Connect with us

ჯანმრთელობა

სახსრების ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, გადაადგილებაც აღარ შემეძლო. უბრალო ჟელატინმა ცხოვრების ხალისი დამიბრუნა

სახსრების ტკივილი თანამედროვე პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ასაკოვნებს არ აწუხებთ. ახალგაზრდებიც განიცდიან მწვავე შეგრძნებებსა და ნორმალურად მოძრაობის უუნარობას. ტკივილის წარმოქმნის უამრავი შესაძლო მიზეზი არსებობს…

მემკვიდრული წინასწარგანწყობა(თუ ახლო ნათესავებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები ჰქონდათ), ასაკი (სახსართშორისი ხრტილების გაცვეთა), ტრავმები(სპორტსმენების განაჩენი), ინფექციები, ჭარბი წონა(მოქმედებს სახსრების გაცვეთაზე) და არასწორი კვება.

სამწუხაროდ, ექიმებს დღემდე არ მოუგონიათ რევმატულ დაავადებებთან ბრძოლის რადიკალური მეთოდები, ამიტომ, სახსრების პრობლემების მქონე ადამიანებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა: ცხოვრების აქტიური წესის შემოღება, ვიტამინებისა და ცილოვანი საკვების მაღალი შემცველობის დიეტის დაცვა და, ასევე, ჟელატინის მოხმარებაც!

სახსრების მკურნალობა ჟელატინით

ხალხური მედიცინას სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებების მთელი არსენალი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კი – ჟელატინია. საქმე ისაა, რომ მის შემადგენლობაშია განსაკუთრებული ცილა – კოლაგენი. სწორედ კოლაგენის ბოჭკოებისგან შედგება საიმედო საყრდენი სახსარშიდა ჰიალინური ხრტილისათვის.

ხშირად, ართროზული დაავადებების დროს, ყველაზე მეტად ხრტილის სტრუქტურები ზიანდება, ჟელატინის მოხმარება კი მათ განახლებაში დაგეხმარებათ. ჩინელებმა დიდი ხნის წინ აითვისეს ეს ხრიკი და, სწორედ ამიტომ, მათ რაციონში ყოველდღიურად შედის ისეთი პროდუქტი, რომელთა შემადგენლობაშიც ჟელატინია.

ეს ნივთიერება სასწაულებს ახდენს მათთვის, ვისაც სახსრების რეგულარული ტკივილი აწუხებს. უბრალოდ შეურიეთ 150 გ ჟელატინი 1/4 ჭიქა ცივ წყალს(უმჯობესია, მასა ღამით მოამზადოთ). ეს ნარევი 6-8 საათით უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

მეორე დღეს მზა მასა დაუმატეთ საყვარელ წვენს, იოგურტს ან ჩაის. უნდა გაიაროთ ერთთვიანი კურსი, თუმცა უკვე 1 კვირაშიც შეამჩნევთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. კურსის გამეორება 6 თვეში ერთხელ შეგიძლიათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს ახლობლებს! აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას, ვისაც სჭირდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.