Connect with us

თავის მოვლა

სილამაზის ელექსირი აფთიაქიდან გროშებად: ჩვეულებრივი კოსმეტიკა ახლოსაც ვერ მოვა

სილამაზე – ძვირადღირებული სიამოვნებაა. ჩვენ ყველამ ვიცით სახისა და ტანის მოვლის ნებისმიერი კოსმეტიკური და სპეციალური საშუალებების ფასი. სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატზე საუბარი ზედმეტია: მათი ფასი, ხანდახან, მართლა ცეცხლივითაა.

მინდა გაგაცნოთ ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც ძალიან ეფექტურია კანის მოსავლელად და არც თქვენს საფულეს გააცარიელებს. სილამაზე აფთიაქიდან – სულ რამდენიმე თეთრად.

სილამაზის საშუალებები აფთიაქიდან

1. რეტინოლის მალამო

მთავარი მოქმედი კომპონენტი მასში – А ვიტამინია. ამშვიდებს, ხსნის კანს გაღიზიანებასა და სიწითლეს, გვეხმარება პრობლემური კანის მკურნალობაში და შესამჩნევად აახალგაზრდავებს კანს. რეკომენდებულია, წაისვათ ღამით ან ნიღბის სახით გაიჩეროთ სქელ ფენად 30 წუთის მანძილზე.

2. რძემჟავის პილინგი

“ჰილაკ ფორტეს” წვეთები 90%-ით რძემჟავას შეიცავს. იგი იდეალურია ზედაპირული პილინგისთვის, რომელიც კანის ზედაპირს გააგლუვებს და გააღიავებს. წვეთების გამოყენება შეუძლიათ მგრძნობიარე ან ალერგიული კანის მქონე ადამიანებსაც.

3. Е ვიტამინი

იდეალური საშუალება ნუნების მოვლისა და ფრჩხილების გამაგრებისთვის! ასევე, რეკომენდებულია გამჭვირვალე კაფსულების შიგთავსის შეზელა ფრჩხილის ზედაპირზე, ზრდის გასაძლიერებლად.

4. აქტივირებული ნახშირი

შესანიშნავად ათეთრებს კბილებს! დააფქვიეთ რამდენიმე აბი და გაიხეხეთ კბილები ამ ფხვნილის გამოყენებით. ღიმილი პირველივე გამოყენების შემდეგ გათეთრდება.

5. ძირტკბილას ფესვის სიროფი

ეფექტური საშუალება პიგმენტაციის წინააღმდეგ. ათანაბრებს კანის ტონს, შესანიშნავად აღიავებს კიდევაც.

6. “კლირვინი”

კრემი, რომელიც შესანიშნავად აშორებს სტრიებს. იაფფასიანი საშუალება სილამაზისთვის – ნამდვილი მონაპოვარია, რადგან სპეციალური კოსმეტიკა ძალიან ძვირი ღირს და ყოველთვის ვერ უმკლავდება პრობლემას.

7. აბუსალათინის ზეთი

აჩქარებს თმის ზრდას და აძლიერებს მას. გაიკეთეთ აბუსალათინის ზეთის ნიღბები თერმოეფექტით.

средства для красоты из аптеки

8. ჰეპარინის მალამო

დაგეხმარებათ შეშუპებებთან ბრძოლაში, მოგაშორებთ თვალქვეშა ტომრებს, ამკვეთრებს სახის ოვალს.

9. “აევიტი”

სასწაულმოქმედი ვიტამინი ღრმა მიმიკურ ნაოჭებსაც კი უმკლავდება! გახსენით 3 კაფსულა, წაისვით შიგთავსი სახეზე, გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით და ჩამოიბანეთ.

10. ასკორბინის მჟავა

სახის ნიღბები ასკორბინის მჟავის შემცველობით აახალგაზრდავებს კანს, გეხმარებათ მისი ფერის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა კოსმეტიკურ პრობლემასთან გამკლავებაში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ С ვიტამინის ამპულები ან ფხვნილი.

11. იოდი

წაისვით იოდი ფრჩხილის ზედაპირზე მთელი ღამით. ეს მარტივი მოქმედება ხელს უშლის ფრჩხილების მსხვრევას, აქერცლვას, ანიჭებს მას სიგლუვესა და ელვარებას.

12. “ბლეფაროგელ 1”

საშუალება, რომელიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს. ატენიანებს, აშორებს ნაოჭებს კანს. წაისვით ეს გელი დღეში სამჯერ.

იმედია, ეს ეფექტური საშუალებების სია გამოგადგებათ! გაუზიარეთ ახლო მეგობრებსაც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.