Connect with us

კულინარია

ფხვიერი ნამცხვრის მომზადების 6 რეცეპტი მხოლოდ 15 წუთში. მათ მომზადებას საუზმეზეც მოასწრებთ

ფხვიერი ნამცხვრის მომზადების 6 რეცეპტი მხოლოდ 15 წუთში. მათ მომზადებას საუზმეზეც მოასწრებთ

დესერტი ჩვენი რაციონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ სახეობის საკვების თავიდან აცილებას როგორც არ უნდა ვეცადოთ, მენიუში ტკბილეულის გარეშე გაძლება რთულია. უდავოა, ტკბილეულის მიღებაზე შეგვიძლია შეზღუდვა დავაწესოთ, მაგრამ მის სრულად გამორიცხვას ვერ შევძლებთ. ძალიან ხშირად უტკბილო კერძები შაქარს მაინც შეიცავს.

თუ ოჯახში პატარა ბავშვები ცხოვრობენ, რაციონი დესერტის გარეშე უბრალოდ ფანტაზიის საგანს წარმოადგენს. როგორღაც ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, გემრიელსა და ნოყიერს შორის. პირველი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, – ტკბილეული მაღაზიაში არ შეიძინოთ. ხშირად ისინი არც თუ ისე სასარგებლო ინგრედიენტებს შეიცავენ. გემრიელი ფხვიერი ნამცხვრის მომზადებას თითოეული დიასახლისი საკუთარ სამზარეულოში მარტივად შეძლებს. ამ ამოცანის გასამარტივებლად და შთაგონებისთვის, ფხვიერი ნამცხვრის მომზადების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, რომლებიც სწრაფად და მარტივად მზადდება.

ფხვიერი ნამცხვარი მხოლოდ 15 წუთში

ქოქოსის ფხვიერი ნამცხვარი

ქოქოსი ნოყიერი კაკალია, რომელსაც ძალიან ნაზი და სასიამოვნო არომატი აქვს.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 200 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადება:

1.კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2.ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ, აურიეთ.

3.ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად კვერცხის ნარევს დაუმატეთ და აურიეთ.

4.ცომი მაცივარში ნახევარი საათით შეინახეთ.

5.ხელები წყლით დაისველეთ და ცომიდან ფხვიერი ნამცხვრის ფორმები გააკეთეთ.

6.180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

 

ვაშლის ფხვიერი ნამცხვარი

ვაშლის ბევრი სახეობა არსებობს, გამოიყენეთ და ჩაისთან მისაყოლებელი შესანიშნავი დესერტი მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 120 გრ შაქარი
  • 2 გრ ვანილი
  • 4 კვერცხი
  • 200 გრ მარგარინი
  • 500 გრ ფქვილი
  • 3 ვაშლი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი

მომზადება:

1.კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. გამდნარი მარგარინი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

2.ვაშლი გათალეთ, კუბებად დაჭერით და ცომს დაუმატეთ.

3.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. კოვზით მცირე ზომის ცომი დააწყვეთ.

4.200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ (სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს).

 

სახლში მომზადებული შვრიის ფხვიერი ნამცხვარი

ეს დესერტი ბავშვობას გაგახსენებთ, როცა სამსახურიდან დედის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდით, რადგან მას შესანიშნავი შვრიის ფხვიერი ნამცხვარი მოჰქონდა. ამ დესერტით თქვენი ბავშვებიც გაანებივრეთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • კაკალი გემოვნებით
  • ჩირი გემოვნებით

მომზადება:

1.კარაქი(ოთახის ტემპერატურის) შაქართან ერთად ჩანგლით დაჭყლიტეთ.

2.შემდეგ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3.კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შვრიის ფანტელი დაუმატეთ და აურიეთ.

4.გემოვნებით კაკალი და ჩირი (რაოდენობრივად 2 ჭიქაზე მეტი არ უნდა იყოს) დაუმატეთ, ყველაფერი კარგად აურიეთ და ფქვილი დაუმატეთ.

5.მიღებული მასიდან ბურთები გააკეთეთ, ფქვილში ამოავლეთ და ფორმას ფხვიერი ნამცხვრის ფორმა მიეცით.

6.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ცოტა ზეითუნის ზეთი წაუსვით. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

 

რძიანი ნამცხვრები

ასეთი დესერტით ბებია მანებივრებდა. როგორი გემრიელი იყო!

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 80 მლ რძე
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადება:

1.კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2.კვერცხი. რძე, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ.

3.ფქვილი დაუმატეთ და ელასტიური ცომი მოზილეთ.

4.ცომი 7-10 მმ სისქის ზომაზე გააბრტყელეთ.

5.კექსის ფორმებით ნამცხვრის ფორმები გამოჭერით.

6.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ.

7.საცხობ ფორმაზე ნამცხვრის ფორმები გადაიტანეთ და 15 წუთით აცხვეთ (ოდნავ მოწითალო ფერის მიღებამდე).

 

ბანანის ფხვიერი ნამცხვარი

ბანანი ნოყიერი ხილია, ამიტომ ეს ფხვიერი ნამცხვარი შეგიძლიათ სამსახურში წასახემსებლად წაიღოთ. გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანი.

ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 1 ჭიქა შვრია
  • კაკალი გემოვნებით
  • ქიშმიში გემოვნებით

მომზადება:

1.ბანანი და შვრია აურიეთ. კაკალი და ქიშმიში დაუმატეთ.

2.1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ და მცირე ზომის კვადრატებად დაჭერით.

3.180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

 

ფხვიერი ნამცხვარი „მადლენა“

თუნდაც ეს დესერტი მაინც მოამზადეთ და ბავშვები სულ მას მოგთხოვენ.

ინგრედიენტები:

  • 120 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 80 გრ შაქარი
  • 90 გრ კარაქი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

1.კარაქი ოდნავ დაჭყლიტეთ, კვერცხი და შაქარი დაუმატეთ. მიქსერით აურიეთ.

2.ფქვილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

3.ცომი „მადლენას“ (ან ნებისმიერ ფორმაში) მოათავსეთ.

4.190-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 12-15 წუთით აცხვეთ.

საუზმეზე ჩაისთან მისაყოლებლად რაღაც სწრაფად უნდა მოამზადოთ, სტუმრები მოულოდნელად თავს დაგადგნენ, სკოლაში ბავშვებს დესერტი უნდა გაატანოთ, უბრალოდ ნახევარ საათში დღესასწაულის მოწყობა გსურთ – ეს რეცეპტი ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. სწრაფი მომზადების გარდა, ფხვიერი ნამცხვარი მინიმალური ინგრედიენტებით მოგხიბლავთ. ბედნიერებისთვის სულ ცოტა რამ არის საჭირო. ზოგჯერ ახლობლები შეგიძლიათ ასეთი სასუსნავით გაახაროთ. თუ რეცეპტი ხილს მოიცავს, შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ხილის სახეობით ჩაანაცვლოთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ეს სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement