Connect with us

სხვა

ქვისგან დამზადებული ამულეტები მეგობრებისთვის, თეთრი მეტალის ხარის წელში იღბლის და სიმშვიდის მოსაზიდად

როდესაც გავიგე, რომ პინგვინი სიმპათიის ნიშნად თავის წყვლის ქვას ჩუქნის და შედეგ აღარასდროს შორდებიან – აღფრთოვანებული დავრჩი, სასიამოვნოა, იმის ცოდნა, რომ რომანტიკა ბუნების სხვა ქმნილებებშიც არის. მეგონა, ადამიანს ქვის ან კენჭის ჩუქებით ნამდვილად ვერ გაახარებდი სანამ ერთ-ერთი YouTube არხი არ ვიპოვე რომელზეც ქვისგან შესანიშნავ ნაკეთობებს ამზადებენ.

ქვის ნაკეთობები

სახლის ინტერიერის ნივთს გააკეთებთ თუ ქვის სამკაულის თქვენი არჩევანია. ასეთი ხელსაქმე ბავშვებთან ერთად საკმაოდ საინტერესო გასართობი იქნება. 2021 წელი თეთრი ხარის წელია, ის მიწის სიმბოლო გახლავთ და მსგავსი საჩუქარი სიმშვიდისა და იღბლის სიმბოლო იქნება.

მნიშნელოა არ აქვს ქვა ძვირფასია თუ არა, მას მავთული შემოახვიეტ და მაკრამე მოქსოვეთ. ყველაფერი ზღაპრულად გამოიყურება მაგრამ ყველას არ გამოსდისრთული ტექნიკის შესრულება. ახლა მოგითხრობთ ძალიან მარტივი მაგრამ არასაინტერესო ტექნიკის შესახებ, რომელსაც ბავშვიც გაუმკლავდება.

როგორ გავაკეთოთ ქვის ამულეტი

აიღეთ 2 ქვა, აუცილებელი არაა ისინი ერთნაირი ფორმის იყვნენ. დაგჭირდებათ პინცეტი, მაკრატელი და ძაფი, ძაფის მატერია თავად შეარჩიეთ, შეგიძიათ ტყავიც გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • ქვა
  • ტყავის თასმა
  • პინცეტი
  • საკანცელარიო დანა

1. თასმა ორად გადაკეცეთ და ქვას დაადეთ. თასმის მეორ ნაწილი მასში გაატრეთ. პინცეტის ეშვეობით კი კუთხეები შეუსწორეთ. თასმის კიდეები შეგიძლიათ წებოვანი ლენტით დააფიქსიროთ.

2. თასმა კარგად მოჭიმეთ და ქვემოდან გადააჯვარედინეთ. შემდეგ კი მეორე მხრიდან შემატარეთ, მიიღებთ ჯვრის ფორმას

3. კიდევ ერთხელ, ამჯერად წინა ხარეს შემოახვიეთ თასმა და პინცეტის მეშვეობით თასმის შემოხვეულ ნაწილში ამოატარეთ. თასმა ისევ უკან გადაიტანეთ.

4. ქვის უკანა მხარეს თასმა ორი პარალელური ხაზის მსგავსად იქნება დახვეული.თასმა მანამდე უნდა დაახვიოთ სანამ არ დასრულდება ან სანამ ლამაზ ნახაზს არ მიიღებთ.

5. თუ თასმა არასწორად დაეხვა, პინცეტის მეშვეობით გაასწორეთ.

6. თასმის ნარჩენები საკანცელარიო დანით გადაჭერით და ქვის უკანა მხარეს შემალეთ.

ამ და კიდევს სხვა ბევრი ტექნიკის შემსწავლელი ვიდეო შეგიძლიათ იუთუბ არხზე: Aurapim Vorasopan-ზე იხილოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement