Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის ტკივილის დროს მაგნიუმის ზეთი დაგეხმარებათ. თავად მოამზადეთ

ფეხის, უფრო ზუსტად კუნთების და სახსრების ტკივილი, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, გაღიზიანება და ძალების დაკარგვა – ეს ყველაფერი მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებია. ამ მინერალის დეფიციტის შემთხვევაში გირჩევთ ბევრი ისეთი საკვები მიიღოთ, რომელიც ამ მიკროელემენტით მდიდარია, ან სპეციალური პრეპარატები გამოიყენოთ.

მაგნიუმის გარეგან გამოყენებაზე გსმენიათ? დიდი პოპულარობით სარგებლობს მაგნიუმის ზეთი, რომელიც აფთიაქებსა და ინტერნეტ მაღაზიებში იყიდება. ასეთი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ.

თქვენ დაგჭირდებათ მაგნიუმის ქლორიდი, მაგრამ მის შეძენას მხოლოდ ინტერნეტით შეძლებთ. ეს მაგნიუმის ბუნებრივი და უსაფრთხო წყაროა, მასში სამკურნალო საშუალების სარგებელია ჩადებული, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ!

მაგნიუმის ზეთი

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა გაფილტრული წყალი
  • 0,5 ჭიქა მაგნიუმის ქლორიდი (ფანტელები ან კრისტალები)
  • ქვაბი (უჟანგავი ფოლადის ან ემალის)
  • სპრეის ბოთლი

მომზადება:

მდუღარე წყალს მაგნიუმის ფანტელები ან კრისტალები დაუმატეთ. წყალი ცეცხლიდან გადმოდგით, სრულ გახსნამდე აურიეთ, ნარევს გაგრილება აცადეთ. ზეთი სპრეი ბოთლში გადაასხით და გამოიყენეთ!

თავდაპირველად, გირჩევთ ძილის წინ მაგნიუმის ზეთი ქუსლებზე შეიზილოთ, შემდეგ წინდები ჩაიცვათ. შეიძლება სითბოს შეგრძნება და მცირე ჩხვლეტა იგრძნოთ. ორგანიზმში მაგნიუმის რაც უფრო მეტი დეფიციტია, შეგრძნება მით უფრო ძლიერი იქნება.

ბევრს მაგნიუმის ზეთის ღამით წასმა უყვარს. ასეთი პროცედურა კარგად მოგადუნებთ და დაძინებაში დაგეხმარებათ.

თუ ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ნიშნები გაქვთ, ექიმს მიმართეთ. თუმცა მაგნიუმის ზეთის გამოყენება ზიანს არ მოგაყენებთ.