Connect with us

სხვა

რჩევა ქლინერებისგან: 10 რამ რაც აუცილებლად ყოველ კვირას უნდა დაალაგოთ

ახლის დალაგების პროცესი საკმაოდ დამღლელი და მოსაბეზრებელია, თუმცა დალაგება აუცილებელი და გარდაუვალია. დღეს ზუსტ გეგმას შემოგთავაზებთ, წარმოგიდენთ იმ დეტალებს რომლებსაც ყურადღება პირველ რიგში უნდა მიაქციოთ. როდესაც ზუსტად იცით, თუ რა და რის შემდეგ უნდა გააკეთოთ, პროცესი უფრო სწრაფად და ხარისხიანად განვითარდება.

1. მთელი კვირის დაგროვილი სამოსი

კვირაში ერთხელ რეცხვა, მშვენიერი შუალედია ნორმალურ ჰიგიენასა და ზედმეტ სისუფთავეს შორის – ეს სპეციალისტების აზრია.

2. სააბაზანოს ავეჯი

თუ აბაზანა და ტუალეტი გაერთიანებული გაქვთ მაშინ ზედაპირების წმენდა კვირაში მინიმუმ ერთხელ არის აუცილებელი. როდესაც უნიტაზს რეცხავთ, მისი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ყველა შესაძლო ზედაპირზე ილექება.

3. ხალიჩები და ხალიჩის საფარი

ქლინერები გვაფრთხილებენ, რომ მტვერსასრუტი შინაური ცხოველივით არის. მისი გამოყენება ყოველ კვირას არის აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მტვერს სულ უფრო და უფრო ღრმად დააგროვებთ.

4. ავეჯის ზედაპირების მტვერი

გსურთ უფრო ღრმად და მსუბუქად ისუნთქოთ? მტვერი ყოველ კვირას აიღეთ.

5. თეთრეული

თეთრეული თქვენი კანის ნაწილაკებს, ოფლს და კანის ცხიმს აგროვებს. თეთრეული ხშირად უნდა გამოცვალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში მან კანის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

6. სამზარეულოს ზედაპირები

იმ შემთხვევაშიც თუ სამზარეულო სუფთად გამოიყურება, მას მაინც ექნება ნაკლებ შესამჩნევი ცხიმის ლაქები, შესაბამისად ჭუჭყი შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გროვდება, ამიტომ აჯობებს სამზარეულოს ზედაპირები ყოველ კვირას გაწმინდოთ.

7. ნიჟარა და აბაზანა

მოკლედ, რომ ვთქვათ: ობი. ობს სველი ზედაპირები უყვარს, ასე, რომ ის რეგულარულად, მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა დავალაგოთ.

8. უნიტაზი

არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობაა, თუმცა მის გასაილოებლად წიქაში მათეთრებელი ცაასხით, მოიმარჯვეთ უნიტაზის სახეხი და სწრფად შემოუარეთ მის შიდა ზედაპირებს.

9. სამზარეულოს იატაკი

სამზარეულოს იატაკზე ნამცეცები ხშირად იყრება, იჭედება მეტლახის ზოლებს შორის, მსგავსი დაბინძურებები სხვადასხვა მავნე მწერებს იზიდავს, ამიტომ იატაკი რეგულარულად უნდა გამოწმინდოთ.

10. სარკე

გაკრიალებულ სარკეში ჩვენს მშვენიერებას უკეთ დავინახავთ, ხომ ასეა?…

Advertisement