Connect with us

ჯანმრთელობა

ტვინის ანევრიზმის 5 სახიფათო სიმპტომი: ყურადღებით იყავით!

ტვინის ანევრიზმას, ხშირად, შენელებული მოქმედების ნაღმსაც უწოდებენ, რამდენადაც ამ პათოლოგიის დროს თავის ტვინში არსებული სისხლძარღვები იბერება და ეს პროცესი, ზოგიერთ შემთხვევაში, ტვინში სისხლის ჩაქცევითა და ლეტალური შედეგით სრულდება.

მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პათოლოგიის დიაგნოსტირება რთულია და მისი გამოვლენა, ხშირად, ხდება შემთხვევით, რეგულარული გამოკვლევებისას, მაგალითად მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს.

საბედნიეროდ, არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ანევრიზმის განვითარებაზე. გირჩევთ, მიაქციოთ ყურადღება თქვენი ორგანიზის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს და არ გაწიროთ თავი უყურადღებობის გამო.

ანევრიზმის სიმპტომები

1. თავის ტკივილი

თავის ტკივილების პერიოდული შემოტევა უეცრად და ძალიან ძლიერად – ეს ექიმთან მიმართვის მიზეზი უნდა იყოს. ასევე, რეკომენდებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ინტენსიობის ტკივილი გაჩნდა და თანდათან იმატებს.

2. სხეულის ნახევრის გაბუჟება

როცა ტვინის ანევრიზმა სახეზეა, ხდება ტვინისთვის სისხლის მიწოდების სხვადასხვა პროცესის დარღვევა, შედეგად კი ნერვული სისტემა ვეღარ გადასცემს სიგნალებს სხეულის გარკვეული ნაწილების შესახებ და ხდება მათი გაბუჟება. ეს შეიძლება იყოს როგორც ფეხები, ისე სახეც. ამ სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან პათოლოგია დამოუკიდებლად არ გაქრება.

3. მხედველობის გაუარესება

როცა თვალებში გამოსახულება ორმაგდება ან ბინდდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია ანევრიზმის განვითარებასთან გვქონდეს საქმე, რადგან ტვინის სისხლძარღვების გაბერვა ზეწოლას ახდენს მხედველობის ნერვზე.

4. ქუთუთოების ჩამოწევა

თუ თვალის კუთხეებზე ქუთუთოები ჩამოიწია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ანევრიზმა ვითარდება და მაღალია ინსულტის რისკი.

5. კვებითი მოწამლვა

ანევრიზმის დროს, ასევე, შეიძლება გაჩნდეს ორგანიზმის კვებითი მოწამლვის სიმპტომებიც: დიარეა, გულისრევა და ღებინება. თუ ასეთი ნიშნები თავის ტკივილის შემდეგ ჩნდება, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!