Connect with us

ჯანმრთელობა

როცა ორგანიზმი ამ 7 სიგნალს გიგზავნით, ტკბილეულის ჭამა უნდა შეწყვიტოთ

შაქარი, დიდი რაოდენობით, ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. ჩვენი სხეული სპეციფიკურ სიგნალებს გვიგზავნის, თუ ჩვენ ამ პროდუქტის რეკომენდებულ დოზას ვაჭარბებთ.

თუ ამ სიმპტომებიდან ორი მაინც შენიშნეთ, აუცილებლად შეცვალეთ ტკბილეულისადმი დამოკიდებულება.

1. ენერგიის უკმარისობა და დაღლილობის შეგრძნება

პროდუქტი შაქრის მაღალი შემცველობით უზრუნველყოფს ენერგიის დროებით მოზღვავებას, თუმცა, ამის შემდეგ თავს გაცილებით დაღლილად იგრძნობთ.

2. კანისა და ფრჩხილების პრობლემები, შავი წრეები თვალქვეშ

შაქარს ანთებითი ეფექტი აქვს და მისი ჭარბი მოხმარება მოქმედებს კანის მდგომარეობასა და ადრენალინის დონეზე, რაც იწვევს თვალქვეშ შავი წრეების გაჩენას.

3.  ტკბილეულის მოთხოვნილება

თუ ტკბილეულის დაუძლეველი სურვილი გაქვთ, ეს შაქარზე დამოკიდებულების პირველი ნიშანია.

4. ხშირი გაციება და გრიპი

რაციონში შაქრის მაღალი შემცველობა აქვეითებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმის ბუნებრივ უნარს, ებრძოლოს გაციებას, გრიპის ვირუსებსა და ქრონიკულ დაავადებებსაც კი.

5. ჭამის შემდეგ სრულყოფილად ვერ აზროვნებთ

შაქარს შეუძლია ე.წ. გონებრივი ბინდის გამოწვევა. ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარების შემდეგ ჩნდება, როცა სისხლში გლუკოზის დონე სწრაფად იმატებს და ეცემა. ეს ხასიათის ცვლილებებსა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებს გამოიწვევს.

6. წონაში მატება

შაქარი არ შეიცავს არც ცილას, არც ცელულოზას, ის ვერ გვანაყრებს. ამიტომ, ჩვენ მას იმაზე უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე საჭიროა. შედეგად ვიმატებთ წონაში. შაქრის სიჭარბე იწვევს ინსულინის ჭარბ სეკრეციასაც, რაც ინსულინორეზისტენტულობას გამოიწვევს.

7. სიტკბოს ყრუ შეგრძნება

შაქრის ჭარბი მოხმარება მოქმედებს გემოს რეცეპტორებზე და პროდუქტიც აღარ გეჩვენებათ ისე ტკბილად, როგორც ადრე. შედეგად, მოიხმართ სულ უფრო მეტ შაქარს სურვილის დასაკმაყოფილებლად.

ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა რაციონში შაქრის რაოდენობის შემცირება იქნება. მართალია, პირველი რამდენიმე დღე გაგიჭირდებათ, თუმცა, როცა სხეული ჩვეულ ფორმაში ჩადგება, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.