საკითხავი
რომელი საახალწლო საჩუქრები გააბრაზებს თეთრ მეტალის ხარს
ჭკვიანი მარკეტოლოგები ყველა კუთხეში გვარწმუნებენ, რომ ახალი წელი საჩუქრების ჩუქებისთვის საუკეთესო დროა. ისინი გვირჩევენ, რომ დანაზოგი სასწრაფოდ დავხარჯოთ და მეგობრებს და ნათესავებს ლამაზი საჩუქრები შევურჩიოთ. ამავდროულად, ზოგიერთი საჩუქარი გამოუსადეგარი, ზოგიც საზიანოა.
დღეს ყველაზე ცუდი საჩუქრების სიას გთავაზობთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალ წელს ასეთი რამ არავის აჩუქოთ, რადგან ამ შემთხვევაში თეთრი მეტალის ხარს გააბრაზებთ.
ყველაზე ცუდი საახალწლო საჩუქრები
2021 ხარის წელია, რომელიც დიდ ცვლილებებს გვპირდება. როგორ ავიღოთ ამ ცვლილებებიდან მხოლოდ კარგი? ამისთვის კი საჩუქრებზე ფულის დახარჯვა ნამდვილად არაა საჭირო. ამას არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ ექნება.
აღმოსავლურ კალენდარში 2021 წლის მფარველი თეთრი, მეტალის ხარია. ხარი შრომისმოყვარეობის, მონდომების, საიმედოობის და კონსერვატიული ხედვის სიმბოლოა. თავი შეიკავეთ ისეთი საჩუქრებისგან, რომლებიც ხარს გააბრაზებს.
მხედველობაში გვაქვს საჩუქრები ცხოველების გამოსახულებით, როგორიცაა ძაღლი, ვირთხა, იხვი, ბუ, გველი, მგელი.
4 ნივთის (ან ციფრის გამოსახულების) ჩუქება არ ღირს. ჩინეთში 4 სიკვდილს ნიშნავს. არ ღირს რაოდენობრივად 4 ნივთის ჩუქება ან ისეთი ნივთის, რომელზეც 4 არის გამოსახული. ჩინეთის მაცხოვრებლები ამ ციფრს სიკვდილის ნიშნად მიიჩნევენ.
მშვიდობისმოყვარე ხარს არ მოეწონება არც ერთი საჩუქარი, რომელიც აგრესიის სიმბოლოდ ითვლება. არ ღირს ქოლგის ან საათის ჩუქება. ჩინეთში საათს ყოველთვის ცუდ საჩუქრად თვლიან.
რას გვირჩევენ ასტროლოგები
ხარს წითელი ფერის ატანა არ აქვს. სწორედ ამიტომ წითელი ფერის ნივთები არავის აჩუქოთ, ასევე წითელი ფერის შესაფუთი ქაღალდები არ გამოიყენოთ.
ასევე უსარგებლო ნივთების არავის აჩუქოთ. ხარი ძუნწია, ამიტომ ყოველგვარ უსარგებლო ნივთებზე ფულის უაზროდ ხარჯვა აღაშფოთებს. მოგიწევთ, სხვებს რაღაც ღირებული და საჭირო ნივთი აჩუქოთ, ან საერთოდ საჩუქარი დაივიწყოთ.
აი, ხარისთვის ტკბილეულობა სასურველი საჩუქარია. თან აუცილებლად ხარისხიანი ტკბილეული უნდა აჩუქოთ, იაფფასიანი კანფეტებით იოლად ვერ გამოხვალთ.
ასევე არ ღირს პირსახოცის, ცხვირსახოცის, ჩუსტის ან სარკის ჩუქება, თუმცა ლამაზი მაგიდის გადასაფარებლის ჩუქება შეიძლება. მთავარია საჩუქარი ადამიანს მოეწონოს.
ისეთი საჩუქრები, როგორიცაა წინდა ან საპარსი ნაკრები ხარს ნამდვილად არ მოეწონება. სჯობს რაიმე სასარგებლო ნივთი აჩუქოთ, რომელიც ხარსაც მოეწონება და იმ ადამიანსაც, ვისაც ჩუქნით. მაგალითად, საქმიან ადამიანს კარგი საკანცელარიო ნივთის ჩუქება გაახარებს.