Connect with us

ჯანმრთელობა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები TSH: როგორ გავზარდოთ თირეოტროპინის დონე

თირეოტროპინის (TSH) დაბალი დონე არის გადახრა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ პათოლოგიური პროცესებით, არამედ გარე ფაქტორების ზემოქმედებით. სტრესი, ჰორმონალური პრეპარატების მიღება, ჰიპოფიზის ფუნქციების შეფერხება, ქალების მიერ ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება და ა.შ – ეს ყველაფერი ორგანიზმში თირეოტროპინის დონეზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ თირეოტროპინის დონე შემცირებულია?

თუ საქმე ნამდვილად გარე ფაქტორებშია, თირეოტროპინის კონცენტრაციის გაზრდას ხალხური საშუალებების დახმარებით შეძლებთ. თერაპიის დაწყებამდე პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს, თირეოტროპინის ჰორმონებზე ანალიზები ჩააბაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოს არატრადიციული მედიცინის რეცეპტები.

ნახარშები, ნარევები და ნაყენები TSH-ის დაბალ დონის დროს

ჰორმონის დონის გასაზრდელად შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული რეცეპტებიდან ერთ-ერთი გამოიყენოთ.

ფეიხოა და ცირცელი: თანაბარი პროპორციით აიღეთ და ფაფის მიღებამდე დაჭყლიტეთ. ცოტა შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 2-3 ჩ/კ სამკურნალო საშუალება დილით, საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

5 გრ ზღვის კომბოსტოს ფოთლების ფხვნილი ძილის წინ მიიღეთ და ცოტა წყალი დააყოლეთ.

3 გრ ცეცხლეკალას ხმელ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30-60 წუთით დააყენეთ. გაფილტრეთ და ½ ჭიქა ნარევი ყოველდღე, დღეში ერთხელ დალიეთ.

ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ვირისტერფას, კრაზანას და ძირტკბილას ფესვების ნახარშებიც დაგეხმარებათ. საშუალების მოსამზადებლად 1 ჩ/კ შერჩეულ მცენარეს 2 ჭიქა წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 5-8 წუთით ადუღეთ. შემდეგ ნახარში გადაწურეთ, წყლით საწყის მოცულობამდე აიყვანეთ. 50 მლ საშუალება დღეში 1-2-ჯერ დალიეთ.

ეს მნიშვნელოვანია! ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ძირტკბილას ფესვების ნახარშის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, თუ პაციენტს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები აქვს. ამ საშუალების მიღებამ შეიძლება გულის ტკივილები და არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ჰიპერტონიკებმა სჯობს მისი მიღებისგან თავი შეიკავონ.

ნარევებით, ნახარშებით და ნაყენებით მკურნალობის კურსი მინიმუმ 1 თვე უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ თირეოტროპულ ჰორმონებზე ანალიზი განმეორებით გაიკეთეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, 2 კვირიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.

პროდუქტები, რომლებიც TSH-ის დონეს ზრდიან

სისხლში თირეოტროპინის დონე ჰორმონალური პრეპარატების გარეშე რომ გაზარდოთ, რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტები ხშირად ჩართეთ. მათ მიეკუთვნება:

  • კაკალი
  • ზღვის კომბოსტო
  • ფუკუსი
  • ზღვის თევზი
  • ვაშლის თესლი
  • ისპანახი
  • ლახტარა
  • ხურმა
  • რძის პროდუქტები
  • ხმელი ყველი

ეს პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ. მიიღეთ მხოლოდ მაშინ, როცა მოგინდებათ. საკუთარ თავს იოდის შემცველი საკვების მიღება არ აიძულოთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან რამდენიმე პროდუქტი არ მოგწონთ, ან მათ მიმართ აუტანლობა გაქვთ, უპირატესობა ადრე აღწერილ ნახარშებს და ნაყენებს მიანიჭეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა8 hours ago

ლიმონიანი ხაჭო – ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

ყვავილები8 hours ago

სახლის დამცავი მცენარეები

ვიდეო8 hours ago

თუ შვილები ნაყინს გთხოვენ, ეს მოუმზადეთ. სიამოვნებისგან კოვზს გადაყლაპავთ

ჯანმრთელობა8 hours ago

ინფარქტი, ინსულტი, დეპრესია: 9 დაავადება რომლითაც ქალები კაცებზე ხშირად ავადმყოფობენ

ყვავილები8 hours ago

უჩვეულო სააგარაკე ვაზები ცემენტისა და პირსახოცისგან

სხვა1 day ago

როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი

ჯანმრთელობა1 day ago

5 ვიტამინი რომლის უკმარისობასაც 40 წლის ასაკში ვაწყდებით

ჯანმრთელობა1 day ago

ამ მალამოს რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება: ჭრილობები ხორცდება

ჯანმრთელობა1 day ago

დაავადებები გვერდს აგივლით! ვიტამინების კოქტეილი გაზაფხულში, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ნატურალური დანამატი ჩაის ჯადოსნურ სასმელად აქცევს

ჯანმრთელობა2 weeks ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა4 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

თავის მოვლა2 weeks ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 weeks ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა2 weeks ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაავადების სუნი. რისი სუნი აქვს სხეულს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს

ჯანმრთელობა4 weeks ago

იოდის ბადე: როგორ გავაკეთოთ და რისთვისა რის საჭირო

ჯანმრთელობა2 weeks ago

როგორ გვატყუებდნენ კალცის შესახებ

ჯანმრთელობა1 week ago

ვარიკოზი: რა უნდა ქნათ, თუ რისკ ჯგუფში შედიხართ

ტრენდული