Connect with us

ყვავილები

უჩვეულო სააგარაკე ვაზები ცემენტისა და პირსახოცისგან

რემონტების შემდეგ ცემეტით გაპოხილ პირსახოცებს ნაგავში ყრიდნენ სანამ ვიღაცას მათი ვაზად გადაქცევის იდეა არ მოუვიდა…

დაგჭირდებათ:

პირსახოცი, ცემენტი, ქვიშა, ორი ცალი სათლი, წყალი და პოლიეთილენის პარკი.

აჯობებს ამ საქმიანობას რეზინის ხელთათმანებით შეუდგეთ!

პირველი ნაბიჯი

გააზავეთ ცემენტი წყალშ სანამ არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ. სათლზე რომელზეც პირსახოცის გაშრობას აპირებთ – კარგად შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი, პოლიეთილენს არაფერი ეკრობა და მას პირსახოცს იოლად მოაშორებთ.

მეორე ნაბიჯი

პირსახოცი ცემენტის ხსნარში დაასველეთ და კარგად გაასწორეთ, ის სრულად უნდა გაიპოხოს ცმენეტით, ისე მასზე არცერთი მშრალია დგილი არ დარჩეს.

მესამე ნაბიჯი

სათლს გადააფარეთ გაპოხილი პირსახოცი და ნაკეცები შეუსწორეთ. ძირი აუცილებლად გაასწორეთ, დაბოლოებების ფორმა კი თავად შეარჩიეთ. გასაშრობად 1 ან 2 დღე დატოვეთ და ფორმა სათლს მოაშორეთ.

მზადაა!

ის შეგიძლიათ შეღებოთ, მოხატოთ ან ესეთივე დატოვოთ!

თუ პრიალა ზედაპირის მქონე ვაზა გსურთ უფრო წვრილი ცემენტი და ქვიშა შეარჩიეთ, გამოიყენეთ მშრალი თაბაშირი, ხსნარი კი წყლის მაგივრად 15%-იან სილიკონის წებოში გააზავეთ.

სილიკატის წებო ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იყიდება. თუ უფრო კონცენტრირებულ წებოს შეიძენთ ის ჯერ წყალში გააზავეთ, 15%-მდე დაიყვანეთ და შემდეგ კი ხსნარში გააზავეთ.

პრიალა ზედაპირის ფორმირებას ისევ პოლიეთილენის პარკის მეშვეობით მივიღებთ. აი ნაბიჯები:

  • მოამზადეთ დიდი ზომის სწორი მუყაო. დააგეთ ცელოფანზე და ისე მოასწორეთ რომ ნაკეცები არ დარჩეს.
  • როდესაც პირსახოცს ხსნარით კარგად გაპოხავთ ის მუყაოზე დააფინეთ და კარგად გაასწორეთ, ისე რომ პირსახოცი ამ სარკისებურ ზედაპირს სწორად გაეკრას.
  • ამ სენდვიჩის ცენტრში სათლი დადევით და ფრთხილად მაგრამ სწრაფად ამოაბრუნეთ კონსტრუქცია, პირსახოცი ცელოფანთან ერთად სათლს შემოეკვრება.
  • ახლა თქვენთვის საჭირო ფორმები მიეცით. ნუ გაუკეთებთ ზედმეტად ღრმა ნაკეცებს, შეიძლება შემდეგ ცელოფნის მოცილება გაგიჭირდეთ. თუ გაშრობის შემდეგ ცელოფანი არ მოძვრა, შეგიძიათ ის სანთებელით მოწვათ და ისე მოაშოროთ.

თუ თქვენს ვაზას ისეთი პრილა ზედაპირი არ აქვს როგორიც გსურდათ, მისი გაშრობის შემდეგ სილიკატის გაუზავებელი წებო გადაუსვით ფუნჯით, ეს უსწორობებს გამოასწორებს და ქოთანს მბზინვარებასაც შემატებს.

უჩვეულო პრინტის მქონე ვაზა ხომ არ გჭირდებათ?!

პროცესი თითქმის იგივეა, თუმცა ამ შემთხევაში გაზეთები, ნახატი ქაღალდი დაგჭირდებათ.

1. თანმიმდევრობა იგივეა როგორც პრიალა ზედაპირის მქონე ვაზის შექმნისას, თუმცა მას ნახატის ფენასაც ვუმატებთ.

2. ცელოფნის მუყაოს სილიკატის წებო წაუსვით და მასზე გაზეთი ან შერცეული ნახატი დააფინეთ. კარგად გაასწორეთ.

3. წაუსვით სილიკატის წებო, კარგად გაპოხეთ და 10 წუთი დააცადეთ. მშრალია დგილებზე წებო საჭიროებისამებრ დაუმატეთ.

4. ახლა კი ცემენტიანი პირსახოცი დააფარეთ მას და ისევე ამოაბრუნეთ როგორც წინა შემთხვევაში. მიეცით ამს საჭირო ფორმა.

მზადაა!

თქვენთვის არასასურველი ნაწილები შეგიძლიათ საკანცელარიო დანით მოაშოროთ, მათი მოსწორება კი თაბაშირ-მუყაოს ბადით შეგიძლიათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.