Connect with us

თავის მოვლა

უბრალო პომიდორი-ნატურალური ბოტოქსი! დედის შედეგის ხილვის შემდეგ ინექციებზე უარი ვთქვი

დედაჩემი 56 წლისაა, თუმცა დღემდე ის არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი სახის კანი ყოველთვის იდეალურად სუფთა, მკვრივი და გლუვია, რაც არა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურებისა და პროდუქტების, არამედ ერთი უბრალო ნატურალური პროდუქტის დამსახურებაა.

სახის გამწმენდი ნიღაბი

რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, თუ ახალგაზრდობის, სილამაზისა და სიმხნევის შენარჩუნება გსურთ, გამონახეთ მცირე დრო ყოველდღიურად მარტივი პროცედურის ჩასატარებლად.

პომიდვრის ნიღაბი სახის კანისთვის, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა ფორების გასაწმენდად, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ის არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებას კანს, ანიჭებს მას სიმტკიცეს და უბრუნებს ელასტიკურობას, აგლუვებს მცირე ზომის ნაოჭებსაც კი. თუ კვირაში 1-ხელ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ მარტივ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ, თქვენი კანი ყოველთვის იდეალურად სუფთა და ლამაზი იქნება. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი შავი ტომრებისა და ბალიშების მოშორება თვალებიდან.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ნიღაბში სწორედ პომიდორს ენიჭება. დამტკიცებულია, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიკოპენს – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც გვეხმარება ნაოჭების გაგლუვებაში და იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

რეგულარულად პომიდვრის გამოყენებით თქვენ შეძლებთ პროკოლაგენის დონის გაზრდასაც. სწორედ ამ ნივთიერების დეფიციტის დროს მნიშვნელოვნად ზიანდება ჩვენი კანი და ჩნდება ნაოჭები. პროკოლაგენი გაზრდის კანის ელასტიკურობას და შეაფერხებს დაბერების პროცესს.

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 1 პომიდორი
  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთი

მოცემული რეცეპტი გამოდგება მხოლოდ ნორმალური ან მშრალი ტიპის კანისთვის. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ზეითუნის ზეთი აუცილებლად ჩაანაცვლეთ ყურძნის წიპწების ან კაკლის ზეთით. აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი ხარისხიან, კარგად მომწიფებულ პომიდორზე, რომელსაც გარეგანი დაზიანებები არ აქვს.

ნიღბის მომზადებამდე პომიდორი გაავლეთ მდუღარე წყალში და შემდეგ გათალეთ. ბლენდერის ან წვრილი სახეხის გამოყენებით მოამზადეთ მისგან ფაფა. 2 ს.კ. პომიდვრის მომზადებულ რბილობს დაამატეთ კარტოფილის სახამებელი და ზეთი. წყლის აბაზანაზე მუდმივი მორების პირობებში შეათბეთ ეს მასა. ნიღაბმა ბლანტი კონსისტენცია უნდა მიიღოს.

მზა ნიღაბი ნელი წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 25 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის წასმა. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ 2 კვირიანი შესვენება.

გამოცადეთ ეს საშუალება საკუთარ თავზე და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement