Connect with us

თავის მოვლა

უბრალო საშუალება, ხელის მარტივი მოძრაობა და შავი წერტილებისგან თავისუფალი ხართ

ერთადერთი საშუალება, რომელიც შავი წერტილების მოშორებაში ნამდვილად დამეხმარა. გირჩევთ

შავი წერტილების პრობლემა თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. ცხიმოვანი ჯირკვლების გაზრდილი სეკრეცია, არასათანადო მოვლა, ცუდი კვება – ამ მოვლენის მხოლოდ რამდენიმე მიზეზია. ნებისმიერ შემთხვევაში, კომედონები მიმზიდველად არ გამოიყურება და ხშირად კომპლექსების გაჩენას იწვევს.

ალბათ, სახლის პირობებში შავი წერტილების მოშორების ბევრი მეთოდი უკვე გამოსცადეთ. თუ იდეალური საშუალება ჯერ ვერ იპოვეთ, დღეს გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც უკვე ბევრ ადამიანს დაეხმარა.

შავი წერტილების მოსაშორებელი საშუალება

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პიტნის კბილის პასტა
  • მარილი
  • 2-3 ყინულის კუბიკი

მომზადება და გამოყენება:

1. 2 ს/კ კბილის პასტა და 1 ს/კ მარილი ერთმანეთს კარგად აურიეთ.

2. მიღებული პასტა შავი წერტილების ზონაზე წაისვით და 5 წუთით, გაშრობამდე გაიჩერეთ.

3. ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და თან კანი დაიმასაჟეთ. შემდეგ სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, რომ ფორები შეავიწროვოთ.

შედეგად, იდეალურად სუფთა კანს მიიღებთ. პიტნის კბილის პასტა ფორებს ხსნის და ბაქტერიებს კლავს, ხოლო მარილი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და სკრაბის როლს ასრულებს. ცოტა ხნით შეიძლება კანი შეწითლდეს, ეს კანის ნორმალური რეაქციაა. მშრალი კანის შემთხვევაში პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

შავი წერტილების მოსაშორებელი ეს საშუალება აუცილებლად გამოიყენეთ. დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

Advertisement