვით იღლიების არეში და აცადეთ გაშრობა. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. უკვე 1 კვირაში შენიშნავთ, რომ ოფლიანობა გაქრა, უსიამოვნო სუნიც თან გაიყოლა.

10. ტერფის სოკო

ჩაიტარეთ თბილი აბაზანის პროცედურები სპირტხსნარით. პროცედურის შემდეგ, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე ჩაის ხის ზეთი.

ქლოროფილიპტი არაჩვეულებრივი, იაფი, უსაფრთხო და ნატურალური საშუალებაა. მისი გამოყენება საკმაოდ ფართო სპექტრში შეიძლება.

თქვენ თუ გამოგიყენებიათ ეს ხსნარი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.