Connect with us

ტესტები

საინტერესო საახალწლო საჩუქრების ნაკრები

ყველასთვის ცნობილია, რომ წინაასახალწლო წინასწარმეტყველებები ყველაზე ზუსტი და სასიხარულოა.

გსურთ გაიგოთ, როგორი მოულოდნელი საჩუქარი მოგიმზადათ ბედმა ახალ წელს?! ჩვენი რედაქცია ამ საიდუმლოს ფარდას ახლავე ახდის.

გარანტიას გაძლევთ, რომ ეს წინასწარმეტყველება ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი აუხდებათ, ასე რომ მოიშორეთ ეჭვი და სწრაფად აირჩიეთ საჩუქარი:

წინასახალწლო წინასწარმეტყველება 2020 წლისთვის

მათ ვინც საჩუქრის პირველი ვარიანტი აირჩია, ახალ წელიწადს სერიოზული კარიერული ზრდა და დიდი მატერიალური სიკეთეები ელის. იანვრის დასაწყისიდან წარმატება თქვენთან იქნება და ის ყველაზე ამბიციური მიზნების მიღწევაშიც კი დაგეხმარებათ!

თუ თქვენი არჩევანი მეორე ვარიანტზე შეჩერდა – ელოდეთ სასიყვარულო აღიარებებს, სიმყუდროვესა და ოჯახურ სითბოს. განსაცდელი და უსიამოვნებები თქვენი სიმყუდროვის დარღვევას ვერც კი გაბედავენ, ხოლო ნებისმიერი კამათი და ჩხუბი საყვარელ ადამიანებთან, თვალის დახამხამებაში მორჩება და დადებითად გადაწყდება.

მათ ვინც მესამე საჩუქარი შეარჩია, დაუვიწყარი ემოციებისა და თავგადასავლების მთელი ზღვა ელით. წელი ნათელი ფერებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იქნება სავსე. იქნებ დიდი ხანია რაც სამოგზაუროდ გეგმავთ წასვლას, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდით?! არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სწორედ ამ წელს გაგიჩნდებათ საკმარისი სითამამე ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის მაკს ლუშერის ტესტი, ეფუძნება ვარაუდს, რომ ფერის არჩევანს ადამიანის მიმართულებების, განწყობის, ფუნქციური მდგომარეობის და მისი პიროვნების ძირითადი თვისებების ჩვენება შეუძლია.

ასე, მაგალითად, მწვანე ფერი ასახავს თვითდამკვიდრების საჭიროებას, ასევე რთულ სიტუაციებში მოქნილობაზე და ნებისყოფის გამოვლინებაზე მიგვანიშნებს, რის შედეგადაც ნარჩუნდება შრომსუნარიანობა, მდგრადობა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ეს კი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი რომელმაც თუნდაც გაუცნობიერებლად, უპირატესობა ამ ფერს მიანიჭა – აუცილებლად მიაღწევს წარმატებას კარიერაში და ყველაფერში რაც მატერიალური სიკეთეების მიღებას უკავშირდება.

წითელი ფერი, ისე როგორც არცერთი დაკავშირებულია მგრძნობიარობასა და ვნებასთან. თუ ადამიანი მას ირჩევს, ესეიგი მოცემულ მომენტში მისი გონება მიმართულია სასიყვარულო სფეროში აქტიურ ქმედებებზე. როგორც ცნობილია, ის ვინც აქტიურად მოქმედებს – ყოველთვის იღებს სასურველ შედეგს!

ყვითელი ფერი კი იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანი მიდრეკილია ოცნებებისკენ. ეს ფერი აქტიურ და კონტაქტურ ადამიანებს მოსწონთ, რომლებსაც ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ თავი თავისუფლად და კომფორტულად იგრძნონ. როგორც წესი, სწორედ ისინი, ვინც ყვითელ ფერს ანიჭებენ უპირატესობას – სახელგანთქმული მოგზაურები და თავგადასავლების მოყვარულები არიან.

უნდა გვესმოდეს, რომ თავისით ვერცერთი წინასწარმეტყველება ვერ იმუშავებს. ზოგიერთი რამ მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ თავად გვჯერა მათი. ვქმნით ვიზუალიზაციას – მიზნის აზრობრივ გამოსახულებას და ქვეცნობიერად მივილტვით მისკენ.