Connect with us

ტესტები

რომელი მთავარნგელოზი გეხმარებათ თქვენ? ასე შეძლებთ ამის გაგებას

ჩვენ ყველას გვყავს დამხმარეები, ფიზიკური თუ მენტალური, რომლებიც ჩვენს ცხოვრებისეულ გზას გვიმარტივებენ. ესენი არიან მეგობრები, ოჯახის წევრები, კონსულტანტები, კოლეგები, სულიერი მოძღვრები, ნაცნობები და… ანგელოზები.

აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი ფრთები და გაიგეთ, რომელიც მთავარანგელოზი გეხმარებათ ამ მომენტში.

1. მთავარანგელოზი რაფაელი – თქვენთან ჯანმრთელობისა და სიყვარულის გზავნილი მოაქვს

მთავარანგელოზი რაფაელი მკურნალია და განკურნებაში ეხმარება მათ, ვისაც სჭირდება. იგი, ასევე, იცავს მოგზაურებსაც. რაფაელთან დაკავშირებული ფერებია იისფერი და ყვითელი. გამოიყენეთ ან ატარეთ ანისული და ლავანდა მის მოსაზიდავად.

რაფაელი გახსენებთ, რომ ფიზიკური, ფსიქიკური და სულიერი ჯანმრთელობის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ წარსულზე არ იდარდოთ, იცხოვრობთ მომავალზე შფოთვის გარეშე, მოერიდოთ წარმოსახვით პრობლემებს და სრულად და ინტენსიურად ჩაერთოთ აწმყოში, რადგან სწორედ ესაა ცხოვრება. გაითავისუფლეთ თავი უსარგებლო ტვირთისგან, არაჯანსაღი ნივთებისა და სიტუაციებისგან, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. ეს შესანიშნავი საშუალებაა ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ბედნიერების დასაუფლებად.

2. მთავარანგელოზი მიქაელი – თქვენთან ძალისა და დაცვის გზავნილი მოაქვს

მიქაელი მთავარანგელოზების მფარველია. იგი ებრძვის წყვდიადს და იცავს ადამიანებს, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. იგი, ასევე, გეხმარებათ ზრდისა და გარდატეხის ასაკის პერიოდებში. მისი ფერებია წითელი და ოქროსფერი. გამოიყენეთ და ატარეთ საკმეველი და მირის ხის ქერქი, რათა მას შეერწყათ.

სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში, ბოლო დროს, მარტოსულად გრძნობდით თავს და ფიქრობდით, რომ ადამიანებს თქვენი არ ესმით. დღეს თქვენი მთავარანგელოზი თქვენ გვერდითაა, რათა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ და რომ თითოეული დარდი – სიხარულია, თითოეულ ოცნებას მიზანი აქვს, თითოეულ ბრძოლას კი – გამარჯვება. თქვენი მისიაა წინსვლა და, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ბედნიერი ვერ იქნებით, არასდროს დაკარგოთ რწმენა, რამდენადაც სწორედ ეს გეხმარებათ წინსვლაში.

3. მთავარანგელოზი გაბრიელი – თქვენთან მოაქვს შეტყობინება ცვლილებების შესახებ

გაბრიელი ცნობილია, როგორც სულის შემნახავი და დამცველი. იგი მუშაობს ბავშვებთან, ეხმარება ურთიერთობებსა და შემოქმედებებში, ასევე, შემწეა მათიც, ვინც სხვებს უწევს დახმარებას. მისი ფერებია ცისფერი და ნარინჯისფერი. გამოიყენეთ ან ატარეთ ჟასმინი მასთან გასაერთიანებლად.

მთავარანგელოზი გაბრიელი თქვენ გამცნობთ, რომ დარდი სამუდამო არასდროსაა, რომ ცუდი დღეები მიდიან და კარგები მოდიან. აბსოლუტური არაფერია. ყველაფერი იცვლება, ვითარდება, გარდაიქმნება. აი, ამიტომაცაა თქვენი მთავარი მისია – გაამყაროთ საკუთარი თავი თქვენს ცხოვრებაში, შემატოთ თავს სიმტკიცე და ენთუზიაზმი და დაიმუხტოთ ენერგიით, რომელიც ოცნებების ხორცშესხმაში დაგეხმარებათ.

4. მთავარანგელოზი ურიელი – თქვენთან მოაქვს შეტყობინება აყვავების შესახებ

ურიელი გვეხმარება ჩვენს წინაპრებთან ურთიერთობაში, მოაქვს სიმშვიდე და სამართლიანობა, გვეხმარება საღი გონების შენარჩუნებასა და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტაში. მას ყავისფერი და მწვანე ფერები უკავშირდება. გამოიყენეთ ან ატარეთ გვირილა ან სანდალოზის ხე მასთან შესარწყმელად.

მთავარანგელოზი ურიელი მოდის, რათა გიჩვენოთ, რომ ჩვენ ბარაქიან სამყაროში ვცხოვრობთ და, თუ თავს გამოიჩენთ, ჩათვალეთ, ყოველივე კარგს იმსახურებთ. თქვენი აზრები აყალიბებს თქვენს რეალობას, მიიღეთ ის ფაქტი, რომ ყოველივე კარგს იმსახურებთ და მზად იყავით მადლიერებით მიიღოთ ყველაფერი, რასაც სამყარო და მისი წარმომადგენლები გჩუქნით.

თქვენ გჯერათ, რომ ანგელოზები გვეხმარებიან?