Connect with us

მოდა და სტილი

ქალმა საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ჩაიცვათ 50 წლის შემდეგ

ბავშვობიდან გვესმის, რომ ტანსაცმელი ადამიანს ალამაზებს. სწორად შერჩეულ გარდერობს შეუძლია გაქციოთ საქმიან ქალად, ვნებიან ლამაზმანად ან ქალურობის იდეალად. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად გონივრულია ტანსაცმელი ამა თუ იმ ასაკში. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა 50 წლის შემდეგ ისე, რომ ელეგანტურად და მოდურად გამოიყურებოდეს.

იულია ვისოცკის გადაცემების და ჯულია ჩაილდის შესახებ ფილმების შთაგონებით შეგვიძლია მათ გარეგნობაზე დავფიქრდეთ. როგორ ახერხებს კულინარიის გურუ ცომით ხელში ყოველთვის ქალურად გამოიყურებოდეს, თუნდაც ჟურნალის გარე ყდაზე? დღეს მათი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოებებს გაგიზიარებთ.

როგორ უნდა ჩაიცვას ზრდასრულმა ქალმა

საიდუმლო მარტივია: ყველაზე მარტივი არჩევანია ქეჟუალის სტილის შერჩევა, რომელიც დახვეწილ სიმარტივეს და პრაქტიკულობას აერთიანებს. როგორც დიზაინის მიმართულება ევროპაში მე–20 საუკუნეში გამოჩნდა, რომ ხალხი ოფიციალური სტილისგან გათავისუფლებულიყო. მაშინ ელეგანტური ელემენტების სიმრავლემ უკან დაიხია.

უნდა ითქვას, რომ ქეჟუალის სტილში გარდერობის შერჩევა ისეთივე მარტივია, როგორც რთული. მასში სხვადასხვა ბრენდის, ფერის და ელემენტის შეხამება შეიძლება, რაც თქვენს გემოვნებაზე უფრო ბევრ რამეს ამბობს. გიზიარებთ ფაქტებს რამდენიმე ძირითად ნივთზე, რომლებიც 50 წლის ქალის გარდერობში ყოველთვის უნდა იყოს.

ჯინსები

ის, რაც ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ. აშშ–ს პრეზიდენტის ცოლიც ჯინსებით აღფრთოვანებულია. არადა მელანია უკვე მეექვსე ათეულშია! ჯინსის შარვალი უნდა გქონდეთ ბევრი, მაგრამ ფორმების შესაფერისი. ცნობილია, რომ თითოეულ ადამიანს გარკვეული ფასონი უხდება. ის რეგულარულად უნდა განაახლოთ და ცივ ცისფერთან ნივთების შეხამება უნდა ისწავლოთ. პასტელური ან უბრალოდ ღია ფერის ნივთები შესანიშნავად გამოგადგებათ.

თეთრი ბოტასები

თეთრი ფერის კეტები ან ბოტასები უნივერსალურ ფეხსაცმლად ითვლება. მისი ჩაცმა კაბასთან ან სპორტულ შარვალთან არ შეგრცხვებათ. თეთრი ფეხსაცმელი დაბალ ძირზე ყოველთვის მოდურად გამოიყურება – ბოტასები გამონაკლისი არაა.

თეთრი ფერის მაისური

თეთრი ფერის მაისური პრინტების, ნახატების და ნაქარგების გარეშე. მაქსიმუმ, შეგიძლიათ შეგიძლიათ მოიძიოთ საინტერესოდ აჭრილი მაისური ან ყურადღება ქსოვილს მიაქციოთ. სხვა მხრივ, თეთრი მაისური ასაკის მიუხედავად ნებისმიერი ქალის გარდერობში უნდა იყოს.

პერანგები

არა ბლუზი, არამედ პერანგი (მათ შორის კაბა–პერანგი). ეს შეიძლება იყოს ლაკონური ზოლები, ერთფეროვანი ან ოდნავ ტომარა ფასონი. მთავარია, მასში თავი კომფორტულად იგრძნოთ. ასეთი გარდერობის ელემენტი ოფისშიც და წვეულებაზეც კარგად გამოიყურება.

ფერადი ელემენტები

ბოლო (და ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი) – ფერადი პალიტრის სწორად შერჩევის უნარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერ ჭრელს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამასთან, შავ–თეთრი სტილი ყველას არ უხდება. ჩვენი რეკომენდაციაა – აქსესუარები, რომლებიც შეიძლება ფერადი ელემენტი გახდეს. ზოგჯერ ჭრელი თავსაბურიც შეიძლება დიდებული შენაძენი გახდეს, თუ ღია ფერის ჩარჩოს მქონე სათვალეს სწორად შეუხამებთ.

ქეჟუალი – სტილი, რომელიც ყოველთვის გონივრულია. მისი ხელმისაწვომობა უნდა დააფასოთ. ოფიციალური სტილისგან განსხვავებით შეგიძლიათ აქ სხვადასხვა ფასთა კატეგორიას შეხვდეთ. ბამბის თეთრი მაისურის გამო არავინ გაგკიცხავთ, თუ ის ტანზე კარგად მოგერგოთ. შთაგონებას და ბევრ ახალ იდეას გისურვებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.