Connect with us

ჰოროსკოპი

რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს ოქტომბერში და ვინ იქნება უიღბლო: ყველა ნიშანი

ოქტომბერში იღბალი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ჩაუვლის, მაგრამ მის დაჭერას ყველა ვერ შეძლებს. იმპულსურ და უგუნურ ქცევებზე უარი თქვით, არ აჩქარდეთ. დაე, ყველაფერი თავისი ტემპით შესრულდეს.

ვერძი

ამ თვეში თქვენს სასიყვარულო და პროფესიულ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გელოდებათ. წარმატებას, სიყვარულს და ფულს მიიღებთ, თუ ამ საკითხებს სათანადო დროს დაუთმობთ.

კარგი იქნება პერსპექტიული პროექტის დაწყება, რომელზეც რამდენიმე თვე ფიქრობდით. ოქტომბერში ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნება და ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ. სავარაუდოდ, მეორე ნახევარი მხარს დაგიჭერთ.

კურო

ცხოვრება თავგადასავლებით და განცდებით სავსე უნდა იყოს. დროა შიში დაივიწყოთ, გამოწვევა მიიღოთ და იდეების რეალიზება მოახდინოთ. რაც უფრო ბეჯითად იშრომებთ, მით უფრო მეტად გაგიმართლებთ.

ოქტომბერში სიყვარული კარს მოგიკაკუნებთ, უბრალოდ „სამყაროში“ უნდა გახვიდეთ და შესაძლებლობები გამოიყენოთ. ოქტომბერში წარმატებას საკუთარი ხელით შექმნით, ხოლო ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ.

ტყუპები

ოქტომბერში შეძლებთ ყველა იმ ცოდნის გამოყენებას, რაც ცხოვრების ყველა სფეროში ურთიერთობის შესახებ ისწავლეთ. ეს წარმატებას მოგიტანთ და იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ.

ეს პერიოდი დაგეხმარებათ, რომ წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ და წარმატებული გახდეთ. ოქტომბერი ხელსაყრელი იქნება ახალი სიყვარულის საძებნელად, რადგან ვარსკვლავები თქვენს მხარესაა. მონათესავე სულის პოვნას შეძლებთ.

კირჩხიბი

ბოლო დროს თავს ცოტა მარტოსულად გრძნობდით, მაგრამ ოქტომბერში ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და ყველაფერი ნელ–ნელა დალაგდება. დროა „ნაჭუჭიდან“ გამოხვიდეთ, ეჭვები მოიშოროთ და უფრო თავდაჯერებული გახდეთ, რადგან დიდი ალბათობით ყველაფერი ისე იქნება, როგორც ოცნებობდით.

თუ ახალ პროექტზე მუშაობთ, გავლენიან ადამიანს შეხვდებით, რომელიც გენდობათ და ყველა დონეზე დაგეხმარებათ.

ლომი

ეს თვე თქვენთვის საუკეთესო არ იქნება. ამის მიუხედავად, ძალიან ამბიციური და მშრომელი ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ ზედაპირზე დარჩეთ.

ეცადეთ მაქსიმუმი ჩადოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ და გაწეული ძალისხმევის შესაბამის ჯილდოს მიიღებთ.

ქალწული

ეს თვე ცხოვრების ყველა ასპექტში ცვლილებებით სავსე იქნება. თქვენი სოციალური ცხოვრება უფრო გაჯერებული გახდება, ახალ ურთიერთობებს დაამყარებთ, მეგობრებს შეიძენთ, თქვენი პროფესიონალური ცხოვრება სწორად განვითარდება.

დიდი ალბათობით ახალ სამსახურს იპოვით, რომელიც ბრწყინვალე შესაძლებლობებით სავსე იქნება, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. პირადი ურთიერთობები პრობლემებს არ მოგიტანთ.

სასწორი

ოქტომბერი ყველა შესაძლო დონეზე ხელსაყრელი იქნება. თქვენი ურთიერთობა უფრო სტაბილური გახდება, ასევე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.

მიზნებისკენ სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაბრკოლებები პრაქტიკულად არ შეგხვდებათ. საინტერესო მუშაობისა და მოგზაურობისთვის უამრავ მომგებიან შესაძლებლობას მიიღებთ. სასარგებლოს სასიამოვნოსთან შეხამებას ადვილად შეძლებთ.

მორიელი

თუ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდით ადამიანს, ვისთანაც მტკიცე და სტაბილური ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ოქტომბერი ამის შანსს მოგცემთ.

შესაძლოა წარსული ურთიერთობის ნაპერწკლები ადვილად აღადგინოთ ან თქვენს ცხოვრებაში ვინმე ახალი გამოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში კავშირი შექმენით, რომელიც დიდხანს გაგრძელდება. ოქტომბერი თქვენთვის წარმატებული თვე იქნება.

მშვილდოსანი

თქვენთვის ყველაზე ბედნიერი თვე იქნება. ვარსკვლავები ყველაზე მეტად თქვენ დაგეხმარებათ. ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით შესრულდება და ნაკლებად სასიამოვნო სიტუაციები ადვილად მოგვარდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატებას საკუთარი საზღვრები აქვს. ნებისმიერ სიტუაციში ფრთხილად იყავით, რომ უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

თვის დასაწყისი ჩვეულებრივი და ამქვეყნიური იქნება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ისეთი არაფერი, რამაც შეიძლება შეგაწუხოთ და ჩვეულებრივზე მეტად აღგაზნოთ.

პროფესიული სფერო სტაბილურობას მოგიტანთ და მიმდინარე ურთიერთობებს გაამყარებს. პირად ცხოვრებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ.

მერწყული

ოქტომბერში წარმატება თქვენს მხარეს იქნება იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად გაუმკლავდებით სიტუაციას. ეს შეიძლება იყოს დიდი ან ძალიან დიდი.

ჩვეულებრივ, ექსპერტი ხართ და ნებისმიერი ამოცანის და რთული საკითხის მოგვარება შეგიძლიათ, მაგრამ ამ თვეში გამოწვევების წარმატებით შესასრულებლად დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამ სიტუაციის კარგი მხარეა ის, რომ მიხვდებით, რამდენად ძლიერი ხართ.

თევზები

ოქტომბერი ბევრ არახელსაყრელ სიტუაციას არ გპირდებათ. მზად იყავით, რომ სამყარო მოულოდნელ საჩუქარს გამოგიგზავნით.

გარემოცვის მიმართ ფრთხილად იყავით. ყველა სიკეთეს არ გისურვებთ. უბრალოდ ნაკლებად გულახდილი იყავით. მხოლოდ ინტუიციას და თქვენს შესაძლებლობებს ენდეთ. სარისკო ფინანსური ინვესტიციები არ ჩადოთ და ფულს ნუ ისესხებთ.

Advertisement