Connect with us

ჰოროსკოპი

ტაროს სასიყვარულო განლაგება: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ნოემბრის თვეში

ტაროლოგი მარია ფრანცი გიამბობთ, თუ ტაროს კარტის მიხედვით როგორი სასიყვარულო თავგადასავლები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს ნოემბრის თვეში.

ვერძი – 5 ხმალი

სასიყვარულო კუთხით ვერძისთვის ნოემბერი რთული პერიოდი, ძლიერი ემოციების და ფარული მოტივების პერიოდი იქნება. არსებობს ალბათობა, რომ რჩეულის შესახებ რაღაც უსიამოვნო ფაქტს გაიგებთ, რაც თავის დროზე დაგიმალათ, რადგან თქვენი კეთილგანწყობის დაკარგვის ეშინოდა. ასეთი დაგვიანებული აღმოჩენა წყვილის ნდობას მნიშვნელოვნად შეარყევს. სანამ ახალი თაყვანისმცემლის ზრუნვას უპასუხებთ, დარწმუნდით, რომ მისი ინტერესი მიმართულია სწორედ თქვენკენ და ის „ყოფილზე“ შურისძიებას ან განშორების შემდეგ განცდებიდან გართობას არ ცდილობს. ამ თვეში გრძნობებზე უფრო ბევრი ითამაშებს, ვიდრე მჭიდრო ურთიერთობის შექმნას გადაწყვეტს.

კურო – დედოფალი პენტაკლი

ნოემბერში სასიყვარულო თავგადასავლები შეუცვლელად სიმშვიდის, შინაური კომფორტის და გემრიელი საკვების ფონზე მიმდინარეობს. სახურავზე სენტიმენტალური ლექსები ან წვიმის ქვეშ საყვარელი ადამიანის უსასრულოდ ლოდინი – ამ ყველაფერს სინანულის გარეშე სხვა ნიშნებს დაუთმობთ. კუროს ნოემბერში მხოლოდ სითბო და ნოყიერი კუჭი ეყვარება. ეს სიყვარულის გარეგნულ გამოვლენასაც ეხება. ზრუნვა ხშირად პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, როგორიცაა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ცხელი ვახშამი. თუ კურომ თბილი ქუდი გაჩუქათ, ეს შეიძლება უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ამაღელვებელი რომანტიკული ლექსი. ცხოვრებით ტკბობის და უბრალო ნივთებისგან სიამოვნების მიღების უნარი საკუთარ თავს მგრძნობიარე სფეროშიც გამოავლენს.

ტყუპები – ხმლების ტუზი

ნოემბერი ტყუპებს სიცხადეს და საკუთარი გრძნობების გაგებას მოუტანს. თუ შეგიყვარდათ, ესე იგი შეყვარებული ხართ და საკუთარი თავის მოტყუება არ ღირს. ეს წასულ ურთიერთობასაც ეხება. თუ ურთიერთობაში სიყვარული აღარაა, ადამიანები მალე დაშორდებიან. დიდი ალბათობით მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა, სადაც თქვენს შორის „ნამდვილი ნაპერწკალი“ გაჩნდება. ამ პერიოდში რომანი მოულოდნელად დაიწყება, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება და საგულდაგულოდ აგებულ გეგმებს დაუნდობლად აგირევთ. ნებისმიერი დაბრკოლება ვნების ძალით დამარცხებული იქნება. პარტნიორებს, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ გრძნობებში დაიკარგნენ და ძველი სიახლოვე დაკარგეს, მეორე სუნთქვას შეიძენენ. შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთმანეთს გული გადაუშალონ და ძველი გრძნობა დაიბრუნონ.

კირჩხიბი – კვერთხის ტუზი

ნოემბერი კირჩხიბს ახალ შთაბეჭდილებებს პირდება. მათ, ვინც ქორწინებაში დიდი ხანია იმყოფება და მათ, ვინც მარტოა, ერთნაირი შანსი აქვთ, რომ პირადი ცხოვრება მოვლენებით მდიდარი გახდეს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ვნებების მოულოდნელი აფეთქება იქ, სადაც ერთი შეხედვით გრძნობები ყოველდღიურობამ შთანთქა, ან ახალი დამაინტრიგებელი ნაცნობობა, რომლის გაგრძელების სურვილიც გექნებათ, რომ მიხვდეთ ამისგან ღირებული რამ გამოვა თუ არა. აქედან ნებისმიერი რამ შეიძლება გამოვიდეს. ამ თვეში ურთიერთობის კარგი პერსპექტივები გაქვთ, მაგრამ პარტნიორის გაიდეალებას უნდა უფრთხოდეთ. მიუხედავად იმისა, თუ მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება, ეს თვე ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გახდება.

ლომი – პაჟი პენტაკლი

ლომს სასიყვარულო საქმეებში გაუმართლებს და გულშემატკივრების დეფიციტი არ შეაწუხებს, მაგრამ კონკრეტული ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ. ამ ადამიანის ინტერესები გაიზიარეთ, თქვენთვის ახალი სფერო აითვისეთ, სპორტით დაკავდით. მაშინაც კი, თუ სასურველს ვერ მიაღწევთ, ან დროთა განმავლობაში თქვენი ვნება ჩაცხრება, დროს მაინც სასარგებლოდ გაატარებთ. მათ, ვინც წყვილი უკვე იპოვა, მესაკუთრეობის მცირე გრძნობა ექნებათ. ამას ყურადღება მიაქციეთ და დრო და დროს თქვენს მეორე ნახევარს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით. სიტუაცია შეიძლება პირიქითაც იყოს – მაშინ დასვენება აუცილებლად გჭირდებათ.

ქალწული – 6 თასი

ქალწულს უჩვეულოდ რომანტიკული თვე ელოდება. ბევრი სენტიმენტალური მოგონებები გექნებათ და ბედი ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებთან მიგიყვანთ. ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში ცხოვრობს, ასეთი ადგილების რეგულარული მონახულება პრაქტიკულად გარდაუვალია.  მოსალოდნელია წარსულიდან მოულოდნელი შეხვედრები. აქ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ! თქვენი ახალგაზრდობის მოწმესთან ერთად მოგონებებში ჩაძირვა კარგია, მაგრამ სჯობს ასე არ გააკეთოთ. მაშინაც კი, მოგონება უეცრად ამოტივტივდება და თავბრუს დაგახვევთ, ეცადეთ საღი აზრი შეინარჩუნოთ და ძალიან შორს არ წახვიდეთ. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წლების წინ დაშორებულნი ერთმანეთს ბედნიერად შეხვდნენ.

სასწორი – 9 თასი

სასწორს უჩვეულოდ უსაფრთხო სასიყვარულო თვე ელოდება. მთელი თვის განმავლობაში საპირისპირო სქესის მხრიდან მომატებულ ყურადღებას იგრძნობთ, ამასთან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან განსაკუთრებული ნიშანი გელოდებათ. შესაძლოა, ეს იყოს ვახშამზე მიწვევა ან პატარა საჩუქარი. თუ რაღაც მსგავსზე დიდი ხანია ოცნებობდით, თქვენი სურვილები მალე განხორციელდება. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა განსაკუთრებული ღრმა გრძნობით და სექსუალური ლტოლვით გამორჩეული იქნება. ასაკის და სასიყვარულო კავშირის ხანგრძლივობის მიუხედავად ნოემბრის შეყვარებულებს დაუვიწყარი სიამოვნება და სრული ჰარმონიის შეგრძნება ელოდებათ.

მორიელი – კვერთხის რაინდი

მორიელი ამ თვეში ენერგიის მოზღვავებას და ენთუზიაზმს იგრძნობს. თქვენი სექსუალური მიმზიდველობა ამ დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს თავის მხრივ, ზოგჯერ პრობლემებს გამოწვევს. თქვენ შეიძლება ვიღაც ადამიანზე ვნება გქონდეთ, მისი გულის მოსაგებად მთელი ძალისხმევა გასწიოთ და ბოლოს მიხვდეთ, რომ ვნება გაქრა და ადამიანი კი თქვენთვის საინტერესო აღარაა. ასეთი რისკი სხვა პერიოდშიც არსებობს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ძლიერია. ამის შესახებ გახსოვდეთ და კოლეგა არავითარ შემთხვევაში არ შეიყვაროთ. ეს მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. თუმცა მორიელი ამ თვეში სხვების რჩევებს არ მოუსმენს და მაინც თავისებურად მოიქცევა.

მშვილდოსანი – 5 თასი

ამ თვეში სასიყვარულო ცხოვრება შეიძლება ცოტა არეული იყოს. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მცირე გაუგებრობა, რომლის მოგვარებას რომანტიკული ვახშმის დროს გულწრფელი საუბრით შეძლებთ. თუმცა სიტუაციის გარკვევას ყველა მშვილდოსანი ასე სწრაფად ვერ შეძლებს. განსაკუთრებით მძიმე პერიოდი იქნება მათთვის, ვინც ეძებს და ჯერ კიდევ ვერ გაარკვია, თუ ვისთან ერთად აპირებს ცხოვრების გატარებას. მოსალოდნელია იმედგაცრუება, წყენა, ეჭვიანობა, უკმაყოფილება, დამსახურებული პრეტენზიები. სავარაუდოდ, ამ უსასრულო მელოდრამებით დაიღლებით და გარკვეული დროს მარტოობაში გატარებას და ბედის ძიების მშვიდი პერიოდისთვის გადადებას გადაწყვეტთ.

თხის რქა – 8 პენტაკლი

თხის რქისთვის სასიყვარულო კუთხით ნოემბერი უჩვეულოდ ხელსაყრელი და მშვიდი იქნება. ჩხუბი, სკანდალი და განქორწინება ნაკლებად მოსალოდნელია. ადამიანები, რომლებმაც თავისი წყვილი უკვე იპოვეს, ოჯახური ბედნიერებით სიამოვნებას მიიღებს. თუ ურთიერთობის აწყობას ახლა იწყებს, ურთიერთ ნდობას და გაგებას მიიღებს. თუ ვინმეს ყურადღების მიპყრობას დიდი ხანია ცდილობდით, დიდი ალბათობით თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. მომავალი მოქმედება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია – არ იჩქაროთ და თქვენი რჩეული არ ააჩქაროთ, მისგან გადამწყვეტი მოქმედება ან გრძნობების დამტკიცება არ მოითხოვოთ. ყველაფერი თავის დროს მოვა. პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც იცის, თუ თავის დროს როდის დაელოდოს.

მერწყული – თასების დედოფალი

მერწყული ქალისთვის ამ თვეში სასიყვარულო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და გაბრწყინებული იქნება, ვიდრე მერწყული მამაკაცისთვის. თქვენში მომხიბვლელობა გაიღვიძებს, რომლის ძალას ვერავინ გაუძლებს. თავად „სიყვარულის“ გაგება თქვენთვის უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. სიყვარულს უფრო გულუხვად გასცემთ, თქვენს გულში ადგილი ყველასთვის მოინახება. წამებში შეიძლება შეგიყვარდეთ არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ძველი შენობა, სურათი ან კარგი წიგნი. და ახალი გატაცების გამოჩენისთანავე მათ ადვილად დაივიწყებთ. ამ გულწრფელობამ, უბრალოებამ და სიმსუბუქემ შეიძლება არა ერთი ადამიანის გული გატეხოს. ამასთან, თუ ქალი წარმატებულ ქორწინებაში იქნება, ქმრის ერთგული დარჩება და საჭირო დროს მის გულს გაათბობს.

თევზები – 9 პენტაკლი

ნოემბერში თევზები იშვიათ სოლიდარობას და სერიოზულობას გამოავლენენ. მათ მსუბუქი ფლირტი და ინტრიგები, ასევე გარეგნობა, პოპულარობა ან მეტოქესთან კონკურენცია არ გაიტაცებს. თევზებმა საკუთარი თავის ფასი იციან და ეს ფასი საკმაოდ მაღალია. თევზები ძალიან ყურადღებიანია და შესაფერის პარტნიორს დიდხანს არჩევს. მიღებულ გადაწყვეტილებას შემდეგ არ ცვლის. სქესის და ასაკის მიუხედავად სასიყვარულო ურთიერთობა ამ თვეში თავისი ზრდასრული და თვითკმარი გამოვლენით გამორჩეული იქნება. სიყვარული მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი საქმე არაა. მათ დამორჩილებას ან მათით მანიპულირებას ვერავინ შეძლებს.

Advertisement
ჯანმრთელობა16 hours ago

ყავა კანცეროგენი აღარ არის

სხვა16 hours ago

მკურნალი, მცხობელი და დამხმარე

ვიდეო17 hours ago

რატომ არის საჭირო მაგნიუმი ბედნიერი ცხოვრებისა და გულის ჯანრთელობისთვის: საუკეთესო რეცეპტი

ვიდეო18 hours ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა19 hours ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

თავის მოვლა2 days ago

სილამაზის სოუსი: მდოგვი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა2 days ago

რამდენად სასარგებლო და საზიანოა მზესუმზირა

თავის მოვლა2 days ago

თხელი თმა ულამაზეს თმის კონად გადააქციეთ. მხოლოდ ერთ ღამეში ეს საშუალება სასწაულს მოახდენს.

ჯანმრთელობა2 days ago

სამკურნალო სილიციუმი ქალის ჯანმრთელობისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

ჭკვიანი როგორც გვირილა: ყვავილების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია4 weeks ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა7 days ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტრენდული