Connect with us

ჰოროსკოპი

ქალთევზა თუ ყინულის დედოფალი: ვინ ხართ ანდერსენის ზღაპრებში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დეკემბერი დადგა და უკვე სადღესასწაულო განწყობა იგრძნობდა. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, ვინ იყვნენ ზოდიაქოს ნიშნები ჰანს კრისტიან ანდერსენის ძველ, კეთილ ზღაპრებში.

თხის რქა – უდრეკი კალის ჯარისკაცი

როგორც გახსოვთ, კალის ჯარისკაცს ცალი ფეხი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, რომ მყარად დამდგარიყო. „დაივიწყეთ, იცეკვეთ!“ – აი თხის რქის ცხოვრებისეული დევიზი. ჯარისკაცისგან განსხვავებით, რომელსაც მთელი ზღაპრის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ერთი დამოუკიდებელი მოძრაობაც არ შეუსრულებია, თხის რქას სასურველს არა მარტო გამძლეობით და თავმდაბლობით აღწევს. რა თქმა უნდა, ზღაპრის დასასრული თხის რქისთვის ზედმეტად რომანტიკულია. თხის რქა ის კალა არაა, რომლისგანაც ჯარისკაცებს აკეთებენ, არამედ ის კალაა, რომელიც მეთოდურად, დაჯინებით და მუდმივად საყელოში გწვდებათ.

მერწყული – ყაჩაღის პატარა ასული

როგორც მოგეხსენებათ, უფრო მარტივია მერწყული მოკლათ, ვიდრე სხვისი წესებით ცხოვრება აიძულოთ. მერწყული არაფერს შეცვლის მაშინაც კი, თუ ამის შემდეგ ბასრ ხანჯალთან ჩახუტებულს ძილი მოუწევს, მეორე მხრივ, თუ თქვენ ეს არ მოგწონთ, მაგრამ მერწყულს გულწრფელად შეუყვარდით, ეცდება, ყოველთვის მის გვერდით იყოთ. თუმცა, როგორც ბაბუა ანდერსენმა გვიანდერძა, არავის დაჩაგრავს.

თევზები – ასანთის გამყიდველი გოგონა

ანდერსენის ყველაზე საშინელი ზღაპარი, რომლითაც 5-95 წლის ასაკის გოგოები შეგიძლიათ დღემდე შეაშინოთ: უბედური ბავშვი ღამით ქუჩაში ნელ-ნელა იყინება, თან სადღესასწაულო ნაძვის ხეზე ოცნებობს და კეთილ ბებიას იხსენებს. ცხვირსახოცები და ნიშადურის სპირტი ამოიღეთ! თევზი ხომ ტანჯვისთვის არის შექმნილი, როგორც ჩიტი ფრენისთვის. ის ნებისმიერ ადამიანს ცრემლების ღვრას და ტანჯვას აიძულებს. სამყაროს არასრულყოფილების გამო სასოწარკვეთაში ხშირად ვარდება. ზოგადად, ზღაპარი კეთილია და ავტორის ჩანაფიქრით უბედური ასანთის გამყიდველი გოგონა სამოთხეში მოხვდა, სადაც მისი ტანჯვა დასრულდა. თევზებისთვის საკმარისია, რომ შინაგან სამყაროში ჩაიძირონ (საიდანაც, იშვიათად ამოდის). ასე რომ იცოდეთ: სანამ თქვენ ტირით, თევზი სიამოვნებას იღებს.

ვერძი – მეღორე

ვერძის უარყოფა არასდროს შეიძლება. მაშინაც კი, თუ გამოყენებულ ჩაის პაკეტს მთელი წრფელი გულით გაძლევთ. სჯობს მის მიმართ მადლიერება გამოხატოთ, ტაში დაუკრათ, კისერზე ჩამოეკიდოთ და აღფრთოვანება გამოხატოთ. ასე ვერძი თქვენს მიმართ უფრო მეტ სიკეთეს გამოიჩენს და საერთოდ თქვენთვის ღვიძლს გაიღებს. თუ ვერძს შეურაცხყოფას მიაყენებთ, საჩუქრებს წაგართმევთ, მკაცრად სამაგიეროს გადაგიხდით და სულელ მეღორედ გარდაიქმნება. ჩვენი ჯადოსნური ბურთი ამბობს, რომ ეს ვერძის ჭეშმარიტი სახეა, მაგრამ არ იჩქაროთ. რა იცით, პრინცესა ამ ზღაპრიდან არავის სურს.

კურო – ცეროდენა

კუროს ტკბილი ცხოვრება არ აქვს: მზრუნველი დედის კალთას ძლივს მოშორდა, მაგრამ მას საკუთარ თავზე შეყვარებული ხოჭოები, ძუნწი თხუნელები და გომბეშოები თავს აბეზრებენ. რატომ? ყველა ხვდება, რომ კურო – მომგებიანი პარტიაა! არა იმიტომ, რომ ცოტას ჭამს და ოჯახის ბიუჯეტზე ეკონომიას აკეთებს (ანდერსენი მაინც მეზღაპრეა!). ნებისმიერ გომბეშოს გაუმართლებს, თუ კურო აირჩევს, რადგან კურო მასზე ისე იზრუნებს, როგორც მერცხალზე და არ მიატოვებს, სანამ ის არ აფრინდება. მეორე საქმეა, რომ კუროსთან დაბადებიდან მცოცავიც კი ფრენას დაიწყებს, მაგრამ ხოჭოები, თხუნელები და გომბეშოები ვერ ხვდებიან, თუ ამის მისაღწევად რა მეთოდებს იყენებს. საერთოდ, მშვენიერ პრინცს უკვე გაბოროტებული, დაღლილი და საკუთარი ფორმით უკმაყოფილო კურო ხვდება, მაგრამ ის მაინც კმაყოფილია, რადგან სულელი არაა: გახსოვდეთ – მერცხალი!

ტყუპები – ქალთევზა

ანდერსენმა ქალთევზას ისტორია უკვდავი ადამიანის სულის ღირებულების საჩვენებლად დაწერა. სტუდია „დისნეიმ“ კი მისგან სასიყვარული ზღაპარი კეთილი დასასრულით შექმნა. ერთიც და მეორეც მტკნარი სიცრუეა: ეს ზღაპარი ტყუპების დაუღალავი ბუნების შესახებაა, რომელიც ჭეშმარიტი მიზნის მისაღწევად მზადაა ხმა გაიღოს და ბასრ ხმლებზე გაიაროს –  მისთვის განკუთვნილი დრო უფრო მრავალფეროვანი რომ გახადოს. ასე რომ, კუდის ფეხით, ხოლო ფეხის – ზღვის ქაფით შეცვლა ტყუპებისთვის ნორმალური და ბუნებრივი ცხოვრებისეული სცენარია. აი, ფინალი როგორც ანდერსენის ზღაპარში, ასევე მულტფილმში თითიდან გამოწოვილია. ტყუპები არც გათხოვებას და არც სამოთხეში მოხვედრას არ აპირებს, რადგან როგორც თვითმხილველები ამბობენ, აქ არაფერი საინტერესო არ ახდება. სამაგიეროდ, ზღვის ქაფიდან შეგიძლიათ ერთ ლამაზ ქალღმერთად გადაიქცეთ და თქვენს ირგვლივ გართობა და მსხვერპლშეწირვა დაიწყება. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

კირჩხიბი – ელიზა, „გარეული გედი“

ვისაც წაკითხული არ აქვს, შეგახსენებთ: ბოროტმა დედინაცვალმა ელიზას ძმები გედებად აქცია. ოჯახის გადასარჩენად ელიზას ჭინჭრისგან პერანგები უნდა მოექსოვა და სანამ არ დაასრულებდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო. ამის გამო მას ჯადოქარი უწოდეს და მის ცეცხლზე დაწვას აპირებდნენ. საკმაოდ ყურადსაღები ისტორია, რომელსაც არავითარი აზრი არ გააჩნია, რადგან გაჩუმდე მაშინ, როცა ეშაფოტზე აყავხართ, მხოლოდ კირჩხიბს შეუძლია. უფრო მეტიც, კირჩხიბი სიამოვნებით გაჩუმდება, რადგან ამ ხალხისთვის სიმართლის განმარტება მისთვის ღირსების შელახვას ნიშნავს. საერთოდ, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში გაჩუმება კირჩხიბის საყვარელი ტაქტიკაა. თავის სათქმელს შემდეგ იტყვის. მით უმეტეს ახლა კირჩხიბს 11 ერთგული მსმენელი ჰყავს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე მის მიმართ დავალებულნი არიან.

ლომი – პრინცესა მუხუდოს მარცვალზე

ეს ზღაპარი გვასწავლის, რომ რითაც არ უნდა შენიღბოთ ადამიანის ჭეშმარიტ არსს ვერ დამალავთ. თუ პრინცესა ნამდვილია, ის ძონძებშიც კი პრინცესად დარჩება. განგიმარტავთ: ეს იმიტომ, რომ ზღაპარი სიცრუეა. ნამდვილი ლომი, რომელსაც ბებრუხანამ ათეული ლეიბის ქვეშ ბარდა დაუდო, არ დაიჩივლებდა, რომ მთელი სხეული ტკიოდა. რა თქმა უნდა, ეტკინებოდა, რადგან ლომი მცირე დისკომფორტის გამოც კი ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, არამედ ბარდის წვნიანში იმ ბებრუხანას ციანიდის კალიუმს დაუმატებდა. ნამდვილი ლომი ასე ექცევა ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ის ნამდვილი პრინცესაა.

ქალწული – ოლე ლუკოიე

თუ ვინმე ანდერსენის ზღაპრების ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟების რეიტინგს შეადგენს, ოლე ლუკოიე ნამდვილად პირველ ადგილს დაიკავებს. ამასთან, პრინციპში არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, უბრალოდ მძინარეების თავზე თავის საზიზღარ ჯადოსნურ ქოლგებს შლის: ვინც კარგად იქცეოდა, სურათებიანი ქოლგა და კეთილი სიზმრები შეხვდება, ხოლო  თუ ცუდად იქცეოდა, შავი ქოლგა და კოშმარი სიზმარი მოუწევს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ლუკოიეს განსჯის უფლება არავინ მისცა, სწორედ ასეთი გრძნობა აქვთ ქალწულის ირგვლივ მყოფ ხალხს, რომელიც სხვების ქცევას თავისი მანერით აფასებს და განაჩენი გამოაქვთ. განსაკუთრებით ნერვების მომშლელია ის, რომ ეს ამაზრზენი ქალწულები ყოველთვის მართლები არიან.

სასწორი – იხვის ჭუკი

„მინდა, შემიძლია, ეს ზუსტად ისაა?“ – კითხვები, რომლებიც სასწორს დაბადებისთანავე აწუხებს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს თუ სად გაუშვებთ, ბოროტი გარეული იხვის როლს თავადაც შესანიშნავად შეასრულებს. თუმცა ეს მაინც საბავშვო ზღაპარია, სადაც გმირები აბსოლუტურად დადებითად იტანჯებიან, რასაც სასწორის ზღაპარზე ვერ ვიტყვით. იმ გაგებით, რომ საწყალი იხვის ჭუკი ვერ ხვდებოდა, რომ ის მშვენიერი გედია, ხოლო სასწორი ამას შესანისნავად ხვდება. ამასთან რაც უფრო მკაფიოდ ხვდება, საწყალი ობლის როლს მით უფრო გულმოდგინედ ასრულებს. ასე გედად გადაქცევის ფინალური ეტაპი უფრო ბრწყინვალე იქნება და მეორეც, თქვენს წინაშე დამნაშავე იხვების ყოლა ყოველთვის სასარგებლოა.

მორიელი – ყინულის დედოფალი

ჩვენი ბავშვობის მთავარი საიდუმლო – მშვენიერ და ყოვლისშემძლე ყინულის დედოფალს პატარა თავხედი რაში დასჭირდა? გერდა მის გადასარჩენად რატომ წავიდა, გვესმის – ჩვენ, გოგოები, ხომ კეთილები ვართ. თუმცა ყინულის დარბაზებში მისი წაყვანა რა საჭირო იყო, რა ღირებულება აქვს? იგივე კითხვა მორიელის მიმართ გვიჩნდება, როცა მორიგ გულუბრყვილო სულელს ითრევენ, რომელიც ნებაყოფლობით ვარდისფერი სათვალის მინას თვალში იდებს. ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. შესაძლოა, მორიელს ართობს, თუ ეს უბედური როგორ ცდილობს სიტყვა „ბედნიერების“ აწყობას. შესაძლოა, მორიელს სჯერა, რომ ვიღაც ნამდვილად შეძლებს. ასე დიდი ფულით ცირკში მის ჩვენებას შეძლებს, როგორც ტონი რობინსი.

მშვილდოსანი – ჯარისკაცი, „ტალკვესი“

მშვილდოსნის მთავარი თვისება არის გასაოცარი გველის პერანგი, რომელსაც ყველა დაუმსახურებულ იღბალს უწოდებს. თავად მშვილდოსანს იღბლის არ სჯერა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ხუთი მოხუცი – რუპია, ხოლო ერთი ჯადოქარი – ჯადოსნური ფლიტი, რომელიც ნებისმიერი ფორმის და მოცულობის ნივთს მიაწვდის (მათ შორის პრინცესა). საერთოდ, მშვილდოსანი როგორღაც წარმატებას აღწევს: კარგად ანაზღაურებად, მაგრამ ერთჯერად პროექტსა და ფართო პერსპექტივებაზე სწორ არჩევანს აკეთებს.