Connect with us

ჯანმრთელობა

საუზმე მტერს გაუზიარეთ! ექიმმა ლეო ბოკერიამ დიეტოლოგიაში რევოლუცია მოაწყო

ლეო ბოკერია ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი და პროფესორია. მასთან მოხვედრაზე ბევრი ოცნებობს. პაციენტებზე ზრუნვისას, მან შეისწავლა ადამიანის ორგანიზმი ყოველმხრივ და გამოიტანა დასკვნა, რომელმაც თანამედროვე დიეტოლოგებს თავზარი დასცა.

გვიმტკიცებენ, რომ საუზმე – საკვების აუცილებელი მიღებაა, რომლის წყალობითაც, ორგანიზმში ნივთიერებათა მიმოცვლა სწორად მიმდინარეობს და რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება. ლეო ბოკერია ამტკიცებს, რომ იცის, როგორ გავხდეთ სწრაფად დიეტის გარეშე: უბრალოდ, უარი უნდა ვთქვათ საკვების მიღებაზე დილით.

როგორ ვიკვებოთ გასახდომად

-“ძალიან დიდი ხნის წინ, ბევრჯერ შემიმჩნევია, რომ ცნობილი ქირურგები, მაქსიმუმ, დილით 1 ფინჯან ყავას სვამდნენ. მორჩა! შუა დღეს კი(ლანჩის დროს) ბუტერბროდს მიირთმევდნენ.

საღამოს, სახლში მისვლისას, ნორმალურად მიირთვით საკვები, შემდეგ იბანავეთ, რამე წაიკითხეთ… ამიტომ საუზმე – მტერს დაუთმეთ, სადილზე – წაიხემსეთ, ხოლო საღამოს(არა 8 საათის შემდეგ) – მსუყედ ივახშმეთ. ჩემი დაკვირვებით, იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი დღეგრძელია, ასე ცხოვრობენ..”

დევიდ ლევიცკიმ, კორნელის უნივერსიტეტიდან, ჩაატარა მრავალმხრივი კვლევა, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ, თუ კვირაში რამდენჯერმე მაინც გამოტოვებთ საუზმეს, საგრძნობლად გახდებით! ადამიანები, რომლებიც არ საუზმობდნენ, შიმშილს მწვავედ შეიგრძნობდნენ სადილის დროს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სადილზე უფრო მეტს ჭამდნენ, ვიდრე დანარჩენები. სამაგიეროდ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიები მათთვის უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საუზმის მოყვარულთათვის.

თუ იმაზე ფიქრობთ, თუ როგორ უნდა იკვებოთ გასახდომად, სცადეთ კვების ასეთი სქემა. უკუჩვენებაა მხოლოდ დიაბეტი. დანარჩენებისთვის ეს სავსებით მისაღები გეგმაა.

იმისათვის, რომ შედეგები გააუმჯობესოთ, დაკავდით მინიმალური ფიზიკური დატვირთვებით მაინც და ეცადეთ, ზოგ პროდუქტს მოერიდოთ. ლეო ბოკერია მათ მიაკუთვნებს მდნარ ყველს, ძეხვს, სწრაფი მომზადების ფაფებს, ხაჭოს ყველეულსა და დაპაკეტებულ წვენებს.

მათ, ვინც უკვე მოახერხა გახდომა, იციან – რამდენად სასიამოვნოა, იყო კმაყოფილი საკუთარი სხეულით და ამაყობდე ნებისყოფით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს!