Connect with us

ჰოროსკოპი

საუკეთესო და ყველაზე ცუდი მეგობრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საუკეთესო და ყველაზე ცუდი მეგობრების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე ცუდი და საუკეთესო მეგობრების რეიტინგს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

1. სასწორი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის სასწორი ყველაზე კეთილი და მშვიდობის მოყვარეა. ტკივილს გაცნობიერებულად არასდროს მოგაყენებთ. მას კარმის სწამს, ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავში ატარებს. ყოველთვის გააკეთებს იმას, რასაც მისგან მოითხოვენ. სვლას ისე გააგრძელებს, რომ სანაცვლოდ არაფერს მოგთხოვს.

ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე პოპულარულია. მათი სოციალური წრე ადამიანების დიდი ჯგუფისგან შედგება. წყენას გულში არ იტოვებს და ყოველთვის პირველი პატიობს. მაშინაც კი, თუ დამნაშავე არაა, ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს.

2. მორიელი

მორიელი ყველაზე საინტერესო ზოდიაქოს ნიშანია. ის ნდობას და ერთგულებას აფასებს, რის გამოც ამ სიაში ნომერ მეორე ადგილზეა. როგორც კი მიხვდება, რომ ადამიანის ნდობა შეიძლება, მას დაიცავს და მუდმივ მფარველობას გაუწევს. თუ მორიელის მეგობარი გახდებით, მთელი ცხოვრების მეგობარს შეიძენთ.

3. თევზები

თევზები ყველაზე ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. სწორედ ამ ემოციის წყალობით ადამიანებთან ღრმა კავშირს ამყარებს. მას შეუძლია იმ ტკივილის გაგება, რომელსაც თქვენ განიცდით. ის ყველა ზოდიაქოს ნიშნის დამცველად ითვლება და სხვა ადამიანების მოთხოვნილებებს საკუთარზე წინ აყენებს. თუ თევზის მეგობარი გახდებით, ყოველთვის გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც ენდობით.

4. ტყუპები

როგორც თევზები, ტყუპები ღრმად მოაზროვნე და მგრძნობიარე ნიშანია. და როგორც სასწორი, ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ამის წყალობით შესანიშნავი მეგობრები არიან. მას შეგიძლიათ სერიოზულ თემებზე ელაპარაკოთ და დრო მხიარულად გაატაროთ. მას ორ სრულად განსხვავებულ ადამიანთან მეგობრობა შეუძლია, მას სხვებზე უკეთ მოსმენა და გაგება შეუძლია.

5. ლომი

ლომი ყველაზე მშვიდი და მიწიერი ნიშანია. მას აქვს უნარი, ყველას, მათ შორის მეგობრებს, თავი შეაყვაროს. ის არის მეგობარი, რომელზეც ყველა ოცნებობს, რადგან მათი გული სამართლიანია. ლომი შეხვედრებით სიამოვნებას იღებს და იფურჩქნება, როცა მას ჯანსაღი ურთიერთობა აქვს. ის პირველი იქნება, როცა მიხვდება, რომ ურთიერთობა  ისეთი აღარაა. პირველი იქნება, რომელიც ჩაკეტილი ურთიერთობიდან თავის დაღწევის საშუალებას მოგცემთ.

6. მშვილდოსანი

მშვილდოსანს ბევრი მეგობარი არ ჰყავს და დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა. რამდენიმე სანდო მეგობრის ყოლა ურჩევნია. ძალიან ღრმად აზროვნებს და ზოგჯერ საკუთარ სამყაროში იკარგება. ზოგჯერ ახლო მეგობრებსაც კი მასთან მიღწევა არ შეუძლიათ. ისინი ტკივილის მომნიჭებელი ადამიანებისგან ყველაზე მეტად დაცულები არიან. ღრმა კავშირებში იფურჩქნება, მაგრამ ასეთი ადამიანის პოვნა უჭირთ.

7. მერწყული

ყველაზე უცნაური ზოდიაქოს ნიშანი, თუმცა მასთან საუბარი საინტერესო იქნება. ის საკუთარ დოლზე ურტყამს და არ აინტერესებს, თუ სხვები რას იფიქრებენ. მეგობრებისთვის ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, რომ მათ თავი ყველაზე ლამაზად და საყვარლად იგრძნონ. მერწყულს ეს ნამდვილად სწამს.

8. კირჩხიბი

კირჩხიბი მარტოობაში ბევრ დროს ატარებს. მათ დრო სჭირდებათ, რომ ადამიანების ნდობა ისწავლონ და ბევრს უბრალოდ იშორებენ. კირჩხიბი ყოველთვის ორჯერ მეტს გასცემს, ვიდრე ღებულობს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილი გული აქვს, მას გული ძალიან ატკინეს, ამიტომ ზოგჯერ ძალიან ცივად იქცევა. მთელი ძალით ცდილობენ საკუთარ თავს აპატიონ და ადამიანებს მეორე შანს არასდროს აძლევენ. მათ ურთიერთობაში თავდაჯერებულობა აკლიათ. პირველი შეხვედრის დროს თავს უხერხულად გრძნობს.

9. ვერძი

ვერძი ეძებს მეგობარს, რომელზეც ნდობას შეძლებს. სინამდვილეში, ამ ნიშნის მქონე ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა. მათ უბრალოდ არ იციან, თუ ემოციები როგორ გამოავლინონ. ის ფიცხია, სწორედ ამიტომ მას ხშირად უწევს კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრა.

10. კურო

ეს ნიშანი ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. ის მოდუნებული და უზრუნველია და ნამდვილად კარგი და ერთგული მეგობარია. ურთიერთობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებენ და ხიდს არასდროს წვავს და ვინმესთან რაიმე პრობლემა არ აქვს. მაგრამ ძალიან ჯიუტია. კურო თავისი სიტყვის მეპატრონეა. თუ ამბობს, რომ რაღაცას გააკეთებს, შეგიძლიათ 100 %-ით ენდოთ.

11. თხის რქა

ის ყველაზე სასაცილო ზოდიაქოს ნიშანია, მაგრამ ეს მათი ყველაზე დიდი პრობლემაა. თავში ცუდ იდეებს პირველი გინერგავთ და არასწორ არჩევანს აკეთებს. მაშინ, როცა მასთან ერთად თავგადასავლების ძიებისთვის მზად ხართ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. თხის რქასთან შეიძლება გაერთოთ, მაგრამ ურთიერთობას მეგობრობაზე წინ აყენებს.

12. ქალწული

ქალწულთან მეგობრობა მისი ფეთქებადი და უდრეკი ხასიათის გამო ძალიან რთულია. მარტივად რომ ვთქვათ, ის არის ადამიანი, რომელიც სჯობს თქვენი მეგობარი იყოს და არა მტერი. სწორედ ამიტომ, ადამიანები ცდილობენ მასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არა ძალიან.

Advertisement