Connect with us

ვიდეო

ფულის რიტუალი (შელოცვა ფულისთვის): ფულადი სახსრების ციკლის შექმნა. მაშინაც დაგეხმარებათ, თუ ფულის არხი გადაკეტილი გაქვთ

ზოგჯერ ადამიანს სამსახური და კარგი ხელფასი აქვს, მაგრამ ძალისხმევისა და შრომის მიუხედავად, ცხოვრებაში ფულის კუთხით შავი დღეები უდგება. გაუთვალისწინებელი ხარჯები თითქმის არსაიდან ჩნდება.

ხან მეზობელმა ბინაში წყალი ჩამოუშვა, ხან მანქანა საეჭვოდ ხშირად ფუჭდება, ხან ერთი და ხან მეორე დაავადება თავს იჩენს. გინდა თუ არა, ცუდი ფინანსური კარმის და სხვა ძალების დაჯერებას იწყებთ.

ფულის რიტუალი

ადამიანები, რომელთაც ზებუნებრივი ძალების სჯერათ, ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ფულის არხი დაკეტილია. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე უფრო გავრცელებულია – ფულის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მაგალითად „ფული არ მაქვს“, „ეს ძალიან ძვირია“, „სიღარიბე ცოდვა არაა“. ადამიანს მსგავსი ფრაზები ბავშვობიდან ესმის და ქვეცნობიერად მათ გამეორებას იწყებს.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვიღაცას შრომისმოყვარე ადამიანის შეშურდა და მას ბოროტება უსურვა. ეს ბოროტება თავს იჩენს და ადამიანს გამდიდრებაში ხელს უშლის. ფულადი წარუმატებლობის მიზეზის მიუხედავად, შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა სცადოთ.

ფულის მოზიდვის პროცესი მარტივი არაა და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ბოლო ეტაპი ფულის მოსაზიდი შელოცვის წაკითხვაა.

ფულის რიტუალი უცნობი წყაროდან ფულის მოზიდვასა და მსხვილი სახსრების დაგროვებაში დაგეხმარებათ. რიტუალის ჩატარების შემდეგ ფულთან მიმართ დამოკიდებულება იცვლება, ფულის გამომუშავების და მომგებიანი შეკვეთების შესაძლებლობა იზრდება.

თუ ცხოვრებაში ბევრი ფულის გამომუშავება გსურთ, ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით დაიწყეთ. ირგვლივ სიუხვე შეამჩნიეთ. დაიწყეთ მადლობის გადახდა არა მხოლოდ ადამიანების, არამედ სამყაროს მიმართ ბედის საჩუქრისა და ნეგატიური გამოცდილების გამო, რადგან ის მომავალში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

პოზიტიური იყავით, შემოსავლის ერთ წყაროზე კონცენტრირება არ მოახდინოთ. დაფიქრდით, სად შეძლებთ თქვენი ცოდნის გამოყენებას და მოგების მიღებას.

ფული ენერგიაა. ნეგატიური დოგმები მოიშორეთ და საკუთარი თავი მდიდარი წარმოიდგინეთ. დიდი შემოსავლის მიღების როლი ფიქრებით ითამაშეთ და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

ყოველ ჯერზე, როცა მსხვილი თანხა (ხელფასი, ავანსი) გაგიჩნდებათ, ფულის რიტუალი შეასრულეთ. მას სამსახურის ან სერვისის გაწევის შემდეგ მიღებული შემოსავლის დროს ასრულებენ და არა ნაპოვნ, ნაჩუქარ და ვალით აღებულზე ფულზე.

რიტუალი მთელ თანხაზე ან ყველაზე დიდ ნომინალზე უნდა შეასრულოთ. სასურველია მანიპულაცია წითელი ფულის ხალიჩაზე შეასრულოთ. სხვათა შორის, სჯობს მასზე მთელი ქონება შეინახოთ. ასევე წითელი მატყლის ძაფი და ახალი დანა დაგჭირდებათ.

როგორ შევასრულოთ ფულის მოსაზიდი რიტუალი

1. ხელში ძაფი აიღეთ და ფულის კუპიურა 7-ჯერ გაზომეთ. ყოველ ჯერზე თქვით: „მე ფული, მე იღბალი, მე ყველაფერი, თქვენ კი საქონელი და ხურდა“. გაზომილი ძაფის ნაჭერი, ყოველ ჯერზე მარცხენა მხარეს გაუჭრელად გადასწიეთ.

2. 7-ჯერ შელოცვის თქმის შემდეგ, ძაფი დანით გაჭერით და მარჯვენა ხელზე რამდენჯერმე შემოიხვიეთ და დაიმაგრეთ. ფულს პასიურობა და ლეიბის ქვეშ შენახვა არ უყვარს. ფულს მოძრაობა უყვარს და მათი რაოდენობა სწორედ ამ პროცესში იზრდება. სწორედ ამიტომ, მარჯვენა ხელი მსგავსი მოძრაობის გაშვებისთვისაა.

3. ძაფი 7 დღე ატარეთ. თუ რამდენიმე დღეში თავად გაწყდა ან გაიწელა, არ იდარდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაფი (ამ შემთხვევაში თილისმა) რომელიმე ნეგატიურ ზემოქმედებას ანეიტრალებს.

ძაფი დამცველის როლში გამოდის. ის ფულად მოგებას იმწამსვე არ მოგიტანთ, მაგრამ შესაძლო დანაკარგისგან დაგიცავთ. თუ ასეთი რამ მოხდა, საკუთარ შეგრძნებას მოუსმინეთ. შეგიძლიათ ძაფი კვლავ გაიკეთოთ და 7 დღე ბოლომდე მიიყვანოთ, ან იმწამსვე დაწვათ.

4. 7 დღის შემდეგ ძაფი დანით გაჭერით და დაწვით,. უსაფრთხოების ზომები დაიცავით. კუპიურა შეგიძლიათ მანამდე დახარჯოთ და შვიდ დღეს არ დაელოდოთ.

5. რიტუალი ნებისმიერ დროს შეასრულეთ, მაგრამ როგორც მინიმუმ წინა რიტუალის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ და აუცილებლად ახალ მიღებულ კუპიურაზე!

ფულის მოზიდვის რიტუალის სახლის პირობებში შესრულების შესახებ დეტალურად ამ ვიდეოში ნახეთ.