Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

2020 წელი სრულდება და ვიმედოვნებთ, რომ პრობლემებს და ნერვიულობას თან წაიღებს. ახალი წლიდან ყველა რაღაც გასაოცარ, ჯადოსნურ მოვლენას ელოდება. ვარსკვლავები წინააღმდეგი არ არიან. დიდი ალბათობით, 2021 წელი დიდი ცვლილებების წელი გახდება.

2021 წელი შესაძლებლობებით და ცვლილებებით სავსე იქნება. Alltime.ge-ს რედაქციამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგიური პროგნოზი მოამზადა, რომელიც მიმართულებაში არჩევაში დაგეხმარებათ. ნახეთ, როგორ პოზიტიურ და ნეგატიურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2021 წელს.

ვერძი

ვერძმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს – მის საქმიანობას შეამჩნევენ და ღირსეულად დააფასებენ. ასტროპროგნოზი გპირდებათ, რომ წარმატებას ადვილად მიაღწევთ, ხოლო ფინანსური ან ემოციური წახალისება უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ.

ვერძი საინტერესო, გრძელვადიან პროექტში ჩაერთვება და საქმე მხოლოდ სამსახურს არ ეხება. მოგზაურობაც შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი კორონავირუსის სიტუაციაზეა დამოკიდებული.

კურო

კუროსთვის 2021 წელი წარმატებული იქნება. ასტროპროგნოზი დაწყებულ საქმეებში წარმატებას გპირდებათ. სიყვარულშიც და სამსახურშიც ყველაფერი დალაგდება. ეს წელი საკუთარი სტარტაპის ან დიდი პროექტის დასაწყებად იდეალურია. დიდი ალბათობით, ყველაფერი ისე შესრულდება, როგორც საჭიროა.

ტყუპები

ტყუპები წლის პირველი ნახევრით შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს. დიდი ალბათობით, მიზნების მისაღწევად გამოყენებული მეთოდების და მიდგომების უმეტესობა ეფექტური არ იქნება. მოკლედ, ეს პრობლემა არაა, უბრალოდ სიგნალია, რომ ხელსაწყოები შეცვალოთ.

განათლების მისაღებად იდეალური წელია, რაც კარიერასა და ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. სერიოზულ შოკს არ ელოდოთ – ამან შეუძლებელია არ გაგახაროთ.

კირჩხიბი

თუ ვარსკვლავები არ ცდებიან და ზუსტ ასტროპროგნოზს აკეთებენ, 2021 წელს საქმიდან სრულ სარგებელს მიიღებთ. წარმოშობილი დაბრკოლებებიც გუნება–განწყობას ვერ გაგიფუჭებთ და ხელის ჩაქნევის უფლებას არ მოგცემთ. პირიქით, უფრო აქტიურად მუშაობას გაიძულებთ, ხოლო აზარტი სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. წლის ბოლოს შრომის ნაყოფის მიღებას შეძლებთ – პრემიას ან სამსახურში დაწინაურებას ელოდეთ.

ლომი

ლომი ბევრის მიღწევას შეძლებს, თუ ბევრს იშრომებს. ასტროპროგნოზი ირწმუნება, რომ ლომი წარმატებას შეუპოვრობით და აქტიური მოქმედებით მიაღწევს. მიღწეული შედეგები მით უფრო ღირებული იქნება. შესაძლოა, მათი გამრავლების სურვილი გაგიჩნდეთ, ანუ უფრო მეტი მუშაობა მოგიწევთ.

ქალწული

ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისგან თავს ზემოთ ხტომას არ ითხოვს. რამეს რომ მიაღწიოთ და უფრო შესამჩნევი გახდეთ, საკმარისია სამუშაო კეთილსინდისიერად შეასრულოთ.

იდეების უმეტესობას ენთუზიაზმით შეხვდებით, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ წლის ბოლოს მათ რეალიზებას და პირველი ნაყოფის მიღებას შეძლებთ. ქალწულს ფინანსური ბონუსები ელოდება – ეს შეიძლება იყოს მომატებული ხელფასი ან დიდი პრემია, ასევე მოგება ან ძველი ვალის დაბრუნება.

სასწორი

სასწორი მისთვის ჩვეული საქმის კეთებას გააგრძელებს – ბალანსის დაცვა. ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის, აქტიურ ცხოვრებასა და სიმშვიდეს შორის. ასტროპროგნოზი ირწმუნება, რომ სასწორი სერიოზული ცვლილებებისთვის მზად უნდა იყოს – ეს შეიძლება მოხდეს როგორც სამსახურში, ასევე სახლში. საჭიროა თუ არა დათანხმება და მიღება, თავად უნდა გადაწყვიტოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ.

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მთელი წელი გაძლიერებულად იშრომებს. როგორც მინიმუმ, სწორედ ამას გვპირდება ასტროლოგიური პროგნოზი. შედეგზე ორიენტირებულმა მორიელმა დასვენება და გართობა არ უნდა დაივიწყოს, რადგან გადაღლა კარგს არაფერს გპირდებათ, მხოლოდ შრომისუნარიანობას შეამცირებს.

თუ სამსახური სიამოვნებას განიჭებთ, წლის ბოლოს გასაოცრად სასიამოვნო აღმოჩნდება – მორიელს ელოდება კოლეგებისგან პატივისცემა, ახლობლების მხარდაჭერა, ფინანსური კეთილდღეობა.

მშვილდოსანი

ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსანს ცვლილებებს ჰპირდება. 2021 წელს სამსახურის შეცვლა კარგი იდეაა. საქმე ყოველთვის კარდინალურ ცვლილებებს არ ეხება – შეგიძლიათ ვარცხნილობა შეიცვალოთ, რაღაც ახალი დააგემოვნოთ და სამოგზაუროდ წახვიდეთ.

სიახლისკენ სწრაფვაში ძველი და სტაბილური არ დაივიწყოთ – მეგობრები, ოჯახი, ახლობლები. მათი მხარდაჭერის გარეშე ცვლილებები არ გაგახარებთ.

თხის რქა

დასახული მიზნების მიღწევა, დაბრკოლებების გადალახვა, სირთულეებთან გამკლავება – სწორედ ამას გვპირდება ასტროლოგიური პროგნოზი. 2021 წელს თხის რქა ყველაფერს მხოლოდ მარცხენა ხელითაც გაუმკლავდება. მოკლედ, ნებისმიერი წარმატება შესაძლებელია, თუ კრეატიული მიდგომა და მოქნილობის შენარჩუნება არ დაგავიწყდებათ – ამაში არასტანდარტული გადაწყვეტილება დაგეხმარებათ.

მერწყული

2021 წელს ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულს ცხოვრების შეცვლას ჰპირდება. საქმე არა მხოლოდ პირად ცხოვრებას და შესაძლო რომანტიკულ ურთიერთობას, არამედ კარიერას და ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. დრო მოვიდა, როცა რაღაც ახალი უნდა გამოცადოთ, უკან დაიხიოთ, ადგეთ და წინ წახვიდეთ. შეცდომებმა იმედი არ გაიცრუოთ. მიღებული შედეგები შთაბეჭდილებას მოახდენს.

თევზები

თევზები სიყვარულს გასცემს და მიიღებს. კოლეგები, უფროსობა, ასევე მეგობრები  და ოჯახი თქვენს იდეებს მხარს დაუჭერს. ასტროლოგიური პროგნოზი ამბობს, რომ თევზებს უფრო მშვიდი, მაგრამ მოვლენებით სავსე წელი ელოდება. აჩქარება საჭირო არაა, არც მოგინდებათ. დინამიკის არარსებობა არ გაგაბრაზებთ, 2021 შეიძლება ზუსტად ისეთი პერიოდი იყოს, როცა ირგვლივ მიმოხედვას და ღირებულებების გადახედვას შეძლებთ.