Connect with us

თავის მოვლა

უკან წარსულში? რატომ იყენებს სულ უფრო მეტი ქალი მრავალჯერად საფენებს?

ყველა დროში ქალები იძულებულნი იყვნენ ჰიგიენის საშუალებები გამოეყენებინათ და მენსტრუაციის დროს შემთხვევითი გაჟონვისგან ტანსაცმელი და რეპუტაცია დაეცვათ. უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ასეთი საშუალებები დროთა განმავლობაში სულ უფრო კომფორტული, შეუმჩნეველი, მოძრაობის შეუზღუდველი, საიმედო და პრაქტიკულად უგრძნობელი გახდა.

დღეს ბევრი ქალი სხვადასხვა ბრენდის ჰიგიენურ საფენებს და ტამპონებს იყენებს. ასეთი საშუალებების მთავარ უპირატესობად მისი ერთჯერადი გამოყენება ითვლებოდა, რაც ერთი შეხედვით უფრო უსაფრთხოა ინფექციური და ბაქტერიული დაავადებების განვითარების რისკის კუთხით. თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა ე.წ. წარსულის „გადმონაშთი“ – მრავალჯერადი ჰიგიენური საფენი.

ერთჯერადი საფენის გამოჩენამდე, დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქალები ქარხნული ან ხელნაკეთი ქსოვილის ნაწარმს იყენებდნენ. როგორც წესი, ეს რამდენიმე ფენად გაკეცილი კარგად შემწოვი ქსოვილი იყო, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაერეცხათ.

ერთჯერადმა საფენებმა ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს თითქმის ბოლომდე გააქრო. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში ქსოვილის მენსტრუაციული საფენი კვლავ დაბრუნდა. ის ერთჯერადზე უფრო იაფი იყო და პოპულარულობას განვითარებულ ქვეყნებშიც კი მიაღწია.

რატომ დაუბრუნდენ ქალები დედების და ბებიების ახალგაზრდობას? როგორც აღმოჩნდა, მრავალჯერად საფენს არა ერთი უპირატესობა აქვს:

  1. ის კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, გაღიზიანების და სიწითლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
  2. მათი წარმოების პროცესში ნატურალური მასალა გამოიყენება.
  3. ასეთი ჰიგიენური საშუალება მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა.
  4. მრავალჯერადი ქსოვილის საფენი გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
  5. ერთჯერადზე უფრო ნაკლებად ჰიგიენური და უსაფრთხო არაა. მათი წმენდა უფრო მარტივი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
  6. ქსოვილის საფენი გაჟონვისგან ისევე კარგად დაგიცავთ, როგორც სინთეტიკური მასალა. ქსოვილის საფენი უფრო რბილი მასალის წყალობით სხეულის ხაზებზე ადაპტირებას ადვილად ახდენს.
  7. „სუნთქვის“ შესაძლებლობის წყალობით უსიამოვნო არომატს არ აგროვებს.
  8. ერთჯერადი საფენისგან განსხვავებით, მრავალჯერადის ქვედა საცვალზე გადატანა უფრო მარტივია, თუ ის თავიდან არასწორ პოზიციაში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, დადებითი უარყოფითის გარეშე არ არსებობს. მრავალჯერად ჰიგიენურ საფენებს თავისი ნაკლოვანება გააჩნია:

  1. შესაჩვევად და მის სწორად გამოსაყენებლად დრო დაგჭირდებათ. დროთა განმავლობაში გაჟონვას სრულად აიცილებთ.
  2. გამოყენებული საფენის კალათაში ჩაგდება არ შეიძლება: ის თან უნდა ატაროთ, ანუ შემთხვევით ამ „პატარა ბინძური საფენის“ დანახვა პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
  3. ჰიგიენური საშუალების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც ნებისმიერ ტანსაცმელს.
  4. მისი რეცხვის დროს ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, თუ ინფექციური ან ბაქტერიული დაავადება გაქვთ, რადგან წესების დარღვევა განმეორებით დაინფიცირებას გამოიწვევს.
  5. საწყისი ღირებულება შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, მაგრამ პერსპექტივაში ეკონომია ეჭვს არ იწვევს.

ერთი შეხედვით, ჰიგიენური წარმოება იმდენად შორს გაიჭრა, რომ ქსოვილის საფენი არ უნდა დაბრუნებულიყო, არა? სინამდვილეში მათ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვთ, ვიდრე უარყოფითი. თქვენ ასეთ ჰიგიენურ საშუალებას როგორ ეპყრობით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა6 hours ago

ლევომეკოლი – ძლიერი საშუალება, რომლის ამის შესახებ ექიმები არ გეტყვიან

ჯანმრთელობა6 hours ago

8 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოივლოთ პირი მარილიანი წყლით რეგულარულად

საკითხავი6 hours ago

9 სულიერი ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ზემოდან“ ვიღაც გიყურებს და გეხმარება

ტესტები8 hours ago

რა ფერისაა თქვენი საფულე? აი, რაზე შეიძლება მეტყველებდეს მისი ფერი

საკითხავი12 hours ago

დაჟინებით უნდა მოითხოვოთ თუ არა ცოლის სამსახურში მოწყობა

ჯანმრთელობა1 day ago

ვიტამინები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა1 day ago

გინეკოლოგები ირწმუნებიან: მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში ყველასთვის აუცილებელია

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ბალახი ქალურ დაავადებას სამუდამოდ მოგაშორებთ

საკითხავი1 day ago

ფენ-შუის მიხედვით, ყოველ ფერს თავისებური სამკურნალო ძალა აქვს

ყვავილები1 day ago

ფლორისტების რჩევები: ოთახის მცენარეები მუდმივად რომ ყვაოდნენ

ჯანმრთელობა2 weeks ago

ამ ნარევის დახმარებით ხელებსა და ფეხებზე სოკოს სრულიად მოიშორებთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

წყლის მიღების რეჟიმი წონაში დასაკლებად: საათობრივად და რეკომენდაციებით

ჯანმრთელობა2 days ago

ექთანმა მასწავლა, როგორ მოვიშორო გამოწეული ძვალი (ნიკრისის ქარი) ფეხზე. ნამდვილად მოქმედებს!

ჯანმრთელობა4 weeks ago

მაისის ბოლოს შეგროვებული მწვანე კაკლის ნაყოფის 4 უძველესი სამკურნალო საშუალება

თავის მოვლა2 weeks ago

ჩვეულებრივი ასპირინი არა მხოლოდ სისხლს ათხელებს, არამედ სახეზე სიბერის ნიშნებს აქრობს

საკითხავი4 weeks ago

აი, როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად: ეს ხრიკი ერთმა ფერმერმა მასწავლა

თავის მოვლა1 week ago

ამ მეთოდით არასასურველ თმას, შავ წერტილებს და ფერიმჭამელებს მხოლოდ 15 წუთში მოიშორებთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

თუთის ფოთლების ჩაი 22-ჯერ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ძროხის რძე

საკითხავი2 weeks ago

რატომ კბენს კოღო ზოგ ადამიანს უფრო ხშირად? მიზეზი არსებობს და ზოგიერთი მათგანი შეგვიძლია აღმოფხვრათ

ჯანმრთელობა3 weeks ago

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პიტნის ჩაის დალევთ

ტრენდული