Connect with us

სხვა

რომელი ყვავილი უნდა დათესოთ იანვარში

ზამთარში მცენარეების მოყვარულებს და მიწასთან მომუშავეებს ძალიან უჭირთ უსაქმოდ ჰდომა. თუმცა ნამდვილ მებაღეებს დასასვენებელი დრო ისედაც არ აქვთ. დეკემბრიდან შეგიძლიათ ერთწლიანი ყვავილების თესვა დაიწყოთ, რომლებიც თქვენს ბაღს ზაფხულში გაალამაზებენ.

სახლის ყვავილები ზამთარში

1. კალიბრახოა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარე. მისი დანახვისას ხვდებით, რატომ უწოდებენ მას “მილიონ ზარს”. ეს მცენარე ხშირად ალამაზებს აივნებს. მისი დათესვა დეკემბერშია რეკომენდებული.

მიუხედავად იმისა, რომ მისი თესლი საკმაოდ რთულად ამოდის, შეუძლებელია შედეგმა არ გაგახაროთ. მისი თესლის შეგროვება ყვავილობის შემდეგ ხდება.

2. ეუსტომა (ლიზიანტუსი)

უკანასკნელ წლებში ეს ყვავილი დიდ პოპულარობას იხვეჭს. ყვავილების ბაზარზე მყიდველები ყველაზე ხშირად სწორედ მას ანიჭებენ უპირატესობას, ის ხომ თვით ყვავილების დედოფალს – ვარდსაც კი ჩრდილავს. იმისთვის, რომ ივლისში იყვავილოს, მისი დათესვა დეკემბერშია რეკომენდირებული.

თუ ამ ყვავილის გაზრდა გსურთ – მოთმინებით შეიმოსეთ. მისი გაზრდისთვის აუცილებელია 23 გრადუსი ტემპერატურის და საკმარისი ტენის შენარჩუნება. ყველა აუცილებელი პირობის გათვალისწინების შემთვევაშიც კი პირველი წანაზარდი მინიმუმ 25 დღეში გაჩნდება. თუმცა დიდი ხნის ნანატრი ყვავილების დანახვის შემდეგ, ეს ყვავილი თავს სამუდამოდ შეგაყვარებთ!

3. გაზანია

დეკემბერში დათესვის შემთხვევაში ის მაისში იყვავილებს. ამოდის სწრაფად. გაზანია მრავალწლოვანი მცენარეა, თუმცა ჩვენთან უფრო ხშირად როგორც 1 წლიან მცენარეს ისე ზრდიან. ყვავილის შენახვა შემდეგი სეზონისთვისაც შეიძლება.

4. ამპელური პეტუნია

ამ მცენარემ დიდი ხანია თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ლანდშაფტურ დიზაინში. ამპელურ პეტუნიას დიდი ბუჩქი და ბევრი ყვავილები აქვს. სწორედ ამიტომ მას ყვავილების გამოსატანად დიდი დრო ესაჭიროება. ის იანვარში უნდა დათესოთ და მაისში აყვავილდება.

ეს იდეალური მცენარეა ბაღისთვის, მისი ყვავილები ხომ ყოველდღე იშლება და დიდხანს ინარჩუნებს თავის დეკორატიულ შესახედაობას. პეტუნია სიცხის ამტანია, თითქმის არ ავადმყოფობს და დიდხანს ყვავის. ისინი გაალამაზებენ თქვენს აივნებს, რაფებს, ტერასებსა და ვერანდას. ამპელური პეტუნია – უნივერსალური ბუნებრივი მორთულობაა!

5. ტერი პეტუნია

ტერი პეტუნია – ძალიან ეფექტური ყვავილია ბრაზილიიდან. ამ ყვავილს ურიცხვი შეფერილობები აქვს ყველანაირი გემოვნებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ კაპრიზულია და კარგ მოვლას საჭიროებს: ის უნდა დაიცვათ წვიმისგან და აუცილებლად დროულად მორწყათ.

დატესვისთვის იანვარი არაჩვეულებრივი დროა. დათესვის შემდეგ მცენარე 3,5 – 4 თვის შემდეგ იყვავილებს. მისი ბუჩქი საკმაოდ კომპაქტურია და იშვიათად აჭარბებს 15 სანტიმეტრს.

6. ლობელია

ლობელია – ერთ-ერთი იშვიათია მცენარეა რომელსაც სუფთა ცისფერი ფერი აქვს. არსებობს მისი სხვა შეფერილობებიც თუმცა ცისფერი – მებაღეების უდავო ფავორიტია. განსაკუთრებით კარგი ის თავს ნახევრად ჩრდილში გრძნობს. ამოსვლიდან ყვავილობამდე 4-4.5 თვე გადის.

7. ბაკოპა

ეს იდეალური მცენარეა პეტუნიების მსგავსად. მას შეიძლება სრულიად განსხვავებული ფერები ქონდეს: თეთრი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი და კიდევ ბევრი სხვა შეფერილობა. ბაკოპა ღია ნიადაგშიც დიდებულად გრძნობს თავს. მის დასათესად იდეალური დროა იანვარი. ბუჩქი ყვავილობას დათესვიდან 2 თვეში იწყებს.

მად რეგულარული გასხვლა და მორწყვა ესაჭიროება. კარგი სინათლის შემთხვევაში ის 3-4 კვირის განმავლობაში ყვავილობს. 10-20 დღიანი შესვენების შემდეგ კი ყვავილობი მეორე ტალღა იწყება.

ნამდვილ მებაღეებს მოსვენება ზამთარშიც არ აქვთ. დეკემბრიდან მოყოლებული – შემოდგომამდე ყვავილების დარგვა იწყება რომლებიც თავისი ყვავილობით შემოდგომამდე გაგახალისებთ.

Advertisement
ჯანმრთელობა12 hours ago

ლიმონიანი ხაჭო – ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

ყვავილები12 hours ago

სახლის დამცავი მცენარეები

ვიდეო12 hours ago

თუ შვილები ნაყინს გთხოვენ, ეს მოუმზადეთ. სიამოვნებისგან კოვზს გადაყლაპავთ

ჯანმრთელობა12 hours ago

ინფარქტი, ინსულტი, დეპრესია: 9 დაავადება რომლითაც ქალები კაცებზე ხშირად ავადმყოფობენ

ყვავილები12 hours ago

უჩვეულო სააგარაკე ვაზები ცემენტისა და პირსახოცისგან

სხვა1 day ago

როგორ გავრეცხოთ თეთრი ფეხსაცმელი

ჯანმრთელობა1 day ago

5 ვიტამინი რომლის უკმარისობასაც 40 წლის ასაკში ვაწყდებით

ჯანმრთელობა1 day ago

ამ მალამოს რეცეპტის საიდუმლოდ შენახვა არ შეიძლება: ჭრილობები ხორცდება

ჯანმრთელობა1 day ago

დაავადებები გვერდს აგივლით! ვიტამინების კოქტეილი გაზაფხულში, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში

ჯანმრთელობა1 day ago

ეს ნატურალური დანამატი ჩაის ჯადოსნურ სასმელად აქცევს

ჯანმრთელობა2 weeks ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა4 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

ჯანმრთელობა2 weeks ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

თავის მოვლა2 weeks ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 weeks ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა2 weeks ago

რა ვჭამოთ, რომ წონაში დავიკლოთ და არ ვიშიმშილოთ?

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაავადების სუნი. რისი სუნი აქვს სხეულს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს

ჯანმრთელობა4 weeks ago

იოდის ბადე: როგორ გავაკეთოთ და რისთვისა რის საჭირო

ჯანმრთელობა2 weeks ago

როგორ გვატყუებდნენ კალცის შესახებ

ჯანმრთელობა1 week ago

ვარიკოზი: რა უნდა ქნათ, თუ რისკ ჯგუფში შედიხართ

ტრენდული