Connect with us

ჯანმრთელობა

ფრანგული დიეტა ლამაზი ფიგურისთვის: ვჭამ შოკოლადს, ვაყოლებ ყავას, ვიკლებ 5 კგ-ს

ლამაზები, გამხდრები, გემოვნებიანები… სულ მინდოდა, ნამდვილ ფრანგ ქალბატონს დავმსგავსებოდი. თუმცა, ერთი საქმეა ფრანგული რომანების კითხვა, რომანსების მოსმენა, კრუასანების მირთმევა და ენის სწავლაც კი, და სულ სხვაა ლამაზი ფიგურით ტრაბახი. ფრანგული დიეტა, შესაძლოა, ის პასუხი იყოს, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ. არ აქვს მნიშვნელობა, 30 წლის ხართ თუ 50-ის – შედეგი ნებისმიერ ასაკში მიიღწევა.

მოემზადეთ… განსაკუთრებული რამის მომზადება არ მოგიწევთ, გარდა ყავისა. ყოველი მესამე ფრანგი ქალი თვეში ერთხელ იყენებს ასეთ კვებას, რათა მუდმივად შეინარჩუნოს ლამაზი ფიგურა. თუ შოკოლადი და ყველი გიყვართ, ეს დიეტა სწორედ თქვენთვისაა.

შოკოლადის დიეტის წესები

1. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დიეტის მკაცრი დაცვა, კვების რეჟიმი კი თქვენზეა დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭამა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. უბრალოდ, საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე 4 საათით ადრე არ უნდა მოხდეს.

2. დღეში 2 ლ სითხე უნდა მიიღოთ. დაშვებულ სითხეთა სიაში შედის: ყავა შაქრის გარეშე, ბალახის ჩაი თაფლისა და შაქრის გარეშე, არაგაზირებული წყალი.

3. ასეთი რეჟიმი 1 კვირის განმავლობაში უნდა დაიცვათ, თუ სასურველი შედეგის მიღება გსურთ. მეშვიდე დღის თავზე კი 4-5 კილოგრამით უფრო გამხდარი იქნებით.

4. ხილი, ბოსტნეული, შაქარი და მარილი, წვენი და გაზიანი სასმელები მთლიანად უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ეს წესი ალკოჰოლსაც ეხება!

შენიშნავდით, რომ დიეტაში ავკრძალეთ ყველაფერი, დესერტის გარდა. დიახ, მათზეც უნდა თქვათ უარი, ყველაფერზე, შოკოლადის გარდა. იგი ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.

ფრანგული დიეტის მენიუ

ყოველი წინა დღე შემდეგისგან არ განსხვავდება: თქვენ ერთი და იგივე მენიუ გაქვთ. ასეთი ერთფეროვანი რაციონის დაცვა რთულია, თუმცა დიეტის შედეგებით მილიონზე მეტი ქალია კმაყოფილი.

  • საუზმე: 30 გ შავი შოკოლადი, 1 ფინჯანი შავი ყავა დამატკბობლის გარეშე;
  • წახემსება: მაგარი ყველი ან უცხიმო ხაჭო;
  • სადილი: 30 გ შავი შოკოლადი, 1 ფინჯანი შავი ყავა დამატკბობლის გარეშე;
  • წახემსება: მაგარი ყველი ან უცხიმო ხაჭო;
  • ვახშამი: 30 გ შავი შოკოლადი, 1 ფინჯანი შავი ყავა დამატკბობლის გარეშე.

შოკოლადის დიეტის შედეგები უკვე მეორე დღეს იწყებს გამოჩენას, თუმცა, აუცილებლად დაიცავით იგი 7 დღის განმავლობაში. თუ მსგავსი რაციონის განმეორება გსურთ, გაიმეორეთ თვენახევარში ერთხელ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება შოკოლადის მოყვარული მეგობრებისთვის!