Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ 10 ვიტამინი, რომელთაც მდიდარი ქალები სვამენ

დედაჩემის მეგობარი საფრანგეთიდან სტუმრად ხშირად ჩამოდის. ჟანა 55 წლისაა, მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, თუ რომელიმე ბავშვი მას „დეიდას“ დაუძახებს. ქმარს დიდი ხნის წინ გაშორდა, 2 ბიზნესს წარმატებით მართავს, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და შეუდარებლად გამოიყურება. ჟანა საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ყოველთვის ზრუნავდა, ყოველთვის ბევრ ვიტამინს სვამდა. თუმცა უკვე მაშინ ცხოვრობდა ლაჟვარდოვან ნაპირზე, სადაც ბევრი მზე, სამკურნალო ზღვის ჰაერი და სუფთა პროდუქტებია. ერთი შეხედვით, რაში სჭირდება ვიტამინები, ყველაფრის საკვებიდან მიღება ხომ შეიძლება? მაგრამ ამ საკითხზე ჟანას საკუთარი აზრი გააჩნია. ერთხელ, როცა უკვე ინსტიტუტში ვსწავლობდი, მასთან ვიტამინებზე საუბარი დავიწყე. მან შესანიშნავი ლექცია წამიკითხა, თუ რა როლს ასრულებს ზოგიერთი მიკროელემენტი და ვიტამინი ორგანიზმში.

ჰიალურონის მჟავა

ახლა ყველა სპორტით დაკავებულია, იშვიათად, რომ ვინმეს ფიტნეს ბარათი ან ტელეფონზე სავარჯიშო აპლიკაცია არ ჰქონდეს. სტანდარტული 10 ათასი ნაბიჯი რომ გაიაროთ, სახსრების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. ამაში ჰიალურონის მჟავა აბების სახით დაგეხმარებათ.

რით არის სასარგებლო ჰიალურონის მჟავა? ის წყლის ბალანსს არეგულირებს და დღეში დალეული 2 ლ წყლის შედეგს აძლიერებს. გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავა კანს ელასტიკურობას უბრუნებს, რომელიც ასაკთან ერთად ან წონაში კლების დროს იკარგება. რაც შეეხება სახსრებს, აქ სახსარშიდა შეზეთვის ფუნქციას ასრულებს, რაც მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მორიგი ასანის შესრულების შემდეგ ტკაცუნი გესმით ან შპაგატში ბოლო 5 სმ ვერ ჯდებით, ჰიალურონის მჟავის დალევა სცადეთ.

ჩვენება: კანის სიმშრალე, ფიზიკური დატვირთვის რეგულირება.

D ვიტამინი

ამ ვიტამინის მზის ვიტამინს უწოდებენ, რადგან მას რუჯის მიღების დროს ვიღებთ, ორგანიზმი კი მას დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. გაითვალისწინეთ, რომ თითქმის 9 თვე ცა მოღრუბლურია. თითოეულ ჩვენგანს აშკარად ამ ვიტამინის დეფიციტი გვაწუხებს. თუ გაწუხებთ უძილობა, დეპრესია, კუნთები კი მკაცრი მწვრთნელის პირობებში ფორმებს ვერ იძენს, თამამად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ. ვიტამინი როგორც აბების, ასევე კაფსულების და წვეთების სახით იყიდება. აუცილებელი დღიური დოზა 18-დან 50 წლამდე – 600-800 ME, 50 წელს ზემოთ – 800-1000 ME.

ჩვენება: უძილობა, ძალების დაკარგვა, დეპრესია.

თეორიულად, D ვიტამინი შეგიძლიათ კვერცხის გულიდან მიიღოთ, მაგრამ ამისთვის დღეში მთელი 20 კვერცხი უნდა შეჭამოთ.

DHEA

DHEA იგივე დეჰიდროეპიანდროსტერონი ტესტოსტერონის, ესტროგენის და ყველა სასქესო და სტეროიდული ჰორმონის სინთეზს სტიმულირებს. ის ორგანიზმში თითქმის ყველა პროცესზე პასუხისმგებელია. DHEA-ს დეფიციტი პირდაპირ სასქესო ჰორმონების მუშაობას უკავშირდება, ამიტომ მისი დონის შემცირება ლიბიდოს და ენერგიის შემცირებას იწვევს. და ბოლოს, მისი დეფიციტით კანი იტანჯება: ტენიანობა, სიმკვრივე და ელასტიკურობა იკარგება. სიბერის ნაადრევი ნიშნები ჩნდება. ემოციურ დონეზე DHEA–ს დეფიციტი დეპრესიის, ემოციური ცვლილებების და გადაწვის სახით ვლინდება.

მისი დონე 25 წლის შემდეგ მცირდება. 50 წლისას ნორმის ნახევარს შეადგენს, ხოლო 70 წლის შემდეგ – მხოლოდ 20%. მარაგი შეგიძლიათ სპეციალური საკვებ დანამატების და კრემების სახით შეივსოთ. ენდოკრინოლოგები გირჩევთ ეს მეთოდები კომბინაციაში გამოიყენოთ, რომ ზრდასრული ადამიანის ნორმას 15-65 ნმოლ/ლ მიაღწიოთ.

ჩვენება: ლიბიდოს შემცირება, ძილიანობა, ემოციური გადაწვა, კანთან დაკავშირებული პრობლემები, სიბერის პირველი ნიშნები.

თხევადი კოლაგენი

კოლაგენი ცილების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ორგანიზმში. ჩვენს ორგანიზმში 25-35% ცილებია– ანუ კოლაგენი. სწორედ ისაა პასუხისმგებელი ჩვენი კანის ხარისხზე, მის მოქნილობასა და სიგლუვეზე. გარდა ამისა, კოლაგენი სახსრების მოქნილობის და ართროზის თავიდან ასაცილებლად გვჭირდება. კოლაგენს ორგანიზმი თავად აწარმოებს, მაგრამ ასაკთან ერთად მისი წარმოება მცირდება. შედეგად: ნაოჭები და სახსრების პრობლემები. თხევადი კოლაგენი, რომელიც კოქტეილის სახით შეგიძლიათ დალიოთ, ამ მარაგს შეგივსებთ.

აქ, პატარა მუხთლობა არსებობს. თუ კოლაგენს ნაოჭების გასაქრობად სვამთ, შეიძლება არ იმუშაოს ან იმოქმედოს. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი კოლაგენს საჭირო ადგილებში ანაწილებს. ორგანიზმისთვის სახსრების ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე „ბატის თათები“. ის კოლაგენის ჯარს სწორედ სახსრების აღდგენასა და მხარდაჭერაზე ხარჯავს, თუ ამის პრობლემები გაქვთ. ესეც ცუდი არაა, მაგრამ ცოტა სევდიანია.

ჩვენება: ნაოჭები, კანის სიმკვრივის შემცირება, ჩამოწელვა.

გლუკოზის ოპტიმიზატორი

ალბათ, ყველაზე მოდური ბადი ფიტნესის მოყვარულთა შორის. თითოეული ბლოგერი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, რომ ამ დანამატზე ისაუბროს. თითოეული მოდის მიმდევარი კი მას იღებს. მისი მიღება უყვართ, რადგან ბადი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ტკბილეულის და ფქვილისკენ ლტოლვას ამცირებს. თუ დიეტის ეფექტურობის გაზრდა ან მის გარეშე ცხოვრება გსურთ, შეგიძლიათ გლუკოზის ოპტიმიზატორი შეიძინოთ. გარდა ამისა, ბადი სახსრებს და კაპილარებს გაფართოებისგან იცავს, ვარიკოზის და სისხლძარღვების ვარსკვლავების გაჩენას აფერხებს.

ჩვენება: შენელებული ნივთიერებათა ცვლა, წონის სწრაფად მატება, ტკბილეულისკენ ლტოლვა.

მაგნიუმი

სტრესი თანამედროვეობის სინონიმი გახდა. მას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევთ, სანამ ორგანიზმი მასთან ცეცხლოვან ომს აწარმოებს. ვერ გამოიძინეთ? ჩემთვის უცხოა! 5 პროექტის ერთდროულად მართვა. ყველა ასე ცხოვრობს. ამასთან თქვენ დედა, ცოლი, საყვარელი და ლამაზი ქალი ხართ. რა თქმა უნდა, ასე ცხოვრებას არავინ გაიძულებთ და არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. ხშირად ეს გაცნობიერებული არჩევანია, რომ იმ დონეზე იცხოვროთ, რომელიც მოგწონთ.

მაგნიუმის დეფიციტს პირველი ნერვული სისტემა ამჩნევს. ის მაგნიუმის დეფიციტს S.O.S. სიგნალს გვაძლევს თავის ტკივილით, ქრონიკული უძილობით, მეხსიერების დაქვეითებით და პანიკური შეტევებით. ჩვენ საკვებიდან საკმარის მაგნიუმს ვერ ვიღებთ, ის დამატებით უნდა მიიღოთ. ვიტამინების არჩევისას მაგნიუმის აღებაც არ დაგავიწყდეთ: ცხოვრება ახალი ფერებით ათამაშდება, ხოლო 5 პროექტი შეუსრულებელ მისიად არ მოგეჩვენებათ.

ჩვენება: უძილობა, სტრესი, დეპრესია, პანიკური შეტევები.

ომეგა 3, 6, 9

სწორედ ის თევზის ცხიმი, რომელსაც ბავშვობაში კოვზობით გვაძლევდნენ, ოღონდ ახლა უფრო სასიამოვნო ფორმაში, კაფსულებშია და პირში თევზის და ზეთის გემოს არ ტოვებს.

მჟავები კომპლექსურად მუშაობენ და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ, იმუნიტეტს ზრდიან, მხედველობას აუმჯობესებენ, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ჯანმრთელი და მოხდენილი რომ იყოთ, ამ ამინომჟავების კურსი ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. სასიამოვნო ბონუსი: ბზინვარე თმა და კანი.

ჩვენება: იმუნიტეტის დაქვეითება, ნივთიერება ცვლის შენელება.

C ვიტამინი

თავისუფალ რადიკალებს რომ ებრძოლოთ, რომლის შესახებ ძვირადღირებული ანტიასაკობრივი კრემების შეფუთვაზე წერენ, მოქმედება შიგნიდან დაიწყეთ. C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს და თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული ჟანგვითი სტრესისგან გვიცავს. ყველაზე ციტრუსოვანი ვიტამინი ორგანიზმიდან ტოქსინებს და წიდებს გამოდევნის, რაც ჩვენს კანს დაღლილ იერს ანიჭებს.

ჩვენება: კანის მოსაწყენი ფერი, ნაოჭები და სიბერის პირველი ნიშნები, იმუნიტეტის დაქვეითება.

ნიკოტინის მჟავა (PP ვიტამინი)

ამ ვიტამინის სახელმა არ შეგაშინოთ, ის თქვენი მტერი არა, არამედ მეგობარია. ნიაცინს ან PP ვიტამინს თმის გასაზრდელ შამპუნებს ხშირად უმატებენ, რადგან სისხლის მიმოქცევას ნამდვილად ააქტიურებს და თმის ბოლქვებს კვებავს. აფთიაქში ნიკოტინის მჟავის სახელით იყიდება, თეთრები ღირს და რეცეპტი არ სჭირდება. დამოუკიდებელი გამოყენებისთვის აბები გამოგადგებათ. რეკომენდებულია დღეში 3 აბის ერთდროულად მიღება. ეს დაუყონებლივ ჰიპერმიას იწვევს: სახესა და თმის ძირებში სისხლის ნაკადი გაიზრდება, სისხლთან ერთად ჟანგბადის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა ვიტამინის მიწოდება მოხდება.

ჩვენება: თმის ცვენა, თმის გაიშვიათება, კანის მოსაწყენი ფერი, ჰიპერპიგმენტაცია და კანის არათანაბარი ფერი.

A ვიტამინი

იგივე რეტინოლი, რომლითაც ყველა ლუქს ბრენდის მოვლის საშუალებები გატაცებულია. სინამდვილეში, ამის უამრავი მიზეზი არსებობს. A ვიტამინი საუკეთესოა, რაც ჩვენს კანს შეიძლება დაემართოს. მოზარდობის ასაკში რეტინოლი აკნეს და ანთებას აქრობს, 20 წლის შემდეგ პირველი ნაოჭების პროფილაქტიკას წარმოადგენს, ხოლო 40 წლის შემდეგ თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვის. რეტინოლზე დაფუძნებული სალონური პროცედურებისგან განსხვავებით A ვიტამინი თეთრები ღირს და პირდაპირ შიგნიდან მუშაობს. სწორედ ამიტომ, ბევრი ქალი ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად A ვიტამინის კურსს ყოველ 4 თვეში იტარებს.

ჩვენება: აკნე, გამონაყარი, მიმიკური ნაოჭები, ღრმა ნაოჭები და თავისუფალი რადიკალები.

Advertisement
ჰოროსკოპი19 hours ago

4 ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის ნოემბერში ჯილდოს მიიღებს

ყვავილები19 hours ago

როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის, რომ გაზაფხულზე უხვად აყვავილდეს

თავის მოვლა19 hours ago

თეთრებად ღირებული სახის ნიღბები მომთხოვნი კოსმეტოლოგის რეცეპტით

ტესტები19 hours ago

რამდენად ძლიერ გიყვართ საკუთარი თავი? ფსიქოლოგიური ტესტი სრულ სიმართლეს გეტყვით

ჯანმრთელობა2 days ago

D ვიტამინი: რა გავლენას ახდენს „ვიტამინების მეფე“ ჩვენს ცხოვრებაზე

თავის მოვლა2 days ago

როგორ შევიღებოთ თმა სახლში და მარტივად მოვიშოროთ საღებავის ლაქები? სუპერ რჩევები პროფესიონალებისგან

თავის მოვლა2 days ago

რა შეიცვლება, თუ ყოველდღე „სტაფილოს კრემს“ გამოიყენებთ

ყვავილები2 days ago

ამ ლამაზ მცენარეებს თქვენი მოკვლა შეუძლიათ

ჯანმრთელობა3 days ago

რატომ უნდა შეამოწმოთ ღვიძლის მდგომარეობა, თუ მუდმივად დაღლილი ხართ

საკითხავი3 days ago

ბრძნული რჩევა, რაც უპატიებელი და მზაკვრული ღალატის პატიებაში დაგეხმარებათ

ჰოროსკოპი2 weeks ago

8 ოქტომბერს 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში „შავი ზოლები“ დასრულდება

სხვა2 weeks ago

5 ეშმაკობა რომელიც სუნამოს სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა3 days ago

თრომბი: 8 ნიშანი, რომ ის თქვენს სხეულშია

მოდა და სტილი3 weeks ago

ქალის ჯინსის 7 მოდელი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ

ჰოროსკოპი2 weeks ago

როგორი იქნება 2021 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ჰოროსკოპი7 days ago

5 ზოდიაქოს ნიშანს ნოემბერში საბედისწერო გაკვეთილი ელოდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება

სხვა2 weeks ago

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში კარმული ადამიანი გამოჩნდა

ჰოროსკოპი6 days ago

ოქტომბრის ბოლო პერიოდი სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის საბედისწერო დრო იქნება

ტესტები3 weeks ago

გულწრფელი ტესტი სააბაზანოდან: ნახეთ, როგორ უჭერთ კბილის პასტის ტუბს

ტრენდული