Connect with us

სახლი და დიზაინი

სავარძელი–ჰამაკი, სარკე, შპალერი: 9 რამ, რაც თქვენს ინტერიერს განაახლებს

ცივმა ზამთარმა დაგღალათ? Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, სახლის დეკორი შეცვალოთ. ასე განწყობას გაიუმჯობესებთ!

სინოპტიკოსების თქმით, კლიმატური გაზაფხული არც ისე მალე დადგება, მაგრამ ეს მოწყენის მიზეზი არაა. უკვე დღე გრძელია და მზეც დიდხანს ანათებს. თუ ეს ენერგიას არ გმატებთ, გთავაზობთ მისაღები ოთახი, სამზარეულო ან საძინებელი მორთოთ, რომ განწყობა აგიმაღლდეთ და გაზაფხულს სიხარულით შეხვდეთ.

1. დეკორატიული ბალიში IKEA, HANNELISE

50X50 სმ ზომის ფერადი ბალიში გამოხატული ორნამენტით არც ერთ ოთახში შეუმჩნეველი არ დარჩება. შეგიძლიათ ერთფერიან ბალიშებს თამამად შეუხამოთ. ამისთვის ორნამენტის ჩრდილები გამოიყენეთ. სავარაუდოდ, შესაფერისი უკვე იპოვეთ.

2. სავარძელი–ჰამაკი Tengorattan ბალიშით

უბრალოდ დასასვენებლად პატარა კუთხე გამოყავით, სადაც წიგნით, სმარტფონით ან ნოუთბუქით მყუდროდ მოეწყობით, ყავას დალევთ, ფანჯარაში გაიხედავთ და ცხოვრებით დატკბებით. როცა დათბება, სავარძელი შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ. ის გამძლეა, მზის სხივები და წვიმა ვერაფერს დააკლებს. სავარძლის გვერდით ოთახის მცენარეების დახმარებით მინი ბაღი მოაწყვეთ და ჰაერის დამატენიანებელი დააყენეთ.

3. ფლიზელინის ფოტოშპალერი, OBI

ინტერიერის შეცვლა შეგიძლიათ კედლებიდან დაიწყოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დროა შპალერი განაახლოთ ან ახალი საღებავი გადაუსვათ. ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი – ოთახის ერთი კედელი უფრო ნათელი გახადეთ. ფოტოშპალერი დიდ პანოს ან სურათს ჩაგინაცვლებთ. ის კვლავ პოპულარულია, ოღონდ ახლა ფართო არჩევანი გვაქვს და ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაფერის ვარიანტს იპოვით. შპალერი 2,7X2 მ ზომით გლუვი ტექსტურით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოსდა ნამდვილ მწვანე ბაღში ან ორანჟერეაში იმყოფებით.

4. კედლის დეკორი

საძინებელი ოთახის მოსაწყენი ინტერიერი შეგიძლიათ 15 წუთში ნათელი და ლამაზი ყვავილებით გააცოცხლოთ. ნაკრებშია 9 ტიტა, რომლებიც ნებისმიერ ზედაპირს ადვილად ეკვრის. არ შეგეშინდეთ, რომ ისეთი კომპოზიციები ვერ შექმენით, როგორიც გსურდათ. ტიტები ადვილად შეგიძლიათ მოხსნათ და თავიდან მიამაგროთ.

5. სარკე ჩარჩოში, Hoff

ალბათ, იცით, რომ სარკე მზის სხივებს ირეკლავს, ამით კი სახლში განათებას აუმჯობესებს და სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. მრგვალი სარკე ფართო ღია ფერის ჩარჩოში, რომელიც ნატურალური ხისგან არის დამზადებული, როგორც შემოსასვლელის, ასევე საძინებელი ან მისაღები ოთახების გასაცოცხლებლად გამოგადგებათ.

6. პოსტერების ნაკრები „ანგსტრემი“

თავი რომ არ იმტვრიოთ, თუ რომელი სურათი დაკიდოთ კედელზე, პირდაპირ პოსტერების ნაკრები შეიძინეთ. პოსტერები ძალიან ლამაზად გამოიყურება საძინებელ ოთახში საწოლის თავზე. ნაკრებში 3 პოსტერი შედის.

7. ნაკრები მცენარეების გასაზრდელად, CookHouse

ნიჟარის მსგავსი მინი კაშპო უჩვეულოა იმით, რომ მაგნიტზე მაგრდება და ნებისმიერ ლითონის ზედაპირს შეგიძლიათ მიამაგროთ. ყველაზე მარტივი – მაცივარზე მიამაგრეთ. სიღრმეში შეგიძლიათ ჩარგოთ სუკულენტები ან ცოტა წყალი ჩაასხათ და ტოტი ჩადოთ, რომელიც მალე გაფესვიანდება და გაგახარებთ ყოველთვის, როცა სახლში იქნებით. მინი კაშპო სასაჩუქრედ იდეალური ვარიანტია. ნაკრებში 3 კერამიკის ფიგურა შედის.

8. დეკორატიული თარო ხელოვნური ყვავილებით და ფოტოს ჩარჩოებით

მცურავი თარო, რომელიც ნებისმირ ადგილას შეიძლება ჩამოკიდოთ, ოთახს ან სამზარეულოს მყისიერად გააცოცხლებს. ნაკრებში შედის ხელოვნური ყვავილები, მაგრამ მათ ნამდვილი ყვავილებით ადვილად ჩაანაცვლებთ, ხოლო პოსტერები შეგიძლიათ განწყობის მიხედვით შეცვალოთ.

9. აკვაფერმა VegeBox

ბაღის ფერმა VegeBox – ნამდვილი ეკოსისტემაა, რომელიც აღჭურვილია განათებით. ამის წყალობით შეგიძლიათ მცენარეები მოიყვანოთ და პატარა თევზები დაასახლოთ. რაც მთავარია, შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ წერტილში მოათავსოთ: თაროზე, კომოდზე საძინებელში ან კომპიუტერის მაგიდაზე. ნათურა აღჭურვილია დიმერით, ამიტომ სინათლის სიკაშკაშე შეგიძლიათ დაარეგულიროთ.