Connect with us

საკითხავი

უჟანგავი ფოლადის ქვაბებმა სარკე ჩამინაცვლა. მიმწვარი საკვები გაქრა

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი პოპულარული საჩუქარია, თუ მჩუქებელი საკუთარი ფანტაზიის გამოვლენას არ ცდილობს და სურს, რომ სახლისთვის საჭირო ნივთი აჩუქოს. ასეთი ჭურჭელი გამძლეობით, ხანგრძლივი გამოყენებით და სილამაზით გამოირჩევა, ამიტომ სათანადო პატივისცემით და მოთხოვნით სარგებლობს.

თუმცა გამოყენების დროს მბზინავი ქვაბები ქრება, მასზე ლაქები და ნაკაწრები ჩნდება. სწორედ ამიტომ, დღეს ასეთი ჭურჭლის სწორად მოვლაზე გიამბობთ, რომ ის მუდმივად კარგ მდგომარეობაში დარჩეს.

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი

უჟანგავი ფოლადის ქვაბის გასაწმენდად შეგიძლიათ სუპერმარკეტებში არსებული სპეციალური ჭურჭლის გამწმენდი საშუალებები გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ ფილების საწმენდი საშუალება გამოიყენოთ – მიმწვარ საკვებს ისიც ძალიან კარგად აშორებს.

საკმარისია ქვაბი ცხელ წყალში გააცხელოთ, საშუალება წაუსვათ, 10 წუთით გააჩეროთ, შემდეგ კი რბილი ღრუბლით ჭუჭყი მოაშოროთ. ამის შემდეგ ქვაბი ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ, წყალი გადაავლეთ და გაამშრალეთ.

ძლიერი საყოფაცხოვრებო ქიმიის გარდა შეგიძლიათ უფრო მსუბუქი, ხელმისაწვდომი საშუალებები გამოიყენოთ. ამისთვის ჭუჭყიანი ჭურჭელი დიდ ქვაბში მოათავსეთ და წყალ დაასხით. 5 ლ წყალზე ნახევარი შეფუთვა სოდა და 100 მლ საკანცელარიო წებო დაამატეთ.

ცეცხლზე დადგით, წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 15-20 წუთით გააჩერეთ. ჭუჭყი გაქრება, ჭურჭელზე მხოლოდ ცხელი წყლის გადავლება მოგიწევთ.

უჟანგავი ფოლადის ქვაბის გაწმენდა საკვები სოდით კიდევ უფრო მარტივია. საკმარისია რამდენიმე კოვზ სოდას ცოტა წყალბადის ზეჟანგი დაუმატოთ ისე, რომ პასტის მასა მიიღოთ.

მიღებული მასა ჭუჭყიან ადგილას წაუსვით, რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ. ამის შემდეგ კი წყალი გადაავლეთ – ქვაბი ახალივით იბრწყინებს. ლაქები, ნადები და ნაკაწრბეი გაქრება.

სოდა სამზარეულოში სასარგებლო პროდუქტია. მისი დახმარებით ქვაბებს მიმწვარ საკვებს მარტივად და ნაზად მოაშორებთ. საკმარისია ჭუჭყიანი ქვაბი ცხელ წყალში ჩადოთ, 1 კოვზი სოდა დაუმატოთ და რამდენიმე საათით გააჩეროთ. დარბილებულ ჭუჭყს ღრუბლის დახმარებით მარტივად მოაშორებთ.

რეკომენდებულია, რომ უჟანგავი ფოლადის ქვაბები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ. სჯობს, თბილ გამდინარე წყალში რბილი ღრუბლის გამოყენებით გარეცხოთ. ამასთან, გარეცხვის შემდეგ წყალი კარგად უნდა გადაავლოთ და გაამშრალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მბზინვარე ზედაპირი თეთრი ლაქებით დაიფარება.

ასეთი ჭურჭლის გარეცხვა უხეში ღრუბლით და ლითონის ნეჭათი არ შეიძლება, რომ მასზე ნაკაწრები არ დატოვოთ. თეთრი ნადების წარმოქმნის შემთხვევაში გირჩევთ ძმარი, ლიმონის მჟავის ან ნახევარი ლიმონის ხსნარი გამოიყენოთ.

ეს ხრიკები გამოიყენეთ და თქვენი სამზარეულოს უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი ყოველთვის იბრწყინებს.