Connect with us

ყვავილები

რომელი ყვავილი მოგწონთ? აირჩიეთ და გაიგეთ, რაღაც ახალი თქვენს ხასიათზე

ზოგს ნაზი იები მოსწონს, სხვებს – კაშკაშა ყაყაჩოები, ვიღაცას – ვარდი, ყვავილების დედოფალი. თქვენ რომელი ყვავილი მოგწონთ ყველაზე მეტად?

ყვავილების ალტერ–ეგოს საპოვნელად ამ წარმოსახვით კლუმბს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. უკვე აირჩიეთ? დროა, განმარტება წაიკითხოთ.

ტიტა

უდაოდ, თქვენი დევიზია: „ვინც ადრე დგება, მას ღმერთი ეხმარება“. ოპტიმისტი, ხალისიანი ხართ, ცხოვრებას მშვენიერ საჩუქრად თვლით. ხალხი თქვენს ნაზ და მსუბუქ ხასიათს აფასებს და მასში ენერგიის და სიცოცხლის უშრეტ წყაროს ხედავენ. სწორედ ამიტომ, რჩევისთვის ხშირად მოგმართავენ და გონივრულ და ამომწურავ პასუხს იღებენ. გარდა ამისა, ბუნებრივი ემპათია გახასიათებთ. თან იმდენად ძლიერი ემპათია, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, დროს მცირეწლოვან ბავშვებზე ან მოხუცებზე ზრუნვაში გაატარებთ.

ვარდი

თავიდან ბოლომდე ტრადიციების დამცველი ხართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ან ინოვაციური იდეები არ გაქვთ, მაგრამ თითოეული მათგანი კლასიკური ხედვით მორთულია. ისტორია მოგწონთ და წინაპრების წეს–ჩვეულებების და ტრადიციების შესწავლა გაბედნიერებთ. ისტორიული წიგნების წაკითხვა გიყვართ. ბუნებით რომანტიკოსი და საკმაოდ ვნებიანი ხართ. ამასთან, პირად ტერიტორიას ცნობისმოყვარე თვალებისგან იცავს. თქვენს გარემოცვაში ძალიან ცოტა ხალხია, მაგრამ ყველა რჩეულია. ისინი კარგად გიცნობენ, მაგრამ ასეთი პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც დაამტკიცეს, რომ თქვენნაირი ადამიანის გვერდით ყოფნის ღირსნი არიან.

ტუნბერგია

ნაკლებად გაწუხებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ასე ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდით. ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი აზრი უნდა გაითვალისწინოთ. საკუთარ სტანდარტებს იცავთ, რაც ცუდი არაა. ასე აუცილებელ დამოუკიდებლობას იღებთ, რომელსაც აფასებთ. შემოქმედებითი ბუნება გაქვთ. თავად ცხოვრება შთაგონებას გაძლევთ და ამაშია თქვენი მთავარი სიამოვნება, სიცოცხლის ღირებულება და მისი მიზანი.

ყაყაჩო

ერთი შეხედვით, ხალხს ცოტა ექსცენტრიული და ზედმეტად დახვეწილი პიროვნება ჰგონიხართ. ახლოდან გაცნობისაც ხვდებიან, რომ თქვენში „გაფუჭებული ბავშვი“ ცხოვრობს. თუ 30 წლამდე ხართ, სავარაუდოდ, დროს წვეულებებზე ატარებთ და „ბრწყინვალე ახალგაზრდა ქალების“ წრეს მიეკუთვნებით. თუ 30 წელზე მეტის ხართ, უკვე ჩაწყნარდით, მაგრამ წარსულიდან რაღაც, მაგალითად, მხარზე ტატუ ან უშრეტი სურვილი ექსცენტრიულობისკენ, ახალგაზრდობის გიჟურ დღეებს გახსენებთ.

ია

ჩვეულებრივ, ია მორცხვ და თავმდაბალ ხალხს იზიდავს, მაგრამ ეს არ გაშინებთ. იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, სადაც სიმორცხვე დახვეწილ და გამჭრიახ ბუნებად იქცევა. გარდაუვალი ხიბლი და ნაზი ხასიათი კარგ მსმენელად გაქცევთ და თქვენში მონათესავე სულს პოულობს ყველა, ვინც დაახლოებას ეცდება. ქალაქგარეთ, ბუნებასთან ახლოს ცხოვრება გიყვართ. მით უმეტეს, მებაღეობა და მცენარეების მიმართ სიყვარული სისხლში გაქვთ. თქვენი სახლის ირგვლივ ბევრი სიმწვანეა, სახლში კი რამდენიმე ცხოველი გყავთ შეფარებული. თქვენნაირი სულის ადამიანი ხალხს იზიდავს!

იორდასალამი

გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ და ამით ამაყობთ. ადრე გული გაგიტეხს, მაგრამ ეს ბედნიერი დასასრულის იმედს არ გართმევთ. როცა მეორე ნახევარს შეხვდებით (რომელსაც, სავარაუდოდ, ახლა ეძებთ), ის ისეთი არ იქნება, როგორსაც ელოდით, მაგრამ სწორედ მასთან ნანატრ ბედნიერებას იპოვით. და მაშინ, თქვენი ზღაპარი ბედნიერად დასრულდება.

ზამბახი

ეფექტური და ელეგანტური ხართ და ამით ადამიანებს გაცნობისას აშინებთ. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ გარეგანი იმპერიული სიდიადის მიღმა ფაქიზი, დაუცველი სული იმალება. როგორც მეგობრებთან, ასევე სამსახურში ბუნებით ლიდერი ხართ. ვინც ახლოს გიცნობს იცის, რომ ძალიან კეთილი და ჰუმანური ხართ. თუ ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდება, აუცილებლად დაეხმარებით.

ყვითელი ნარგიზი

გაქვთ რაიმე გეგმა მისტერ ფიქს? დიახ, 3 გეგმა მაქვს! აი, როგორც თქვენ – ფუტკარივით ტრიალებთ, ყოველთვის ახალი პროექტი ან იდეა მზად გაქვთ. სწრაფად მოძრაობთ, კიდევ უფრო სწრაფად ამზადებთ, მაგრამ ხალხი თქვენს ყველა სიტყვას იჭერს. თქვენს იუმორის გრძნობაზე ლეგენდები დადის, ხოლო თქვენი მახვილი ენის ყველას ეშინია. გიყვართ, როცა ბრწყინვალედ გამოიყურებით და ის, რაც სხვებს გადაჭარბებულად ეჩვენება, თქვენზე იდეალურად გამოიყურება!