Connect with us

მოდა და სტილი

სუნს რა ვუყოთ? Levi’s-ის გენერალური დირექტორი თვლის, რომ ჯინსის გარეცხვა არ ღირს

ჩვენ, ყველა ვცდილობთ კარგად გამოვიყურებოდეთ იმის მიუხედავად ყველაზე ძვირადღირებული და მოდური ტანსაცმელი გვაცვია თუ არა. უმეტესობა ჩვენგანისთვის ეს რეცხვის და გაუთოების მუდმივი რუტინაა.

რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ ტანსაცმელი, თითოეული თავად წყვეტს, მაგრამ ამის აუცილებლობაში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა არსებობს კარდინალური საპირისპირო, საკმაოდ ავტორიტეტული მოსაზრება ჯინსის ტანსაცმლის შესახებ. ცნობილი ბრენდის Levi’s-ის გენერალური დირექტორის ჩიპ ბერგი დარწმუნებულია, რომ მისი გარეცხვა არ ღირს, როგორც მინიმუმ, ძალიან ხშირად.

ამის შესახებ მან გამოცემა Fortune-ის ჟურნალისტებს უამბო. ბერგი ჯინსის ტანსამცლის მოყვარულია. ჯინსს კომფორტულ და პრაქტიკულ ტანსაცმელად თვლიდა. ამასთან ის საკმაოდ „პრეტენზიულია“, როცა საქმე რეცხვას ეხება.

ტარების დროს ქსოვილზე ბუნებრივი ნაკეცები იქმნება, რომლის წყალობით ნაწარმი სხეულის პარამეტრებს ერგება, მაგრამ ხშირი რეცხვა მასალის გაწელვას და პიგმენტის გაღიავებას იწვევს.

როგორც ჯინსის ტანსაცმლის წამყვანი მწარმოებელი კომპანია Levi’s მუდმივად ყველა პროცესის ოპტიმიზაციაზე მუშაობს. ქსოვილის დამუშავების და შეღებვის თანამედროვე ტექნოლოგია უფრო პრეზენტაბელურ სახეს იძლევა. ჩიპ ბერგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სარეცხი მანქანის გამოყენება ტანსაცმლის უფრო სწრაფ ცვეთას უწყობს ხელს, ანუ მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ღირს.

Advertisement

კომპანიის სპეციალისტებმა ასევე ჩაატარეს გამოკვლევა იმის შესახებ, თუ პროდუქციის გამოყენება გარემოზე რა გავლენას ახდენს. იმის გათვალისწინებით, რომ ჯინსის ქსოვილს თავიდან ხშირი რეცხვა არ სჭირდებოდა, ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რეცხვის სიხშირის შემცირება წყლის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერგი წლების განმავლობაში ბინძურ ტანსაცმელს ატარებს და ჩვენც იმავეს მოგვიწოდებს. საკუთარ ჯინსებს (ის, რომელიც ინტერვიუს დროს ეცვა, საკმაოდ ახალი იყო) აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის რეცხავს, ოღონდ მხოლოდ ხელით. მცირე ლაქების მოსაშორებლად ბერგი გირჩევთ კბილის ჯაგრისი და საპნიანი ხსნარი გამოიყენოთ. ჯინსებს სიახლეს განიავებით და საყოფაცხოვრებო სუნამოების დახმარებით დაუბრუნებთ. მიკრობების მოსაშორებლად ტანსაცმელი ცოტა ხნით საყინულეში შედეთ.

რა თქმა უნდა, ხშირი რეცხვა უფრო სწრაფ ცვეთას ხელს ნამდვილად უწყობს. ჩვენ ყველა განსხვავებული ადამიანები ვართ, მით უმეტეს, რომ შეიძლება სრულად შემთხვევით დაისვაროთ. ასე არ არის? ერთხელ ჩაცმული ჯინსი მიკრობებით არის სავსე, რომელიც ჩვენი სხეულის ზედაპირსა და გარემო სივრცეში იმყოფებოდა. უმეტესობა მათგანი ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, ამიტომ შეგიძლიათ იმწამსვე გასარეცხად არ გაუშვათ, მაგრამ რა უნდა ქნათ ლაქებისა და სუნების შემთხვევაში?

ერთი მხრივ, ტანსაცმელი დაბინძურების დროს უნდა გაირეცხოს. მეორე მხრივ, ჯინსი რაღაც უნიფორმის მსგავსია, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დაისვაროს და გაცვთდეს. ამასთან, არც თუ ისე დელიკატური ქსოვილია, რომ ხელით რეცხვა სჭირდებოდეს. თქვენს რას ფიქრობთ ამის შესახებ: ჩიპ ბერგის მოსაზრება მართალია თუ მასთან კამათს აპირებთ?

Advertisement
Advertisement