Connect with us

ყვავილები

მარტივი ხრიკი ბანანით ნერგების სწრაფად გასაფესვიანებლად

ბანანი ბევრისთვის საყვარელი, გემრიელი და სასარგებლო ხილია, რომელსაც წასახემსებლად ან საკონდიტრო ნაწარმებში ხშირად იყენებენ. თუ მცენარეებისთვის ქიმიური ბიოსტიმულატორების გამოყენება არ გსურთ, Alltime.ge–ს რედაქცია მარტივ ხრიკს გთავაზობთ: ბანანით გაფესვიანება! ასე სუსტი კალმებიც გაფესვიანდება.

ბანანში შემავალი ზრდის ჰორმონი ნერგების გაზრდას ხელს უწყობს. ტკბილი ხილი ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს და ნერგებისთვის საჭირო გარემოს ქმნის.

დაგჭირდებათ:

  • ბანანი
  • პარკი
  • ქოთანი
  • დანა
  • პერლიტი
  • სუბსტრატი

ინსტრუქცია:

  1. მიწა მოამზადეთ. პერლიტი დაუმატეთ, რომელიც ტენიანობას კარგად იკავებს.
  2. კალმები მოამზადეთ. ქვემოთ კიდევ ერთხელ გადაჭერით, გვერდითა ქერქიც კამბიუმამდე გადაჭერით.
  3. მზა კალამი შუაზე გაჭრილ ბანანში ჩაარჭეთ.
  4. ხილი ქოთანში ჩარგეთ და კარგად მორწყეთ. მულჩის ფენით დაფარეთ და პარკი წამოაცვით.
  5. ბნელ ადგილას შეინახეთ. 1 თვეში ფესვები გამოჩნდება.

როგორც ხედავთ, ბანანის დახმარებით ნერგების გაფესვიანება მარტივია. სცადეთ!