Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ თითოეულ ადამიანს ყვავილი აუცილებლად სჭირდება. ამ სიცოცხლით აღსავსე მცენარეს ხომ ყველაზე პირქუში ადამიანის გაბედნიერებაც შეუძლია. მთავარია იცოდეთ, რომელიც ყვავილი შეარჩიოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. რაც უფრო განვითარებულია ზოდიაქალური თვისებები ადამიანში, შესაფერისი ყვავილი მით უფრო მეტ ბედნიერებას მოუტანს.

რომელი ყვავილი შევარჩიოთ

წარმატებაზე, ძლიერ ჯანმრთელობასა და კარგ განწყობაზე უარს არავინ იტყვის. ასტროლოგების თქმით, ყველაფერი ეს და უფრო მეტიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამისთვის საკმარისია შესაფერი ყვავილი დადოთ ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ. შესაფერისი მცენარე ადამიანის გამორჩეული თვისებების გაძლიერებას და უარყოფითის შებოჭვას გვპირდება. ნამდვილი სასწაულია! სწორედ ამიტომ, მალე გაიგეთ, თუ რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ცეცხლის ნიშნები

ვერძი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ძლიერი და ვნებიანი ხასიათით გამოირჩევა. გასაოცარი არაა, რომ ვერძისთვის შესაფერისი ყვავილები თბილ ფერებს (წითელი, ვარდისფერი, შინდისფერი, ნარინჯისფერი) ფლობს. მას ყველაზე მეტად შეეფერება ბაღის ნემსიწვერა, ინდური ან იაპონური აზალია, სამეფო ბეგონია.

სამეფო ბეგონია სჯობს სამუშაო ოთახში დადოთ. ის ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს, რაც თანამშრომლებთან დავის მოგვარებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ყვავილი ორჭოფ ხალხს გამოადგება, რომელთაც ურთიერთობაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა სურთ, მაგრამ ეშინიათ.

ადამიანი უფრო მშვიდი და მოდუნებული რომ გახდეს, ნემსიწვერა გამოადგება. ის დაგეხმარებათ პრობლემებს იუმორით შეხედოთ და სტრესის დონე შეამციროთ. ნემსიწვერა დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ.

ლომი

ფერადი, აყვავილებული მცენარის სახლში ქონა ლომისთვის უბრალოდ აუცილებელია. ემოციური და ფიზიკური კუთხით ყოველთვის წესრიგში რომ იყოთ, სახლისთვის ჩინური ვარდი, ბალბიფოთოლა ან მორცხვი მიმოზა შეიძინეთ.

ჰიბისკუსი სიზარმაცის მოშორებაში დაეხმარება მათ, ვინც დივანზე წოლაში დიდ დროს ატარებს. ეს ყვავილი დაგამშვიდებთ და მანიპულაციისგან დაგიცავთ. უკადრისა სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ და წვრილმანებით ბედნიერებას გასწავლით. ბაღის ფრთათეთრა საჭიროა იქ, სადაც ოჯახური ბედნიერება საფრთხის წინაშეა. მცენარე ოჯახის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის შესაფერისი იქნება ბონსაი, რომელიც პირველ რიგში ორგანიზმს დაავადებებისგან დაიცავს. ამ ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისად ითვლება ლიმონი, ფიკუსი, ოთახის ყურძენი და სანსევიერია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბონსაის, ის თავის მფლობელს უფრო გონიერს და ჭკვიანს ხდის. დაგეხმარებათ, რომ მატერიალური მხარე მეორე მხარეს გადადოთ, რომ აქცენტი სულიერზე გააკეთოთ.

აი, სანსევიერია – ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც შენობას ცუდი ენერგიისგან წმენდს, სახლს უფრო კომფორტულ საცხოვრებლად აქცევს. დაეხმარება მათ, ვინც შემოქმედებით ან განათლებით არის დაკავებული, რადგან ნაყოფიერ აზროვნებას ხელს უწყობს.

მიწის ნიშნები

კურო

ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერისი იქნება ძლიერი და ჯუჯა ოთახის მცენარეები. ამიტომ ია, კალანჰოე, ყოჩივარდა და გლოქსინია კუროს ბედნიერების მოპოვებასა და უზრუნველად ცხოვრებაში დაეხმარება.

მაგალითად, გლოქსინია თავის მფლობელს ნეგატივისგან შესანიშნავად იცავს და უბრალოდ დადებითი ენერგიის ქსელს ქმნის, რითაც ადამიანს მიზნის მიღწევებს შთააგონებს. ია სახლში სიმყუდროვეს ქმნის, ოჯახს აკავშირებს და მომაბეზრებელ მწერებსაც აფრთხობს.

ქალწული

მოქნილი ხასიათის ქალწულისთვის შესაფერისია მცენარე მოქნილი ღეროთი. მაგალითად, სურო, ასპარაგუსი, ფილოდენდრონი. სწორი ყვავილი ჯანმრთელობის მოწესრიგებაში და ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარებაში დაგეხმარებათ.

უპრეტენზიო ხვართქლა ქალწულს ნებისმიერ პირობებზე მორგებაში, უჩვეულო გარემოში თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში ეხმარება. მაგალითად, მონსტერა ფიქრებს აწესრიგებს და მორცხვ ხალხს ნიჭის გამოვლენაში ეხმარება. რაც შეეხება დრაცენას, ეს მცენარე სიხარულს ასხივებს, ადამიანს სწავლასა და თვითგანვითარებაში ეხმარება.

თხის რქა

რომელი ყვავილი უნდა აარჩიოს თხის რქამ? მისთვის შესაფერისია მცენარე, რომელსაც უხვი მორწყვა არ სჭირდება. სწორედ ამიტომ, ყველაზე შესაფერისებს შორის შეიძლება აღვნიშნოთ უდაბნოს კაქტუსი, დრაცენა, წიწვოვანი მცენარე, კაუჩუკის ფიკუსი. ფინანსურ მდგომარეობაზე შფოთვა და დაძაბულობა რომ მოიშოროთ ფულის ხე გამოგადგებათ.

ფიკუსი სახლში სიმშვიდეს შემოიტანს. მცენარეს ზედმეტი ტენი არ უყვარს, ამიტომ მისი მფლობელი ცრემლებს არ დაღვრის. აი, დრაცენა უფრო შეეფერებათ იმ თხის რქებს, ვისაც ცოტა ორგანიზების დამატება სურთ. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ სახლში დრაცენას ქონა ძვლების და კბილების ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები

ყველაზე შესაფერისია მცოცავი მცენარეები. მაგალითად, ასპარაგუსი მიზნების და მათი მიღწევის გზების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვის ოთახში ასპარაგუსი ბავშვს აზროვნების განვითარებაში დაეხმარება, რომ მან აზრების სწორად ჩამოყალიბება შეძლოს.

გვიმრა დაეხმარება მათ, ვინც ხშირად ზომიერების გრძნობას კარგავს ან ხშირად მდგომარეობიდან გამოდის. გვიმრა ტაქტის განვითარებას ხელს შეუწყობს. აი, ჭორტანა სირთულეების გადალახვის საშუალებას მოგცემთ და წვრილმანებით ბედნიერებას გასწავლით.

სასწორი

ამ ნიშნისთვის შესაფერის მცენარეებს შორის სპეციალისტები გამოყოფენ ინდურ აზალიას, ქრიზანთემას, ჰიბისკუსს, შროშანს, ფილოდენდრონს და ჰორტენზიას. ჰორტენზია სასწორს სახლის ატმოსფეროში გაწმენდაში და ეჭვიანობის მოშორებაში ეხმარება.

ქრიზანთემა გულის საქმეებსა და საღ გონებას შორის ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ. დაგამშვიდებთ, თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ეგოისტებს სხვისი აზრის მოსმენას აიძულებთ.

მერწყული

მერწყულისთვის უფრო შესაფერისია უცნაური ფორმის მქონე მცენარეები. მაგალითად, მარანთა, ჯინჭარა ყვავილი და პუანსეტია. სწორი მცენარე ამ ზოდიაქოს ნიშანს სიზარმაცის და მძიმე ფიქრების დაძლევაში დაეხმარება.

მარანთა სახლში კონფლიქტის შეწყვეტაში დაგეხმარებათ, რომ ენერგია უფრო პროდუქტიული მხარისკენ მიმართოთ. ამ მცენარის წყალობით მერწყული უძილობას მოიშორებს და ძილის რეჟიმს დაარეგულირებს. პუანსეტია საკუთარი მოწოდების პოვნაში და ძლიერი მხარის აღმოჩენაში დაეხმარებათ. აი, შვია სულიერ გაზრდას ხელს უწყობს.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი

ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის უფრო შესაფერისია ტენიანობის მოყვარე მცენარე, რომელთაც ხორციანი, წვნიანი ფოთლები აქვთ. სწორედ ამიტომ, სჯობს შეიძინოთ პატარძლის ყვავილი, ალოე, ამერიკული აჰავა ან ბეგონია მესონა. შესაფერისი მცენარე ოჯახში ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებათ, სახლში სიმყუდროვეს შექმნის და მფლობელის ფსიკურ ჯანმრთელობას შეინარჩუნებს.

პატარძლის ყვავილი არა მხოლოდ ლამაზია და დიდხანს ყვავილობს, არამედ სახლში ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის. თუ პრობლემებთან შეჯახება მოგიწიათ, ამ ყვავილის გავლენით გადაწყვეტილებას იპოვით და უსიამოვნებებს დაასრულებთ. აი, ალოე აუცილებელია იქ, სადაც არის დაავადებები. ის სუსტი ხასიათის მქონე ხალხს ეხმარება, რომ უფრო გაბედულები გახდნენ.

მორიელი

ცბიერ მორიელს შეეფერება გარეგნულად ლამაზი, მაგრამ ეკლიანი ან შხამიანი მცენარე. სწორედ ამიტომ, შესაფერისია უდაბნოს კაქტუსი, მონსტერა, ალოე, სანსევიერია.

კაქტუსს ნებისმიერი ამინდის ცვლილების გადატანა შეუძლია. ამიტომ ფეთქებად მფლობელთან გადარჩენასაც შეძლებს. ეს მცენარე ემოციურ მხარეს ანეიტრალებს და სხვებზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს. ოლეანდრი მავნე ჩვევების მოშორებაში დაგეხმარებათ. აი, დრაკონის ხე პესიმიზმს მოგაშორებთ, ძალებს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

თევზები

ორქიდეა ერთ–ერთი ყველაზე შესაფერისი ყვავილია თევზებისთვის. გასაოცარია, მაგრამ ეს ნაზი მცენარე მფლობელს უსიამოვნო შოკისგან იცავს, კარგ ფიქრებს თავს ახვევს და სიზარმაცეს აცილებს. თევზს შეუძლია შეიძინოს ფიკუსი, შროშანი, სურნელოვანი ნემსიწვერა ან პაპირუსი ციპერუსი.

რაც შეეხება პაპირუსს, ეს მცენარე თევზს ინტუიციის განვითარებაში დაეხმარება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი არაკეთილმოსურნე და ეშმაკი ხალხის დანახვას შეძლებს. მცენარე დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში, ნერვული დაძაბულობის მოხსნაში და სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნაში.

ახლა უკვე იცით, თუ რომელი ყვავილი აირჩიოთ, რომ თავი უფრო ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ. უბრალოდ გასაოცარია, თუ როგორ ცვლის მცენარე არა მხოლოდ მფლობელის საცხოვრებელს, არამედ განწყობას. თქვენ რომელი მცენარე გიყვართ და რამდენად აუმჯობესებს ის თქვენს ცხოვრებას?

Advertisement
ჯანმრთელობა18 hours ago

რატომ მოგვდის ცხვირიდან სისხლი და როგორ შევაჩეროთ სწორად?

ყვავილები18 hours ago

რომელი ხეები და ბუჩქები არ უნდა დარგოთ შემოდგომაზე

ჯანმრთელობა18 hours ago

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩილებზე და რა კავშირშია ფრჩხილი ჯანმრთელობასთან

თავის მოვლა1 day ago

ნატურალური ნიღაბი ბოტოქსის ნაცვლად. კვირაში 2-ჯერ ამ ნიღაბს ვიკეთებ

კულინარია1 day ago

საჭრელი დაფის გარეცხვის 10 მეთოდი: სწრაფად და უსაფრთხოდ

ჯანმრთელობა1 day ago

მუცელი გტკივათ? 7 სიმპტომი რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

ტესტები1 day ago

აირჩიეთ ორქიდეა და წაიკითხეთ კვირის გზავნილი

სხვა1 day ago

მკითხაობა ხეზე. აირჩიეთ მაგიური ხე და წაიკითხეთ ექსპრეს-წინასწარმეტყველება ხვალინდელ დღეზე

ჰოროსკოპი1 day ago

თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება

სხვა1 day ago

საუკეთესო თილისმები 2020 წლის ოქტომბრისთვის

ჰოროსკოპი2 weeks ago

15 – 25 სექტემბერი: ზოდიაქოს სამი ნიშანი პრობლემებს წარსულში ტოვებს

ჯანმრთელობა2 weeks ago

ინფარქტი ქალებში სულ სხვაგვარად ვლინდება: 5 უცნაური და მოულოდნელი სიმპტომი

ჰოროსკოპი5 days ago

ოქტომბერი 5 ზოდიაქოს ნიშანს წარმატებას მოუტანს. ვინ არის იღბლიანებს შორის?

ჰოროსკოპი2 weeks ago

სექტემბრის მეორე ნახევარი – სურვილების ასრულების დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ტესტები3 weeks ago

როგორ აერთებთ ხელის თითებს?! ეს ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს პიროვნებაზე

ჰოროსკოპი3 weeks ago

18 სექტემბრიდან – ჯადოსნური თვე, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ხდება

მოდა და სტილი2 weeks ago

ოქრო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ

ჰოროსკოპი2 weeks ago

2020 წლის 13 სექტემბრიდან ასტროლოგების რჩევით ბედის მინიშნებებს უნდა დაუკვირდეთ

ჯანმრთელობა2 weeks ago

D ვიტამინის დეფიციტი: 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ყურის გოგირდი თქვენს ჯანმრთელობაზე ყველაფერს გეტყვით

ტრენდული