ჯანმრთელობა
რომელი პროდუქტები აჩქარებენ მენოპაუზას
ქალის კვების რაციონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენოპაუზის დადგომის ასაკზე, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევართა ჯგუფი. ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელშიც 914 ქალმა მონაწილეობა მიიღო, მეცნიერებმა მათი ყოველდღიური რაციონი, ასევე მენოპაუზის დადგომის დრო შეისწავლეს.
შედეგად, იმ ქალებს, რომლებიც ნახშირწყლებით მდიდარ დიეტას იცავდნენ, მენოპაუზა დაეწყოთ 51 წლამდე, რაც ბრიტანელ ქალებში მენოპაუზის საშუალო ასაკად ითვლება. 1,5 წლით გვიან მენოპაუზა დაეწყოთ იმ ქალებს, რომელთა ყოველდღიურ რაციონში შედიოდა ბარდა, ლობიო, ოსპი. ასევე მენოპაუზის დაწყების ასაკი მაღალი იყო იმ ქალებში, რომლებიც უპირატესობას ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტას ანიჭებდნენ.
კვლევის ავტორების მოსაზრებით, მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც საკვერცხეების მოქმედებაზე და, შესაბამისად, მენოპაუზის დაწყებაზე გავლენას ახდენენ. ცხიმიან თევზში მდებარე უჯერი ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3 თავისუფალ რადიკალებზე გავლენას ახდენს, ორგანიზმის დამჟავების პროცესს ანელებს, შესაბამისად, სიბერეს აფერხებს.
ამავდროულად, რაფინირებული (მარტივი) ნახშირწყლები ინსულინის მიმართ რეზისტენტობას ზრდის, რაც ესტროგენის მაღალ დონეს იწვევს და სასქესო ჰორმონების აქტივობაზე გავლენას ახდენს, რამაც შეიძლება მენსტრუაციული ციკლების ზრდა და ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების რაოდენობის სწრაფი შემცირება გამოიწვიოს.