Connect with us

ჯანმრთელობა

სისხლძარღვები იდეალურად სუფთა რომ იყოს, ამ 5 საშუალებიდან ერთ-ერთს ვიღებ. ასე დავამარცხე ათეროსკლეროზი

ასაკის მატების პარალელურად ადამიანების უმრავლესობა განიცდის ისეთ უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიც ღამის საათებში ხელებისა და ფეხების თითების დაბუჟებაა. ეს ნიშნები ყველაზე ხშირად სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის განვითარებაზე მიგვანიშნებს.

ათეროსკლეროზი – გულის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც სისხლძარღვების კედლები ქვავდება, კარგავს მოქნილობას, ხოლო დაზიანების ადგილებში დაგროვებას იწყებს ქოლესტერინის ფენები, რაც სისხლის ნორმალური მიმოქცევის პროცესს არღვევს.

თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, საკმაოდ მაღალი იქნება სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი. ამ საშიში მოვლენების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, საჭირო ზომები მივიღოთ დროულად, ანუ რაც შეიძლება სწრაფად ვიზრუნოთ სისხლძარღვების გაწმენდაზე. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ მოქმედ, ძალიან სასარგებლო საშუალებას, რომელიც მარტივად გაართმევს თავს ამ დავალებას.

სისხლძარღვების წმენდა ნატურალური საშუალებებით

ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან რომელიც არ უნდა აირჩიოთ, მისი გამოყენების პარალელურად თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ დიეტა და მაქსიმალურად მოერიდოთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. თუ სისხლძარღვების გაწმენდას ნატურალური საშუალებებით გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

პროდუქტები სისხლძარღვების გასაწმენდად

1. სელის კისელი

სელის თესლში შემავალი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს წნევას, თავიდან გვარიდებს არტერიების ელასტიკურობის დაკარგვას და თითქმის 75%-ით ამცირებს სისხძარღვების კედლებზე არსებულ ქოლესტერინის ფენებს.

სისხლძარღვების გამწმენდი ძალიან ეფექტური საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მესამედი ჩაის ჭიქა სელის თესლი და ერთი ლიტრი წყალი. საღამოს საათებში დაასხით სელის თესლს წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და 2 საათით გააჩერეთ წყლის აბაზანაზე.

დილით, გაღვიძებისთანავე გადაწურეთ ნარევი და მიღებული გელისებური მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური. თქვენ დაგრჩებათ დაახლოებით 850 მლ კისელისებური სითხე, რომელიც უნდა მიირთვათ 5 დღის განმავლობაში ყოველ დილას, უზმოზე და საღამოს, ჭამის შემდეგ, 1/3 ჩაის ჭიქის ოდენობით.

2. ნიგოზი და ზეითუნის ნაყოფი

სისხლძარღვების გამწმენდი ნატურალური საშუალების მოსამზადებლად აიღეთ დაახ. 1,5 კილოგრამი ნიგოზი და ნახევარი კილოგრამი ზეითუნის ნაყოფი. ორივე ინგრედიენტი გაატარეთ ხორცსაკეპში, მზა ნარევი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე.

3. ლიმონისა და ნივრის ნაყენი

როგორც მოგეხსენებათ, ლიმონი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ჩვეს სისხლძარღვებს. რაც შეეხება ნიორს, ის შეიცავს არაერთ ძალიან სასარგებლო შენაერთს, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას თავიდან გვარიდებს. თუ ყოველდღიურად 3 ან 5 კბილ ნიორს მიირთმევთ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

ლიმონისა და ნივრისგან მომზადებული ნაყენი არაჩვეულებრივად ებრძვის ანთებით პროცესებს და მოჰყავს მწყობრში არტერიული წნევა. გაატარეთ ბლენდერში, გახეხეთ ან დაკეპეთ 10 კბილი ნიორი და 1 ლიმონის თავის კანთან ერთად, მიღებულ ნარევს დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი და დააყოვნეთ 3 დღე-ღამის განმავლობაში. მიირთვით ეს საშუალება დღეში 1-ხელ ან 2-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, 1 თვის განმავლობაში. შეინახეთ ის ბნელ და ცივ ადგილზე.

4. თაფლი და დარიჩინი

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ლიტრი ანადუღარი წყალი, 2-3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 25 გრამი დარიჩინი. უბრალოდ შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და მიიღეთ ის ყოველ დილას და საღამოს ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.

5. ბალახეულის ნაყენი

თქვენ დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი გვირილა, ათასფურცელა, უკვდავა და არყის ხის კვირტები. თითოელი მათგანის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში. შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთში და 1 სუფრის კოვზ ასეთ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი.

დააყოვნეთ ის დაახლოებით 20 წუთით და შემდეგ გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. მიიღეთ მზა საშუალება ღამით, დაძინების წინ და დილას, საუზმობამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, არაჩვეულებრივი იქნება, თუ სისხძარღვების გამწმენდი კურსის ჩატარების დროს თქვენ გარკვეულ წესებს დაიცავთ და კვებაში შეზღუდვებს დააწესებთ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!