ტესტები
ტესტი: ვამპირი ხართ თუ დონორი
ნუმეროლოგიის დახმარებით ენერგეტიკის დონის საიმედოდ გამოთვლა შეიძლება. თქვენი დაბადების თარიღი ბევრ რამეს ამბობს. რატომ არის ზოგი მომხმარებელი (ვამპირი), ზოგი კი მომწოდებელი (დონორი)?
ვამპირი კონტაქტის დროს სხვა ადამიანის ენერგიას იღებს. როცა თქვენ ცუდად ხართ, ვამპირი თავს კარგად გრძნობს, როცა ავად ხართ, მან შეიძლება თავი მშვენივრად იგრძნოს.
დონორი ვამპირის საპირისპიროა. ის ენერგიით კოსმოსს კვებავს. სწორედ ამიტომ, ასეთ ადამიანს უფრო მეტი ენერგია აქვს და შეუძლია სხვებს გაუზიაროს.
ამ ტესტით შეძლებთ გაიგოთ, ვინ ხართ: ვამპირი თუ დონორი.
მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 17.03.1990. ეს სამი რიცხვი ფურცელზე დაწერეთ და გამოთვალეთ.
დაბადების დღის და თვის რიცხვები დააჯამეთ: 1+7+0+3=11
შემდეგ დაბადების წელი დააჯამეთ: 1+9+9+0=19
მიღებული რიცხვები დააჯამეთ: 11+19=30
ეს მეოთხე რიცხვიც ჩაიწერეთ.
ახლა, მეოთხე რიცხვის ციფრებიც დააჯამეთ: 3+0=3
ამის შემდეგ მიღებული ჯამიც ცალკე ფურცელზე დაწერეთ (მე-5 ციფრი)
ახლა მეოთხე რიცხვს გამოაკელით თქვენი დაბადების დღის პირველი ციფრის გაორმაგებული ციფრი: 30-(1+1)=28. მიღებული რიცხვიც ცალკე ფურცელზე ჩაიწერეთ (მე-6 რიცხვი).
ახლა მე-6 რიცხვის ციფრები დააჯამეთ: 2+8=10. ესეც მე-7 ციფრი.
თქვენ 7 რიცხვი მიიღეთ, ასეთი თანმიმდევრობით: 17, 3, 1990, 30, 3, 28, 10
ახლა ყველა ერთიანი, ორიანი და სამიანი გადმოწერეთ. მიიღეთ: 111, 2, 333.
როგორ ავხსნათ შედეგები?
ერთიანი
თუ ერთიანი არ გაქვთ, გამოდის, თქვენ სუსტი ენერგეტიკა გაქვთ და იძულებული ხართ მხოლოდ კოსმიური ენერგიით იკვებოთ ან ენერგია ბუნებისგან მიიღოთ (თქვენ შეიძლება ვამპირი იყოთ).
1 – საკუთარი პიროვნება ძალიან გიყვართ. სხვების ენერგიით გამოკვებაზე უარს არ ამბობთ.
11 – ვამპირიზმისკენ მიდრეკილება. დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ, რომ ენერგოვამპირი არ გახდეთ.
111 – თქვენ დამყოლი ხასიათი გაქვთ. ეს შესანიშნავია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის დათმობა არ ღირს.
1111 – თქვენ ძლიერი ხასიათი გაქვთ. შეგიძლიათ ვამპირების არ გეშინოდეთ. საკმარისი ძალა გაქვთ, რომ ლიდერი იყოთ, სხვები დაიმორჩილოთ. ძალაუფლების მიმართ სიყვარულმა შეიძლება ვამპირი გაგხადოთ.
ორიანი
ორიანის არ არსებობა ნიშნავს, რომ ვამპირიზმისკენ მიდრეკილება გაქვთ.
2 – სხვადასხვა ატმოსფერული მოვლენების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ხართ, როგორიცაა წვიმა, ჭექა–ქუხილი, ელჭექი. ბუნების ენერგიები თქვენი მთავარი ენერგიაა. სპორტით დაკავდით, რომ ენერგეტიკა ასწიოთ.
22 – ბუნებიდან საკმარის ენერგიას იღებთ, რომ ვამპირი არ იყოთ, მაგრამ დონორისთვის ეს საკმარისი არაა.
222 – ეს უკვე ექსტრასენსის დონეა. თქვენი უნარები განავითარეთ.
2222 – ასეთი ხალხი ვამპირებს მაგნიტივით იზიდავენ. მეგობრები და ახლობლები ყურადღებით შეარჩიეთ.
22222 – ბუნებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობა ფანტასტიკურია. არ მოდუნდეთ. ვამპირები თქვენ შორი მანძილიდანაც გრძნობენ.
სამიანი
თუ სამიანი საერთოდ არ გაქვთ, თქვენ პოტენციური დონორი ხართ.
3 – თქვენ ხასიათის ადამიანი ხართ. თქვენ შეიძლება ვამპირის როლიც მოირგოთ და დონორის როლიც.
33 – თქვენ ვამპირი ხართ, მაგრამ ძალაუნებურად. ხშირად ვერც აცნობიერებთ, რომ ვინმესგან ენერგიას იწოვთ. თქვენი განწყობა აკონტროლეთ.
333 – მიზანდასახული ვამპირი ხართ. გირჩევთ მეტი დრო მედიტაციას და ლოცვას დაუთმოთ.
3333 – ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უკურნებელი ვამპირი ხართ. თუ თქვენს გარშემო გაქრებიან ადამიანები, რომლებითაც იკვებებით, უბრალოდ დაიღუპებით.