Connect with us

ჯანმრთელობა

რომელ ბანანს იყიდით უყოყმანოდ და რომელს დატოვებთ დახლზე

ადრე მწვანე ბანანი ძალიან მიყვარდა და ხშირად ვყიდულობდი. დროთა განმავლობაში მწიფე ბანანი შემიყვარდა, რადგან სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად უფრო შესაფერისია. ახლახანს გავიგე, რომ ამ ხილის სიმწიფისა და ფერის მიხედვით მისი სასარგებლო თვისებები იცვლება. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ აღმოჩენებს ბანანის შესახებ, ასევე გთავაზობთ უჩვეულო დესერტს ბანანით.

მწიფე ბანანი

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბანანი ორგანიზმისთვის ბევრ სარგებელს შეიცავს. მაგალითად, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, ზედმეტი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს, ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს.

ბანანი მდიდარია B და C ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, კალციუმით, კალიუმით, ფთორით და ფოსფორით. გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილი სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. რა კავშირი აქვს ამას კონკრეტული ნაყოფის სიმწიფესთან?

წარმოიდგინეთ სიტუაცია. ხილ–ბოსტნეულის დახლთან დგახართ, სადაც სხვადასხვა ფერის ბანანია წარმოდგენილი. მათ შორისაა ძალიან მწვანე ბანანი, ღია მწვანე, ყვითელი, მუქი ყვითელი და თითქმის ყავისფერი ბანანი. რომელ ხილს აირჩევთ?

როგორც წესი, მწვანე ბანანს გვერდს ვუვლით. ხშირას მას უცნაური მწკლარტე გემო აქვს, თან ისეთი ტექსტურაც არ აქვს, როგორც ყვითელს. ასეთი ხილის რბილობი უფრო მკვრივია. გამოდის, მასში ბევრი სახამებელია.

ხალხს ეს კომპონენტი აფრთხობთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ცდილობენ. ცნობილი დიეტოლოგი ჯილ კორლეონე არ თვლის, რომ ბანანის სახამებელი საზიანოა. პირიქით, დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბანანი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

მწვანე ბანანი ორგანიზმს სწრაფად ანაყრებს. ასეთი ხილით შეგიძლიათ დაარეგულიროთ მადა და ტკბილეულისკენ ლტოლვა შეამციროთ. ბანანში შემავალ სხვადასხვა სასარგებლო ელემენტს შორისაა B6 ვიტამინი, რომელიც ბევრ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, მათგან გულის მუშაობაზე დადებითი გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყვითელი ბანანი

ყვითელი ბანანი მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მწვანე ნაყოფი. თუ ჭარბი წონის მოშორება გსურთ, ყვითელი ბანანი დიდი რაოდენობით არ მიირთვათ. ამავდროულად, მასში ნაკლები სახამებელი შედის.

მწიფე ყვითელი ბანანი სჯობს ახალი მიირთვათ. ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შორის გამოიყოფა მაგნიუმი. თუ უძილობა გაწუხებთ, რაციონში ბანანი აუცილებლად ჩართეთ. მაგნიუმის დახმარებით მძიმე უძილო ღამეებს მოიშორებთ.

ყვითელი ბანანი ბევრ კალიუმსაც შეიცავს. ეს მიკროელემენტი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, ცილების სინთეზს და ენერგიის გამომუშავებას ხელს უწყობს. მწიფე ბანანში ბევრი ფოსფორია, რომელიც ძვლების გასაძლიერებლად საჭიროა.

ყვითელი ბანანი ყავისფერი ლაქებით

რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. თუ გსურთ, რომ ორგანიზმი ბევრი ვიტამინით და მიკროელემენტით გაამდიდროთ, გამუქებული ბანანი შეარჩიეთ. ცუდად გამოიყურება, მაგრამ გემოს თვისებებით უბრალო ყვითელი და მწვანე ნაყოფისგან განსხვავდება.

ყველაზე მწიფე ბანანი თითქმის ყავისფერი ქერქით სწრაფად შეიწოვება. ასეთი ნაყოფი გამოადგება მათ, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებს. მაცივარში შეინახეთ, რომ არ გაფუჭდეს და სარგებელი არ დაკარგოს.

გარდა ამისა, ასეთი ბანანი დესერტების მოსამზადებლად საუკეთესოა. გიზიარებთ მარტივ და გამოცდილ რეცეპტს ბანანით.

როგორ მოვამზადოთ ბანანის ნაყინი

თუ რძის პროდუქტებს არ მიირთმევთ და ნაყინის გემო გენატრებათ, ბანანისგან მოამზადეთ. დაგჭირდებათ 2 პატარა მწიფე ბანანი და 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი.

ბანანს ქერქი მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. კონტეინერში მოათავსეთ და 3-4 საათით ან მთელი ღამით საყინულეში შეინახეთ. როცა რბილობი გაიყინება, ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ, კაკაო დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ხილი წელვად მასად გადაიქცევა და ნამდვილი შოკოლადის ნაყინისგან ვერ გაარჩევთ.

ბანანი შეგიძლიათ კექსის, ჩიფსის, სნიკერსის ან სხვა დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ცოტა დრო დაგჭირდებათ, მაგრამ დიდ სიამოვნებას მიიღებთ!

გიყვართ ბანანი? რომელ ნაყოფს ირჩევთ მაღაზიაში?