Connect with us

ჯანმრთელობა

ფიჭვის მწვანე გირჩი – ჯანმრთელობის ელექსირი, რომლის გაკეთებას ყველა შეძლებს. იმკურნალეთ ბუნების ბიოსტიმულატორით

ფიჭვის მწვანე გირჩები დაგეხმარებათ, რომ ჰიპერტონიის დროს წნევა დაარეგულიროთ და გასტრიტი დაამარცხოთ. 1 ნაწილ დაქუცმაცებულ გირჩს 10 ნაწილი არაყი დაასხით და 1 კვირა თბილ ადგილას დააყენეთ, შემდეგ კი 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში მიიღეთ.

15 მაისიდან 15 ივნისამდე შეგროვებული ახალგაზრდა ფიჭვის გირჩები ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა. ამისთვის ემალის ჭურჭელში 50-60 გირჩი ჩაყარეთ, 2 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 2 საათით ხარშეთ. ამის შემდეგ გირჩები ამოიღეთ, ნახარში გააგრილეთ, 2 კგ შაქარი დაუმატეთ და კიდევ 1,5 საათით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. 1 ს/კ მზა მურაბა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 10 წუთით ადრე სრულ გამოჯანმრთელებამდე მიიღეთ.

ფიჭვის თაფლი თირკმლების და გაციების დაავადების დროს დაგეხმარებათ. ახალგაზრდა ფიჭვის გირჩები დააქუცმაცეთ, ქვაბში მოათავსეთ, შაქარი მოაყარეთ და მზიან ადგილას, ფანჯრის რაფაზე უნდა დადეთ. დრო და დრო შეანჯღრიეთ. რამდენიმე დღეში სქელი, სასიამოვნო გემოს მქონე სიროფი გამოგივათ. დაუმატეთ გრილ სასმელს და დალიეთ. ასევე გირჩები შეჭამეთ. ასე მოიქეცით სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ჯერ კიდევ ძალიან პატარა ფიჭვის მწვანე გირჩები თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში ქვებს მოგაშორებთ. გირჩები შეაგროვეთ, ქვაბში ჩაყარეთ და წყალი დაასხით ისე, რომ დაიფაროს. 5 წუთით ადუღეთ. როცა ნაყენი გაგრილდება, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირა

მწვავე და ქრონიკული ფარინგიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია ინჰალაციის დაწყება. ამისთვის დააქუცმაცეთ და თანაბარი პროპორციით აურიეთ ფიჭვის გირჩები, კალენდულას ფოთლები, ევკალიპტი და გვირილა. შემდეგ 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ნაყენის ორთქლი 7 წუთით პირიდან შეისუნთქეთ. პროცედურა დღეში მაქსიმუმ 5-ჯერ ჩაატარეთ.

ჩემმა მეგობარმა გაციების, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის და პნევმონიის სამკურნალოდ თაფლზე დაფუძნებული საშუალება მირჩია. ამ რეცეპტის ეფექტურობაში მაშინ დავრწმუნდი, როცა წვიმაში დასველების შემდეგ ძლიერად გავცივდი. უკვე მეორე დღეს სხეულის ტემპერატურა გაიზარდა, სურდო და ხველა დამეწყო. მაშინ მეგობარმა 1 ქილა სამკურნალო საშუალება მომიტანა და მისი მიღება მასწავლა. მკურნალობა დავიწყე და უკვე 3 დღის შემდეგ გაციების კვალიც კი გაქრა.

ფიჭვის თაფლის მოსამზადებლად ემალის ქვაბში ფიჭვის გირჩები მოათავსეთ და წყალი დაასხით ისე, რომ გირჩები ზემოდან კიდევ 3-4 სმ-ით დაიფაროს. ამის შემდეგ ჭურჭელი დაბალ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დახურულ თავსახურში 30 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, 40-50 გრადუსამდე გააგრილეთ და გადაწურეთ. ყოველ ლიტრ ნაყენს ნახევარი კგ შაქარი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე 1,5-2 საათით ხარშეთ. მზა ფიჭვის თაფლი მინის ქილაში ჩაასხით და მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ. აუცილებლობის შემთხვევაში 1 ს/კ 1 ჭიქა თბილ ჩაიში ან რძეში გახსენით და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

Advertisement

გაფანტული სკლეროზის დროს პაციენტებს მხედველობითი ნერვის ატროფია ხშირად აქვთ. ამ შემთხვევაში 1 საშუალო ზომის ლიმონი ოთხად გაჭერით, 100 მცირე ზომის ახალგაზრდა ფიჭვის გირჩი, 25 გრ ტეგანის ყვავილი დაუმატეთ და ემალის ქვაბში მოათავსეთ. შემდეგ 2,5 ლ წყალი დაასხით და 0,5 კგ შაქარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ. დააყენეთ, 1 საათით შეფუთეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე მიიღეთ.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ახალგაზრდა ფიჭვის გირჩები გაჭერით, შემდეგ 100 გრ ნედლ გირჩებს 0,5 ლ ხარისხიანი არაყი დაასხით და 14 დღე დააყენეთ. ჭამამდე 1 ს/კ მიიღეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.