Connect with us

თავის მოვლა

სააფთიაქო საშუალებები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. თმის ძირების ზრდის სტიმულაცია

სააფთიაქო საშუალებები თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. თმის ძირების ზრდის სტიმულაცია

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ვიტამინები აუცილებელია. სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი ადამიანის გარეგნულ მხარეზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგ., ფრჩხილებზე, კანსა და თმებზე. ლამაზი, მბზინვარე და ჯანსაღი თმის აღდგენაში B ჯგუფის ვიტამინები ამპულებში დაგეხმარებათ.

თმის ვიტამინები ამპულებში

მათ შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ და ხშირად ამავე ვიტამინებისგან შემდგარი სპეციალურ პრეპარატებთან შედარებით ძალიან იაფი ღირს. სწორედ ამიტომ რაციონალური იქნება უპირატესობა არა ბრენდს, არამედ თავად მომზადებულ სასარგებლო ვიტამინების ხსნარს მიანიჭოთ.

ნიღბები, რომელთაც B ჯგუფის ვიტამინებს დაუმატებთ, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია და სახლის პირობებში თმის მოსავლელად ხშირად გამოიყენება. მათი გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ზოგიერთი B ჯგუფის ვიტამინის შეუთავსებლობის შესახებ გახსოვდეთ. B6 და B12 ვიტამინი სხვადასხვა ნიღბებში გამოიყენეთ.

სუპერ ნიღაბი B ჯგუფის ვიტამინებით

ინგრედიენტები:

  • 1 ამპულა B6 ან B12 ვიტამინი;
  • 1 გრ C ვიტამინი (იყიდება აფთიაქებში);
  • 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი;
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ ნებისმიერი თმის ბალზამი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნიღაბი თმაზე დაბანამდე 1 საათით ადრე წაისვით. ჯერ თმის ძირებში, შემდეგ თანაბრად მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თავზე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეფუთეთ (საუნის ეფექტს მიიღებთ). ნიღაბი ადვილად ჩამოიბანება იმის ხარჯზე, რომ მასში ბალზამი შედის.

ამრიგად, B ჯგუფის ვიტამინები შეგიძლიათ თმის დასაბან ნებისმიერ შამპუნს და ბალზამს დაუმატოთ. კონკრეტული დოზირება არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ ერთი დაბანისთვის 1 ამპულა კონკრეტული ვიტამინი გამოიყენება.

რედაქციის რჩევა

ორგანიზმის B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველყოფის დროს, ძირითადი წესი უნდა გახსოვდეთ: ვიტამინების უდიდესი ნაწილი თმას სისხლიდან და საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან მიეწოდება და მხოლოდ მცირე რაოდენობით – თმის შამპუნების, ნიღბების და გელის დახმარებით.

თუ რომელიმე B ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, პირველ რიგში ეცადეთ რაციონი ისე დაალაგოთ, რომ ორგანიზმმა სასარგებლო ვიტამინი ნატურალური სახით საკვები პროდუქტებიდან მიიღო.

თაფლის ნიღაბი ძლიერი თმის ცვენის დროს

1 მცირე გამოყენებაც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა! დაგეხმარებათ თმის ცვენის, სიმშრალის და მტვრევადობის დროს. კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ. ინტენსიური თმის ცვენის დროს (დღეში 100 ღერზე მეტი) შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ, სანამ ნიღბის შედეგი შესამჩნევი არ გახდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული (აუცილებელია)
  • 1 ს/კ თაფლი (აუცილებელია)
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი თმის ზეთი (შეგიძლიათ ბირკავას ზეთი)
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი (აუცილებელია თუ ზეთს უმატებთ)
  • 1 ს/კ იოგურტი ან კეფირი, შეგიძლიათ მაიონეზი
  • 1 ს/კ ნებისმიერი კოსმეტიკური თმის ნიღაბი
  • 1 კბილი ნიორი

ინგრედიენტები აურიეთ და თმაზე წაისვით. ზემოდან შხაპის ქუდი ან პაკეტი დაიხურეთ, შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ. მინიმუმ 45 წუთით (სასურველია 2 საათს არ გადააჭარბოთ) გაიჩერეთ. შემდეგ ნიღაბი 300-500 მლ ცივი (დაახლოებით 30 გრადუსი) საკვები წყლისა  1/8 ლიმონის წვენით ნარევით ჩამოიბანეთ.

რეკომენდებულია ყოველი თავის დაბანა ასე დაასრულეთ, ეს თმის ბზარებს დახურავს, თმა უფრო გლუვი, დამჯერი, მბზინვარე და ხავერდოვანი იქნება, ბალზამის გარეშე (თუმცა თუ წყალი ხისტია ორივეს ვიყენებ).

რედაქციის რჩევა

თმის ცვენამ შეიძლება სერიოზულად შეგაწუხოთ, თუ დღეში 70-100 ღერზე მეტი გცვივათ. ამ შემთხვევაში სასურველია ექიმ დერმატო-ტრიხოლოგს ეწვიოთ.

ძლიერი რეცეპტი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, დროში გამოცდილი

სხვადასხვა ნიღბებში დამატებული კონიაკი თმის ზრდას ასტიმულირებს და კარგად კვებავს. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კონიაკში საკმაოდ ბევრი ტანინებია, მჟავა და სხვა სასარგებლო ნაერთებია. გარდა ამისა, კონიაკი ცხიმიან მბზინვარებს აქრობს.

კონიაკის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმისთვის გამოდგება, მაგრამ თუ თქვენი თმა სიმშრალისკენ მიდრეკილი არის, კონიაკის რაოდენობა სხვა ინგრედიენტებზე მცირე უნდა იყოს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ კონიაკი
  • 1 კვერცხის გული

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და თმის ძირებში 5 წუთით შეიზილეთ. საშხაპე ქუდი ან პაკეტი დაიხურეთ, შემდეგ პირსახოცი შემოიხვიეთ. 2-3 საათი გაიჩერეთ, ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ. უკვე 3-4 პროცედურის შემდეგ შედეგი გაგაკვირვებთ.

კაკაოს ნიღაბი თმის მოცულობის გასაზრდელად

კაკაოზე დაფუძნებული ნიღაბი თმას მოცულობას მატებს, თმის სტრუქტურას აღადგენს, მას სირბილეს და მბზინვარებას ანიჭებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 0,25 ჭიქა რძე
  • 2 ს/კ კონიაკი
  • 1 კვერცხის გული

კაკაოს ფხვნილს რძე დაასხით და დაბალ ცეცხლზე დადგით. კაკაოს ბოლომდე გახსნას დაელოდეთ, შემდეგ კვერცხის გული და კონიაკი დაუმატეთ. აურიეთ და ნიღაბი სუფთა თმაზე წაისვით. რეკომენდებულია 1 საათით გაიჩეროთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანოთ.

თმის ნიღაბი მდოგვით

ის თავის კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მძინარე თმის ფოლიკულებს აღვიძებს, კარგად კვებავს და თავად თმას აძლიერებს. ეს სახლის ნიღაბი განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი თმისა და მგრძნობიარე თავის კანისთვის. ასევე კანის დაზიანების და გაღიზიანების დროს გამოიყენებენ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1-2 ჩ/კ თაფლი

წყალში 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი გახსენით, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და თაფლი დაუმატეთ. მიღებული ნარევი თმის ძირებში წაისვით და 15 წუთით (იდეალური იქნება 30-45 წუთი) გაიჩერეთ.

ეს სასარგებლო რეცეპტები თქვენთვის შეინახეთ და მეგობრებს გაუზიარეთ, რადგან იაფი ცუდს არ ნიშნავს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ტესტები20 hours ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

საკითხავი20 hours ago

შვილი 40 წლის შემდეგ. დედები გვიანდელი მშობლობის სირთულეზე საუბრობენ

ჯანმრთელობა20 hours ago

აფთიაქი ზღვაზე წასაღებად: ბავშვისთვის ყველაზე აუცილებელი მედიკამენტების სია

თავის მოვლა20 hours ago

წონის კლების შემდეგ კანის დაჭიმვის 20 ხერხი

სხვა20 hours ago

2020 წლის აგვისტოს მიძინების მარხვა: რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

ტესტები2 days ago

აირჩიეთ სახლი და წაიკითხეთ, რა გელოდებათ მომავალ კვირას: სწრაფი წინასწარმეტყველება

ყვავილები2 days ago

ნატურალური პესტიციდები თქვენი ბაღისთვის. არანაირი ქიმია!

ჰოროსკოპი2 days ago

ყველაზე გავრცელებული მითები კუროს შესახებ, რომელთაც დღეს გავაქარწყლებთ

სხვა2 days ago

პამიდორის მომწიფება: როდის მოვკრიფოთ და რით დავამუშავოთ

თავის მოვლა2 days ago

5 ყველაზე ეფექტური ვარჯიში საჯდომის კუნთებისთვის

საკითხავი4 weeks ago

რატომ უნდა დაყაროთ მარილი კართან და ზღურბლზე

ჰოროსკოპი2 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი1 week ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი1 week ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია1 week ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ჰოროსკოპი3 weeks ago

5 ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის აგვისტოში. ვის გაანებივრებს ბედი

ჰოროსკოპი4 weeks ago

ტამარა გლობა ასახელებს წარმატებულ პერიოდს 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის: 9-19 ივლისი

სხვა2 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

საკითხავი3 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

ზოდიაქოს 4 ნიშანი რომლთა ცხოვრებაშიც აღმავლობის პერიოდი იწყება

ტრენდული