თავის მოვლა
სახის ნიღაბი გოგრის თესლის ზეთისგან
ცოტამ თუ იცის, რომ გოგრა არა მხოლოდ გემრიელი პროდუქტია არამედ სასარგებლო კოსმეტოლოგიური ინგრედიენტიც არის. მას თმისა და კანის მოვლის საშუალებების ძირითად შემადგენელ ნაწილად იყენებენ. გოგრის თესლის ზეთის ნიღაბი ნამდვილი სასწაულმოქმედი საშუალებაა რომელიც თქვენს სახის კანს გაალამაზებს, შეამცირებს ნაოჭებს და სახის კანის ფერს გაათანაბრებს.
ინგრედიენტები
- 3 ჩაის კოვზი ცივად დაწურული გოგრის თესლის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი არაჟანი
- 4 აბი ასკორუტინი
- 2 ჩაის კოვზი სახამებელი
მომზადების წესი
1. დაფხვენით აბები. დაუმატეთ სახამებელი და კარგად აურიეთ.
2. დაასხით გოგრის თესლის ზეთი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
3. დაუმატეთ არაჟანი და კვლავ მოურიეთ
კარგად ჩამოიბანეთ სახე. დაიდეთ სახეზე ნიღაბი და 25 წუთით გაიჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენ არის მიდრეკილი – დამატენიანებელი კრემი წაისვით.
გოგრის ზეთის ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. 1 თვიანი მოხმარების შემდეგ მიმიკური ნაოჭები გაქრება, კანი გახდება გლუვი და დაჭიმული. ეს საკმაოდ უსაფრთხო საშუალებაა, თუმცა შეგიძლიათ მაინც ჩაიტაროთ ტესტი ალერგიაზე – წაისვით ნიღაბი ხელის პატარა ნაწილზე და თუ 25-30 წუთის შემდეგ ადგილზე შეწითლება და წვა არ აღგეღნიშნებათ ესეიგი შეგიძლიათ სახეზეც წაისვათ. ნიღბის დადების შემდეგ შეიძლება სახეზე მცრედი ჩხვლეტის შეგრძნებები გაგიჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში ნიღბიდან ასკორუტინი ამოიღეთ.