Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი თილისმა შეესაბამებათ ქალბატონებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალის თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დასახული მიზნის მიღწევაში ხშირად თილისმა გვეხმარება. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი თილისმა აქვს, რომელიც სწორად უნდა შეარჩიოთ.

ვერძი

ეს ცეცხლოვანი ქალი მიზანდასახულობით და სიჯიუტით გამოირჩევა. ჭარბი სასიცოცხლო ძალები საჭირო მხარეს უნდა მიმართოთ. ამის დახმარება ოქროს საწმისის დახმარებით შეძლებთ.

კურო

მიწიერი კუროსთვის ყველაზე მოქმედი თილისმა ოქროს კუროს სიმბოლო იქნება. ამულეტი სტაბილურ მატერიალურ შემოსავალს უზრუნველყოფს და ახალ შემოსავალს მოიზიდავს.

ტყუპები

ამ ჰაეროვან ნიშანს გასაღების მსგავსი თილისმა სჭირდება. თუ ერთად ორი გასაღები იქნება, ეს დიდებული ამულეტი იქნება. მასალა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ უმჯობესია ოქრო ან ვერცხლი.

კირჩხიბი

კირჩხიბს ახლობლებზე მთელი გულით ზრუნვა ახასიათებს. სწორედ ამიტომ მის თილისმას გული წარმოადგენს. მისი ფუნქცია ავი თვალისა და ოჯახური უთანხმოებისგან დაცვა წარმოადგენს.

ლომი

მისთვის დამცველი ნიშანი ვარსკვლავის ან ლომის ფიგურა შეიძლება იყოს. ამასთან თილისმის ზომა მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.

ქალწული

მიწიერ ნიშანს მუდმივი მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდება. მას მომავლის იმედი არ აქვს, ამიტომ ფსიქოლოგიური სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა სჭირდება. მას დამშვიდებაში ასტრას ყვავილის სტატუეტკა ან თილისმა დაეხმარება.

სასწორი

მათ მუდმივად რაღაცის შესწავლა სურთ, რაც მოდუნების და ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს. ჰაეროვან ნიშანს ერთი სურვილი აქვს – გარშემო სამყაროს შეცნობა და ცოდნიდან კმაყოფილების მიღება. წარმატების მოსაპოვებლად მათ გახსნილი წიგნის ამულეტი შეეფარებათ.

მორიელი

მისი მსგავსი ცხოველის, ან მორიელის ფორმის ამულეტი კარგი იქნება. ასე ცხოვრებაში ჰარმონიის მოპოვებას შეძლებენ და შინაგანი სამყაროს დააბალანსებენ. ზოდიაქალური ცხოველის ამულეტი მცირე ზომის უნდა იყოს.

მშვილდოსანი

ცეცხლოვანი ნიშნები უძველესი დროიდან ნალის სიმბოლოს ამულეტად იყენებდნენ და კისერზე იკეთებდნენ. ის წარმატებას მოგიტანთ და სამსახურის და ოჯახური მყუდროების, სიყვარულის და თავისუფლების ჰარმონიულ შერწყმას ხელს შეუწყობს.

თხის რქა

შავი კატის გამოსახულება ცუდად ითვლება, მაგრამ მიწის ნიშნის შემთხვევაში არა. თუ მეორე ნახევრის პოვნა და ბედნიერების მოპოვება გსურთ, შავი კატის თილისმა იქონიეთ. იქნება ეს სტატუეტკა თუ მცირე ზომის ფიგურა მნიშვნელობა არ აქვს.

მერწყული

ჰაეროვანი ნიშნისთვის ნამდვილად მოქმედი ამულეტი ვერცხლის ანგელოზის ფიგურაა. მას სიმშვიდე და გონიერება მოაქვს. სახიფათო რისკისგან დაგიცავთ.

თევზები

წარმატება და იღბალი წყლის ამ ნიშანს არასდროს მიატოვებს, თუ ვერცხლის ან ოქროს თევზის თილისმას იქონიებს. მისი მუდმივად ტარების შემთხვევაში სიმშვიდეს და მიზანდასახულობს მოიპოვებენ.