Connect with us

თავის მოვლა

როდესაც თმის წაბლისფრად შეღებვა მსურს, მხოლოდ ნატურალურ საშუალებას ვიყენებ. მდგრადი ეფექტი და ბუნებრივი ფერი

ჩვენს მაღაზიებში სხვადასხვა ბრენდისა და სახეობის საღებავი იყიდება. მწარმოებელთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამტკიცებს, რომ მათი პროდუქტი ყველაზე მოსახერხებელი და მყარია. ჩვენ არ ვაპირებთ მათი დანაპირების უარყოფას ან თქვენს დარწმუნებას, რომ ეს საღებავები არ უნდა გამოიყენოთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ყოველგვარი სერთიფიკატის მიუხედავად, არ ენდობიან თანამედროვე კოსმეტიკურ საშუალებებს და უპირატესობას მხოლოდ ხალხურ რეცეპტებს ანიჭებენ. ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა.

გთავაზობთ ნაცად ხერხს თმის წაბლისფრად შესაღებავად. ეს მეთოდი აბსოლუტურად ნატურალურია და არავითარ ზიანს არ მოგაყენებთ არც თქვენ, არც თქვენს თმას.

ინგრედიენტები

  • ორგანული ყავის ფხვნილი(რაოდენობა თმის სიგრძეზეა დამოკიდებული)
  • 3 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი
  • 3 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
  • წყალი

მომზადება და გამოყენება

1. მოათავსეთ ყავის ფხვნილი ისეთ ჭურჭელში, რომლის შედგმაც მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება.

2. დაასხით აბუსალათინის ზეთი და კარგად მოურიეთ.

3. დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ისევ მოურიეთ. სასურველია, ქოქოსის ზეთი, გამოყენებამდე, მაცივრიდან გამოიღოთ 1 საათით ადრე.

4. სულ ბოლოს დაასხით წყალი და შეუჩერებლად ურიეთ მასას. დაუმატეთ წყალი მანამ, სანამ მასა მაღაზიის არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებს. შეგიძლიათ, საღებავი უფრო გაასქელოთ – ასე თმის ფერი უფრო მუქი გახდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო სქელია მასა, მით მუქია თმის ფერი.

Advertisement

5. შედგით მასა მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით.

6. კარგად დაივარცხნეთ თმა და გაიყავით ორ ტოლ ნაწილად. წინასწარ მომზადებული ფუნჯით დაიწყეთ თმის შეღებვა ძირებიდან.

7. თუ თმის ზრდის დაჩქარება გსურთ, საღებავის დიდი ნაწილი მოათავსეთ თმის ძირებზე.

8. რაც უფრო მეტ საღებავს წაისვამთ თმის ზოგიერთ მონაკვეთში, მით უფრო მუქი ფერი ექნება მას, ასე საინტერესო ეფექტს მიიღებთ – სხვადასხვა ტონალობის წაბლისფერს. გაიჩერეთ საღებავი 20 წუთით და ჩამოიბანეთ შამპუნით.

დატკბით ლამაზი, წაბლისფერი თმით.